2005 წლის სააღდგომო წირვის შემდეგ იერუსალიმის პატრიარქი, უნეტარესი ირინეოსითავის კელიაში შევიდა და ცოტა ხნის შემდეგ მასში გარედან გამოკეტილი აღმოჩნდა.ის გაკვირვებული დაუკავშირდა გარეთ მყოფ მეგობრებს და აღმოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ ყოველგვარი საეკლესიო კანონების დარღვევით გაუგონარი შეთქმულება განხორციელდა. (პატრიარქი დღემდე კელიაშია)


ეს გახლდათ პირველი შემთხვევა იერუსალიმის საპატრიარქოს ისტორიაში, როცა პატრიარქი ჩამოაგდეს თავისი ტახტიდან.
უნეტარესი ირინეოსი იერუსალიმის 140–ე პატრიარქია და დღემდე რჩება ასეთად, რამეთუ მის წინააღმდეგ განხორციელებული შეთქმულება უკანონოა.მოგეხსენებათ პირველი პატრიარქი თავად უფლის ხორციელი ძმა, იაკობი გახლდათ.
ირინეოსი ცნობილია,როგორც ანტიეკუმენისტი და მასონთა წინააღმდეგ მებრძოლი ჭეშმარიტი მოძღვარი. მისი გამოსვლები და მხილებანი აშკარად არ შედიოდა მსოფლიო ბატონების გეგმებში და ხელს უშლიდა მათი ზრახვების განხორციელებაში.
შეთქმულების მთავარი შემსრულებელი გახდა ეხლანდელი ე.წ.პატრიარქი თეოფილე III,რომელიც ზუსტად იმ 2005 წლის თებერვალში,თავად ირინეოსმა ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. ეს გახლავთ პატრიარქი,რომელიც „საყოველთაო სიყვარულის “საფარველით გაერთიანებულ, ეკუმენისტურ წირვა–ლოცვებს ატარებს წარმართებთან ერთად.
პატრიარქ ირინეოსს ორი არჩევანის საშუალება მიეცა: ან უნდა დაეტოვა კელია,შერცხვენილს და დამორჩილებულს,ან დარჩენილიყო ტყვეობაში პატრიარქად,რომელმაც არ ცნო უკანონო გადაწყვეტილება და არ აღიარა თავი გადაყენებულად.მან ,როგორც ჭეშმარიტმა ღვთისმსახურმა და სამაგალითო მართლმადიდებლმა,უყოყმანოდ აირჩია მეორე გზა,ეკლიანი,მაგრამ უფლის სიყვარულით განპირობებული და ერთადერთი სწორი.მას პატიმრობა არ აკმარეს და კარ–ფანჯარა გისოსებით ამოურაზეს,რათა იმ უამრავ ადამიანს,რომელსაც უყვარს ირინეოსი და დადიოდნენ მასთან,აღარ ჰქონოდათ მისი ნახვის საშუალება.მოგვიანებით მას წყალი და ელექტროენერგიაც გადაუკეტეს,რათა პატრიარქი მძიმე პირობების გამო გლობალისტებს დანებებოდა და დამარცხება ეღიარებინა.

ეს ხდება კელიაში,რომელიც პირდაპირ მაცხოვრის საფლავის თავზე მდებარეობს.ადამიანები დადიან წმინდა ადგილას,ლოცულობენ,ყიდულობენ სუვენირებს და ბევრმა არც კი იცის,რომ მაცხოვრის საფლავის თავზე,გისოსებიან კელიაში იერუსალიმის ნამდვილი პატრიარქია გამოკეტილი.

ირინეოსმა დახმარებისათვის მსოფლიოს პატრიარქს,კონსტანტინოპოლისეპისკოპოსს ბართოლომეოს მიმართა.ბართოლომეომ მას დახმარება აღუთქვა და სტამბულში ჩასვლა სთხოვა.სტამბულში ჩასულ ირინეოსს ბართოლომეომ დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის საზღვრებს გარეთ იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული 19 ტაძრის გადაცემა მოითხოვა,რაზეც რა თქმა უნდა სასტიკი უარი მიიღო.

და მოხდა ის, რაც უკვე მოგახსენეთ.იერუსალიმის პატრიარქს ცილი დასწამეს სამშენებლო მიწის ნაკვეთების ებრაელთათვის მიყიდვაში და პატრიარქობიდან გადააყენეს.რამდენადაც ცნობილია,სერბეთის პატრიარქი პავლე, საქართველოს პატრიარქი ილია II და რამდენიმე სხვა წინააღმდეგი იყვნენ ამ უკანონო გადაწყვეტილების,მაგრამ სამწუხაროდ ვერ აღუდგნენ წინ მსოფლიო პატრიარქის განაჩენს.მინდა მჯეროდეს,რომ მათი სიჩუმე გამამართლებელი მიზეზებით იყო განპირობებული.ერთადერთი,ვინც ხმამაღლა გამოთქვა პროტესტი და დღემდე არ ეგუება ამ გადაწყვეტილებას,ანტიოქიის პარიარქი გახლავთ.
მოგვიანებით ისრაელის სასამართლომ ირინეოსი სრულიად უდანაშაულოდ ცნო და მის წინააღმდეგ განხორციელებული ცილისწამება აღიარა,თუმცა ის დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება.ხოლო,ის მღვდელმსახურნი,ვინც პატრიარქ ირინეოსის ერთგულნი დარჩნენ,ისეთ ადგილებში გაამწესეს,რომ ადამიანს მათი პოვნაც კი გაუჭირდება.(ჩრდილოეთ სირიაში,ავსტრალიაში და ა.შ )

2005 წლის შემდეგ საბერძნეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ისეთ კატასტროფამდე მივიდა,რომ ფაქტიურად სუვერენიტეტი უკვე დაკარგული აქვს.ბერძნები თვლიან,რომ ირინეოსის უკანონო ჩამოგდების გამო,რომლის წინააღმდეგ შეთქმულებაშიც უმეტესწილად ბერძენი ეპისკოპოსები და მღვდელმსახურნი მონაწილეობდნენ,ისინი ღვთისგან ისჯებიან.ერთ–ერთი მღვდელმსახური იერუსალიმშიც კი ჩავიდა და თეოფილეს ყველაფრის სასწრაფოდ უკან დაბრუნება და პატრიარქ ირინეოსის აღდგენა მოსთხოვა,თუმცა უშედეგოდ.

უნეტარეს ირინეოსზე მსოფლიოში უამრავი ჭორი გაავრცელეს.თითქოს ის გარდაიცვალა,ან თითქოს მას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ა.შ.
სინამდვილეში,ის დღესაც მხნედ არის და არ აპირებს მასონთა,გლობალისტთა და ეკუმენისტთა ჭკუაზე სიარულს და რჩება ერთგული ღვთისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისა.

გამაოგნებელია,უფლის საფლავის თავზე იერუსალიმის პატრიარქი კელიაშია გამოკეტილი და მთელი მსოფლიო დუმს.
დიდება შენს მოთმინებასა,უფალო იესო !

ტეგები: jerusalem, qwelly, იერუსალიმი, პატიმრობა, პატრიარქი

ნახვა: 325

ბლოგ პოსტები

U4gm POE2 How to Choose Your Next Stronghold Goal

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am 0 კომენტარი

Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…

გაგრძელება

5 Reasons Why U4GM Monopoly GO Partners Event Service Is Safe and Reliable

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am 0 კომენტარი

Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters