ბევრს სჯერა ბედისა და ვარსკვლავების გავლენისა კაცთა საქმეებზე და ჰგონიათ, რომ სწორედ ბედისწერა განსაზღვრავს, ვინ იქნება კეთილი, ვინ - ბოროტი. მაგრამ ამქვეყნად მოსულ ღვთის ძეს არ შემოუღია სწავლება ბედზე და ვარსკვლავთა გავლენაზე - პირიქით, მან გაანადგურა ეს მოძღვრება, გვასწავლა სათნოებანი და ყოველივე კარგისა თუ ცუდის მიზეზად სიკეთის ქმნა-არქმნის სურვილზე მიგვითითა. მაცხოვარი ამიტომაც გვემუქრება გეჰენიით ან გვიმზადებს ზეციურ სასუფეველს. ბედის გარდუვალობით შებორკილთ ის არ განუმზადებდა გვირგვინებს და არც სასჯელით შეაშინებდა, რადგან ერთიც და მეორეც თავისუფალ ადამიანებს ეხება. ქრისტე არც კანონებს დაგვიდგენდა და არც შეგონებებს შემოგვთავაზებდა, კაცთა მოდგმა ბედის გარდუვალობით რომ ყოფილიყო შეკრული. მაგრამ რაკი ვართ თავისუფალნი და ჩვენი ნება ჩვენს ხელთ არის - ბოროტნი ვხდებით უზრუნველობის გამო, კეთილნი და მოკრძალებულნი - გონივრულად ცხოვრებით. ამიტომ მაცხოვარმა ჩვენს განსაკურნებლად და გადასარჩენად მოგვცა კანონები, შთაგვინერგა გეჰენიის შიში და სასუფევლის აღთქმა, რითაც მრავალი დააყენა სწორ გზაზე და ასწავლა სიბრძნე.
ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას რომ ვერ ახდენს მისი დაბადების წინ მკითხაობა, ეს ყოფითი გარემოებებიდანაც ჩანს და ამისთვის წმინდა წერილის მოხმობა საჭირო არ არის.
თუ კაცთა საქმენი დამოკიდებულია ბედისწერაზე, თუ ეს ხვედრი მას ბუნებამ არგუნა, მაშინ რატომ სჯი მონას, რომელმაც იქურდა? რატომ მიათრევ სამსჯავროზე მრუშ ცოლს? რატომ გრცხვენია, როცა ცუდს ჩაიდენ? თუ ცოდვაც გარდუვალია, მაშინ რატომ ვერ ითმენ საყვედურებს, რატომ გწყინს, როცა ვინმე გიწოდებს მემრუშეს, მეძავს ან კაცისმკვლელს?! თუ ეს ცოდვები შენს ნებაზე არ არის დამოკიდებული, მაშინ არც დამნაშავე იქნები და არც სხვათა ნათქვამი უნდა გწყინდეს. მაშასადამე, იმით: რომ კიცხავ სხვებს; რომ არ მიუტევებ შემცოდებლებს; რომ ცუდის ჩადენისა თავადვე გრცხვენია და დამალვას ცდილობ; რომ საყვედურის მთქმელთ მაჭირვებლებად მიიჩნევ - ყველაფრით - შენ აღიარებ, რომ კაცთა საქმეები არ ექვემდებარება გარდუვალობას და თავისუფალი ქმედების შედეგია. გარდუვალობით შებორკილთა მიტევება ჩვენ ხელგვეწიფება. მაგალითად, თუ ვინმე, ეშმაკის მიერ შეპყრობილი, გვეცემა, სამოსს გვახევს და გვირტყამს, ჩვენ მას არც დავსჯით და არც სამსჯავროზე წავათრევთ, პირიქით, შეგვეცოდება და მივუტევებთ. რატომ? იმიტომ, რომ მას ეს საკუთარი თავისუფალი ნებით არ ჩაუდენია, იგი აიძულა ეშმაკმა.
