ქრისტიანობაზე საუბარი ყოველთვის ნიშნავს საუბარს ქრისტეზე, მის სწავლებაზე, სახარებაზე. სახარება მოგვითხრობს იმაზე, როგორ ამჯობინეს ადამიანებმა "სულსა და ჭეშმარიტებას" თავიანთი - თავიანთი შეხედულებები, იდეოლოგია, კანონი, როგორ ვერ დაიტიეს მოწოდება გათავისუფლებისაკენ. სახარების ნამდვილი არსი არის თხრობა იმის შესახებ, როგორ უარყვეს ადამიანებმა ის, ვინც ადამიანებს მოუწოდა სულსა და ჭეშმარიტებაში ცხოვრებისაკენ. და ამიტომ სახარებაში არის ახსნა ქრისტესადმი იმ სიძულვილისა, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც ადამიანებს აიძულებს, იცრუონ, ცილი დასწამონ, პირში წყალი ჩაიგუბონ. რადგან ქრისტიანობა დღესაც საშიშია ყოველი იდეოლოგიისათვის თუნდაც მხოლოდ ამ "სულითა და ჭეშმარიტებით." ეს სიტყვები მარადიული გამოწვევაა ყოველი კერპისა, რელიგიური თუ იდეოლოგიური კერპისა. და მანამ, სანამ არ არის ამოშანთული ეს სიტყვები ადამიანური ცნობიერების სიღრმეებიდან, ადამიანი ბოლომდე არ მიიღებს სწავლებას, რომელიც ადამიანს აქცევს მატერიის მონად, უსახო პროცესის ჭანჭიკად, უსახო კოლექტივის მსახურად და მუშად.
ალექსანდრე შმემანი
ტეგები: freedom, ალექსანდრე_შმემანი, დარიგებანი, თავისუფლება, სახარება, ქრისტე
"თავისუფლება'' თვითშეზგუდვა და ღვთისმოსავობაა.
ისე სიმართლე რომ გითხრათ ჯერ კარგად ისიც ვერ გამიგია რას ნიშნავს თავისუფლება ქრისტიანულად, ადამიანურად და ცოდვილურად, ნუ ეს უკანასკნელი ცოტა მესმის. მგონი ადამიანური და ქრისტიანული ახლოსაა, და ქრისტიანული თავისუფლება არ ნიშნავს ერთ ყალიბს ყველასთვის. თუ ადამიანი შიანაგად თავისუფალია მაშინ ის ქრისტიანულადაც თავისუფალია მგონია, როცა სხვას არ ვნებს და არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ჯდება ყველასთვის ცნობილ წესებში
ადამიანი, როგორც ფიზიკური არსება, მსგავსად სხვა სხეულებისა, წარმართულია უცვლელი კანონებით. როგორც გონიერი არსება იგი გამუდმებით არღვევს ღმერთის მიერ დადგენილ კანონებს და ცვლის თავის მიერვე დადგენილ კანონებს. მან თავის თავი უნდა მართოს, ამავე დროს იგი შეზღუდული არსებაა; იგი მსხვერპლია უმეცრებისა და ცდომილებისა, როგორც ყოველი სასრული გონიერი არსება, ამ სუსტ ცნობიერებასაც, რომელიც მას გააჩნია იგი სრულად ვერ იყენებს. როგორც გრძნობებიანი ქმნილება, იგი მრავალვნებას ექვემდებარება. ასეთ არსებას ყოველ წუთს შეუძლია დაივიწყოს თავისი შემოქმედი, ამიტომ ღმერთმა მას თავი შეახსენა რელიგიის კანონების მეშვეობით; ასეთ არსებას ყოველ წუთს შეუძლია საკუთარი თავის დავიწყებაც, ამიტომ ფილოსოფოსებმა ისინი გააფრთხილეს მორალის კანონების მეშვეობით. საზოგადოებაში ცხოვრებისთვის შექმნილს, მას შეუძლია სხვებიც დაივიწყოს, ამიტომ კანონმდებლებმა მას მისი მოვალეობები შეახსენეს პოლიტიკური და სამოქალაქო კანონების მეშვეობით...
შარლ ლუი მონტესკიე
ამიტომ მე არ ვფიქრობ რომ კანონი და იდეოლოგია(გამონაკლისების გარდა) ეწინააღმდეგება ან თავისუფლებას ან რელიგიას
elisabed მე ვერ გავიგე რა ნიშნით ანსხვავებ შენ ქრისტიანულსა და ადამიანურს?!
elisabed_მ თქვა:
ისე სიმართლე რომ გითხრათ ჯერ კარგად ისიც ვერ გამიგია რას ნიშნავს თავისუფლება ქრისტიანულად, ადამიანურად ...
მე არ ვასხვავებ კაცო, საზოგადოებაში ადამიანური თავისუფლება მიღებულია როგორც ქრისტიანული წესის დარღვევა, უხეშად რომ ვთქვათ, ხო და მე ასე არ ვფიქრობ, თქო და დავასაბუთე რატომაც, ზოგადად საზოგადოება რელიგიაში ტავისუფლებას ვერც ხედავს და არც ეძებს მგონი :) მე ვცდილობ ვიპოვო, და აპრიორად არ მივიღო ის რაც მესმის და რასაც ამბობენ
ლაშა_მ თქვა:
elisabed მე ვერ გავიგე რა ნიშნით ანსხვავებ შენ ქრისტიანულსა და ადამიანურს?!
elisabed_მ თქვა:ისე სიმართლე რომ გითხრათ ჯერ კარგად ისიც ვერ გამიგია რას ნიშნავს თავისუფლება ქრისტიანულად, ადამიანურად ...
