არასოდეს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს... საზარელია დედამიწაზე ქრისტეს ხვედრი, ყოველი ჩემი ცოდვა - ეს მისთვის წითელი პარასკევია. ჩემი ოთხი ცოდვა და - მე უკვე ოთხი სამსჭვალით ჯვარს ვაცვი უფალი იესო. ყოველი შენი ცოდვა, ძმაო, მისთვის მეტი წამებაა, ვიდრე შენთვის და ჩემთვის. ცოდვის აღსრულებით შენ მას ჯვარს აცვამ. ყოველი უწმიდური ფიქრი, ყოველი ავხორცული გრძნობა ყვირის: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე! განა მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება დიდი პარასკევი არ არის; ყოველი ჩემი ცოდვა - ესაა ლურსმანი, რომლითაც მე უფლის სათუთ ხელებს ვმსჭვალავ; ყოველი ჩემი ვნება - ეკალია, ყოველი ჩემი სისაძაგლე - ეკლის გვირგვინია, რომელსაც ჩვენ ვადგამთ ქრისტეს თავზე. საზარელია ჩვენს მიერ ქრისტეს შეგინება. ებრაელებს შეეძლოთ ნაკლებ ერწმუნათ ქრისტე, რადგან ის ჯერ კიდევ არ აღმდგარიყო. ხოლო ჩვენ - ვისაც უკვე ოცი საუკუნეა ქრისტე თავისი ძლიერების მეუფებით გვიმტკიცებს აღდგომას თვისას, ჩვენ განვაქიქებთ აღდგომილ ქრისტეს, შეურაცხვყოფთ აღდგომილ ქრისტეს, ხელახლა ჯვარს ვაცვამთ აღდგომილ ქრისტეს!
დღეს ეშმაკებმა, ნადირებმა, ან ტურამგლებმა კი არა, ადამიანებმა შეკრეს ეკლის გვირგვინი და ქრისტეს დაადგეს; ეკლის გვირგვინით შემოსეს იგი, ვინც უკვდავებით შეამკო ადამიანი; ეკლის გვირგვინს თხზავს ადამიანი მის თავზე, ვინც ვარსკვლავების გვირგვინი შეუთხზა ქვეყანას; ეკლის გვირგვინს ვწნავთ მეც და შენც, მეგობარო, თუკი ჩვენ ვერცხლისმოყვარენი ვართ, თუ ვმრუშობთ, თუ ვგმობთ უფალს, თუ ვჭორაობთ, თუ ვლოთობთ, თუ ვართ უწყალო, ან მრისხანე, ან ცოდვილ ფიქრებსა ვზრახავთ, ან თუ უწმინდური გრძნობები გვაქვს, თუ ვართ ურწმუნო, ან არ გვაქვს სიყვარული. ყოველი ჩვენი ცოდვა - ეს არის ეკალი, რომელსაც ეკლის გვირგვინს ვმატებთ და რომელ გვირგვინსაც გამუდმებით წნავს კაცობრიობა უფალ იესოს თავზე.
წმიდა იუსტინე პოპოვიჩი
ტეგები: Qwellyland, იუსტინე, იუსტინე_პოპოვიჩი, პარასკევი, ქადაგება, წითელი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am
0 კომენტარი
0 მოწონება
Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
© 2026 George.
•