ზუსტად ასევე შევუნდობდით ადამიანებს დანარჩენ ცოდვებსაც, მათი ჩადენა რომ ბედისწერაზე იყოს დამოკიდებული. მაგრამ რაკი ვიცით, რომ ცოდვის ქმნა იძულებით არ ხდება, ამიტომ მას არ მიუტევებენ ბატონები მსახურებს, ქმრები - ცოლებს, ცოლები - ქმრებს, მამები - შვილებს, მასწავლებლები - მოწაფეებს, მთავრები - ქვეშევრდომებს, რჯულმდებელნი - რჯულის მაღიარებლებს... ჩვენ ვართ დანაშაულთა მკაცრი გამომეძიებელნი და დამსჯელნი, დავდივართ სამსჯავროებზე, მივმართავთ დასჯას - ყოველმხრივ ვცდილობთ, რომ მსახურსაც არ მივცეთ ბოროტების ჩადენის ნება და საკუთარი შვილებიც დავიცვათ მანკიერებათაგან. ამიტომ მივუჩენთ ხოლმე მათ დამრიგებლებს, ვაგზავნით მასწავლებლებთან, ვემუქრებით, ვცემთ... მითხარ, რატომ და რისთვის? თუ კაცს ბედმა განუსაზღვრა, იყოს ცუდი, მაშინ რა საჭიროა ეს მცდელობანი? მაგრამ ცხადია, რომ კაცს გარდუვალობა არ ბორკავს და ყველაფერი დამოკიდებულია მის თავისუფალ ნებაზე. ჩვენც იმიტომ მივმართავთ ზემოხსენებულ საშუალებებს, რომ ადამიანს უარი ვათქმევნოთ უზრუნველობაზე და წარვმართოთ სათნოებისკენ.
რატომ ვსერავთ ზღვას, ვამუშავებთ მიწას, ვაშენებთ ქალაქებს, ავადმყოფობის დროს გულმოდგინედ ვუვლით თავს: ვხარჯავთ ფულს, ვიწვევთ ექიმებს, ვიმზადებთ წამლებს, თავს ვიკავებთ ძღომისგან, ვითრგუნავთ გულისთქმას? თუკი, როგორც შენ მეუბნები, ბედმა განგვისაზღვრა - ვიცოცხლოთ თუ დავიხოცოთ, მაშინ სნეულნი თურმე ტყუილუბრალოდ ხარჯავენ ფულს, მიმართავენ ექიმებს, იჩენენ ზედმეტ სიფრთხილეს. დღეს ყველა პირადი გამოცდილებით ხედავს, რომ ამგვარი მცდელობანი ამაო არ არის; ბედი კი საერთოდ არაფერს წყვეტს, არც გარდუვალობა მართავს ჩვენს საქმიანობას - ყველაფერში იკვეთება ადამიანის თავისუფლი ნება...
საკითხავია, რა საჭიროა მთელი ეს შრომა და ძალისხმევა სათნოებათა აღსასრულებლად, თუკი ბედმა უკვე განსაზ- ღვრა - ვიღაც უნდა იყოს კეთილი და ის ასეთიც იქნება, თუნდაც ნიადაგ თვლემდეს ან ეძინოს. გამოდის, იგი იძულებულია, იყოს კეთილი, ამიტომ მას ეს სახელი არც შეიძლება ვუწოდოთ. რა საჭიროა ამდენი გარჯა და ჯაფა, თუკი კაცს ბედმა განუსაზღვრა, იყოს ბოროტი და ამას ვერაფრით შეცვლის, თუნდაც უდიდესი ძალისხმევა დახარჯოს ამისათვის. ისე კი, მას ბოროტი არ უნდა ერქვას, რადგან იძულებულია, ასეთი იყოს. მივმართოთ ასეთ მაგალითსაც: ეშმაკეულმა რომ შეურაცხგვყოს, ჩვენ მას არ ვუწოდებთ მაჭირვებელს, არც მისი ბოროტმეტყველება გვწყინს, რადგან მიგვაჩნია, რომ ამას ეშმაკი აიძულებს. გამოდის, ბოროტსაც, თუ მას ასეთად ყოფნას აიძულებს ბედის გარდუვალობა, აღარ უნდა ვუწოდოთ ბოროტი, არც კეთილს - კეთილი. მაგრამ თუ ასე მოვიქცევით, ყველაფერი აირ-დაირევა, მივიღებთ ცნებათა ქაოსს და გაუფასურებას - არც სათნოება ეღირება რამედ, არც მანკიერება, არც ხელოვნება, არც კანონები და საერთოდ არაფერი...
ხედავ, საით მიდის ეშმაკის ცდუნება. რას უპირებს მსოფლიოს და რა მიზანი აქვს? მაშ, რაკი ვიცით ეს და ამაზე მეტიც (კიდევ ბევრის ცოდნაც შეიძლებოდა, მაგრამ გონიერთათვის ესეც საკმარისია), ვერიდოთ მანკიერებას და მივემსჭვალოთ სათნოებას, რათა უწინარეს ყოვლისა, ლმობიერვყოთ ღმერთი, თავი დავაღწიოთ გეჰენიას და დავტკბეთ მარადიული სიკეთეებით. დაე, ღირსნი გავხდეთ მათი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და სულისა წმინდისა თანა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წმინდა იოანე ოქროპირი
ტეგები: JohnChrysostom, qwelly, ბედისწერა, დარიგება, დარიგებანი, იოანე ოქროპირი, რელიგია, ქადაგება, წმინდა იოანე ოქროპირი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
© 2025 George.
•