დღეს აღესრულა, საყვარელნო, რაც მრავალი საუკუნის წინ თქვა დავით წინასწარმეტყველმა: "მწუხრი იყვნენ ტირილით და ცისკარს სიხარულით". რამეთუ მწუხარება, რომელმაც მოიცვა მოციქულნი უფლის ჯვარცმისას, მისი აღდგომის სიხარულით შეიცვალა; ხოლო ქრისტეს ჯვარმცმელების სიხარული ცისკარზე უფლის აღდგომით მათ სირცხვილად გადაექცათ.
ისევე, როგორც დანიელ წინასწარმეტყველის მტარვალნი შერცხვნენ, როცა იგი ორმოდან უვნებელი გამოვიდა და ლომები არ შეეხნენ მას; ისევე, როგორც ბაბილონის მთავარი გაწბილდა, როდესაც სამი ყრმა ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა, ასევე და უმეტესად შერცხვნენ ჯვარმცმელნი ღვთის ძისა, როდესაც იგი მკვდრეთით აღმდგარი საფლავიდან გამოვიდა. უწყოდა უფალმა, რომ არ ირწმუნებდნენ მის აღდგომას და აღადგინა მკვდრეთით მართალნი, რათა მათ ექადაგათ ქრისტეს აღდგომა. როგორ არ უნდა ირწმუნო ასეთი დიდი სასწაული, როცა ხედავ, რომ გაიხსნა საფლავნი და ისმენ, როგორ გიქადაგებენ მიცვალებულნი?!
მაგრამ არცაა გასაკვირი, რომ მათ ყურად არ იღეს მკვდართა ღაღადი; ვისაც ღვთისა და ღვთის ძისა არა სწამს, ნუთუ საფლავიდან აღმდგარ მართალს დაუგდებს ყურს?! ჯვარმცმელნი ქრისტესი დამწუხრდნენ, როდესაც მიცვალებულთა იქადაგეს დიდება უფლისა, ხოლო უფლის მოწაფეებმა განიხარეს. მკვდრები ქადაგებდნენ თავისი უფლისათვის და ანგელოზები, ახარებდნენ ქრისტეს აღდგომას მის საფლავთან. ანგელოზნი, რომლებიც არ იყვნენ ქრისტეს ჯვარცმის ჟამს, ახლა ადიდებენ აღდგომილ მაცხოვარს. ჯვარზე ვნებისას რომ გამოჩენილიყვნენ ანგელოზები შეძრწუნდებოდნენ ჯვარმცმელნი მისნი და მაშინ როგორღა აღესრულებოდა ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის მიზანი - თავისი სიკვდილით მიანიჭოს ცხოვრება საუკუნო თაყვანისმცემელთა მისთა?
ამიტომ ვნების ჟამს განეშორნენ მას ანგელოზნი მისივე ბრძანებით, რათა აღსრულებულიყო ნება უკეთურთა.
ხოლო აღდგომის ჟამს კი ზეციდან ანგელოზნი ჩამოიყვანა, რათა მოწაფეებისთვის მათ ქრისტეს აღდგომა ეხარებინათ.
ხარობდეს ამიერიდან ეკლესია და დღესასწაულობდეს ამ ბრწყინვალე დღეს! უთხრას იერუსალიმს: ნუ ხარობს მტერი ჩემი, დაცემულს რომ მხედავს, რამეთუ აღვდგები; და ნუ ხარობს, ბნელში რომ ვარ, რადგან მოვა უფალი ჩემი და გამინათებს. კიდევ ამას ეუბნება წინასწარმეტყველი ეკლესიას: "აღდეგ და განათლდი, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, და დიდებაი უფლისაი შენ ზედა გამობრწყინდეს...", რადგან გამობრწყინდა დიდება უფლისა მის ეკლესიაზე. თაყვანს სცემენ ღვთის დიდებას "მეფენი სოფლისანი" და "მსაჯულნი ქვეყანისანი", როგორც თქვა წინასწარმეტყველმა: "განგეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისონი დღე და ღამე და ნუ დაეხშვიედ, და შევიდენ შენდა ერნი თესლთანა და შარავანდედნი მათნი" (ეს. 60,11).
ინებოს მოწყალე ღმერთმა, რომ როგორც ევნეთ თქვენ უფალთან ერთად მისი ჯვარცმის ჟამს, ასევე იხარებდეთ და ილხენდეთ მის აღდგომის დღეს და გახდეთ თანაზიარნი მისი აღდგომის სასწაულისა, რათა ადიდებდეთ ყოვლადმოწყალებასა მისსა უკუნისამდე, ამინ.
წმიდა იოანე ოქროპირი
უდაბნოს მრავალთავიდან ახალქართულზე გადმოიტანა მარიამ გაგუამ
გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", № 13 (272), 2004 წ.
ტეგები: Qwelly, აღდგომა, აღდგომის_არსი, აღდგომის_სიხარული, იოანე_ოქროპირი, სააღდგომო
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am
0 კომენტარი
0 მოწონება
Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•