საქმე ისაა ელის, ზოგადად თავისუფლებას როგორ განმარტავ. ეს ადამიანური თავისუფლება მე მართლა არ მესმის, ქრისტიანული თავისუფლება ეს სწორედ რომ ადამიანური თავისუფლებაა, ქრისტიანობა ცხოველებისთვის არ ჩამოყალიბებულა როგორც მოძღვრება, არამედ ადამიანებისთვის. რაც შეეხება რელიგია როგორც თავისუფლების აღმკვეთი... საინტერესოა, როდესაც ერთი შეზღუდვის წინააღმდეგ ილაშქრებ ადამიანი, რამდენად ექცევი სხვა შემზღუდველების ქვეშ? რამდენად არის თავისუფალი ის ადამიანი, რომელიც აპროტესტებს სხვათა მონობას? და თუ არის თავისუფალი ეს როგორ უნდა დავინახოთ მასში? იმით რომ იმას აკეთებს რისი უფლებაც მას აქვს?! :) ამ პოსტში სწორედ ამაზე იყო ხაზგასმა - ყოველთვის ვიღაცის მონობას ვარჩევთ უფალში თავისუფლებას !
elisabed_მ თქვა:
მე არ ვასხვავებ კაცო, საზოგადოებაში ადამიანური თავისუფლება მიღებულია როგორც ქრისტიანული წესის დარღვევა, უხეშად რომ ვთქვათ, ხო და მე ასე არ ვფიქრობ, თქო და დავასაბუთე რატომაც, ზოგადად საზოგადოება რელიგიაში ტავისუფლებას ვერც ხედავს და არც ეძებს მგონი :) მე ვცდილობ ვიპოვო, და აპრიორად არ მივიღო ის რაც მესმის და რასაც ამბობენ
ჰო რა თქმა უნდა მაგაზე არ ვდაობ რომ პოსტი ცუდია,, პირიქით ძალიან კარგია, მიფიქრია და ვფიქრობ მაგაზე, მე იმაზე გავამახვილე ყურადღება თუ როგორ განვთავისუფლდეთ, როგორ დავინახოთ თავისუფლება რელიგიაში და მივხვდეთ რომ ეს თავისუფლებაა..ვფიქრობ ბევრი უნდა წავიკითხო რომ მაქამდე მივიდე
ლაშა_მ თქვა:
საქმე ისაა ელის, ზოგადად თავისუფლებას როგორ განმარტავ. ეს ადამიანური თავისუფლება მე მართლა არ მესმის, ქრისტიანული თავისუფლება ეს სწორედ რომ ადამიანური თავისუფლებაა, ქრისტიანობა ცხოველებისთვის არ ჩამოყალიბებულა როგორც მოძღვრება, არამედ ადამიანებისთვის. რაც შეეხება რელიგია როგორც თავისუფლების აღმკვეთი... საინტერესოა, როდესაც ერთი შეზღუდვის წინააღმდეგ ილაშქრებ ადამიანი, რამდენად ექცევი სხვა შემზღუდველების ქვეშ? რამდენად არის თავისუფალი ის ადამიანი, რომელიც აპროტესტებს სხვათა მონობას? და თუ არის თავისუფალი ეს როგორ უნდა დავინახოთ მასში? იმით რომ იმას აკეთებს რისი უფლებაც მას აქვს?! :) ამ პოსტში სწორედ ამაზე იყო ხაზგასმა - ყოველთვის ვიღაცის მონობას ვარჩევთ უფალში თავისუფლებას !
elisabed_მ თქვა:მე არ ვასხვავებ კაცო, საზოგადოებაში ადამიანური თავისუფლება მიღებულია როგორც ქრისტიანული წესის დარღვევა, უხეშად რომ ვთქვათ, ხო და მე ასე არ ვფიქრობ, თქო და დავასაბუთე რატომაც, ზოგადად საზოგადოება რელიგიაში ტავისუფლებას ვერც ხედავს და არც ეძებს მგონი :) მე ვცდილობ ვიპოვო, და აპრიორად არ მივიღო ის რაც მესმის და რასაც ამბობენ
გზა უდაოდ კარგია, ვგულისხმობ წაკითხვას. მაგრამ წაკითხვა ეს მაინც ცოდნაა, თავისუფლება კი გრძნობა. შესაბამისად რელიგიაც, რელიგიურობაც და სარწმუნოებრიობაც გრძნობის დონემდე უნდა აიყვანო ელის და არა მხოლოდ ცოდნის :) აი, ეს როგორ მიიღწევა? ამაზე ჩემი ქადაგებები არ გამოგადგება, ამავე ჯგუფში მონახე სხვა უამრავი ქადაგება ლოცვის შესახებ და მიხვდები :)
elisabed_მ თქვა:
ჰო რა თქმა უნდა მაგაზე არ ვდაობ რომ პოსტი ცუდია,, პირიქით ძალიან კარგია, მიფიქრია და ვფიქრობ მაგაზე, მე იმაზე გავამახვილე ყურადღება თუ როგორ განვთავისუფლდეთ, როგორ დავინახოთ თავისუფლება რელიგიაში და მივხვდეთ რომ ეს თავისუფლებაა..ვფიქრობ ბევრი უნდა წავიკითხო რომ მაქამდე მივიდე
" თავისუფლება იმაში კი არა, რომ თავი არ შეიკავო, არამედ იმაში, რომ ფლობდე საკუთარ თავს."
დოსტოევსკი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•