ერთი კონსტანტინეპოლელი მდიდარი კაცი, რომელიც ძალიან მოწყალე და ქველმოქმედი იყო, სადაც კი ჩაივლიდა, ქალაქში თუ მის გარეთ, მუდამ გლახაკებით იყო ხოლმე გარშემორტყმული. იგი ვითომ იგერიებდა და იშორებდა მათ, სინამდვილეში კი ხელში მოწყალებას უდებდა. ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ადამიანთაგან დაეფარა თავისი ქველმოქმედება. როცა მარტო შეხვდებოდა გლახაკს, მაშინ კი ხელზე ეამბორებოდა და ისე აძლევდა მოწყალებას.
ერთხელ მისმა ახლო მეგობარმა ჰკითხა, როგორ გახდი ასეთი მოწყალეო. მან უამბო, პატარა რომ ვიყავი, ათიოდე წლის, ერთხელ ეკლესიაში შევედი სალოცავად. იქ ვიღაც ღმრთივსულიერი ბერი ქადაგებდა და მრევლს ასწავლიდა, გლახაკისათვის მიცემული მოწყალება ქრისტესთვის სესხებააო. არ დავიჯერე მისი სიტყვები, ვიფიქრე, როგორც მსმენია, ქრისტე ზეცაშია, მამის მარჯვნივ და ქვეყნიდან სესხს როგორ აიღებს-მეთქი. ამ ფიქრებით გავემართე შინისაკენ. გზაზე ერთი ჩამოძონძილი გლახაკი მოდიოდა. მის თავს ზემოთ კი ცხადად დავინახე, რომ ჩვენი უფალი იესუ ქრისტე იდგა. უცებ გლახაკს ვიღაც მოწყალე ადამიანი შეხვდა და პური მისცა. როცა ღატაკმა მის გამოსართმევად ხელი გაშალა, მასთან ერთად მაცხოვარმაც გაუწოდა ხელი მოწყალების მიმცემს და პური გამოართვა. შემდეგ იქვე პირისპირ აკურთხა და დალოცა იგი. ეს რომ ვიხილე, ვირწმუნე, რომ ვინც გლახაკს აძლევს მოწყალებას, ქრისტეს აძლევს მას. ახლაც თვალწინ მიდგას ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახე, რომელიც გლახაკებს თავთან უდგას, გარემოცული ვარ ღმრთის შიშით და შინაგანად ანთებული მისდამი სიყვარულით. მაქვს მოწყალების გაღების სურვილი და შეძლებისდაგვარად გავცემ ხოლმე მას, რადგან მოწყალება გლახაკისთვის მიცემა კი არ არის, არამედ ქრისტესთვის მიცემაა, რომლისაც არს დიდება უკუნითი უკუნისამდე. ♥
ტეგები: Qwelly, charity, qwellyland
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am
0 კომენტარი
0 მოწონება
Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•