პრობლემა შეუძლებელია გადაწყდეს ადამიანის გონებით. იგი გადაწყვეტას ღებულობს მხოლოდ სულის ქრისტიანულ მისწრაფებებში, ღმერთკაცობრივ სათნოებებში: რწმენის, ლოცვის, თავმდაბლობის, სიყვარულის, მარხვის, მოწყალების, თანაგრძნობისა და თანალმობის საშუალებით. ადამიანი აცნობიერებს და გრძნობს, რომ სრულყოფილი თავისუფლება საკუთარი დაცემული ბუნებისაგან, საკუთარი ეგოიზმისაგან, საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენისაგან, მანკიერი ჩვევებისაგან გათავისუფლებაა. თავისუფლება ნებაყოფლობითი მორჩილებაა ღმერთკაცისა, რაც ნიშნავს მასთან მეგობრობას, საკუთარი საქმეების, სიტყვების, აზრების მასთან შეთანხმებას, მისთვის გაზიარებას, ანუ უერთიერთობას ყველასთან (განურჩევლად იმისა, მორწმუნეა თუ ურწმუნო, რომელი რელიგიის მიმდევრია, მტერია თუ მოყვარე) ისე, როგორც ქრისტე მოიქცეოდა მათთან. ღმერთთან მეგობრობა მისი ჭეშმარიტების, სამართლიანობის, სიყვარულის, უკვდავების, მარადიულობის მორჩილება და მიბაძვაა. თავისუფლება არ არის მოთხოვნილებათა სასწრაფო დაკმაყოფილება, პირიქით, ეს ხშირად მონობისა და სულიერი თვითმკვლელობის საწინდარია. თავისუფლება ადამიანისთვის ბოძებული საღმრთო ნიჭია, რომელიც ღვთაებრივ სრულყოფილებებში ნებაყოფლობითი მონაწილეობისთვის აქვს მინიჭებული ადამიანს.
ადამიანი მარტოა, მის გარშემო კი სიკვდილის უკიდეგანო ოკეანეა მზაკვრულად გატრუნული. ადამიანი, რომელიც მთლიანად ჩაძირულია სიკვდილის მორევში, განწირული ითხოვს შველას, მისი ყვირილი გულიდან ამოძახილი წუხილია და არავინაა დამხმარე, არცერთი ადამიანი და არცერთი ღმერთი არ იძლევა პასუხს. და თუკი რაიმეს ტიტინებს მეცნიერება, ფილოსოფია ანდა კულტურა - ყოველივე ეს მხოლოდ ნარკოტიკებია, დროებითი მცდელობა ტკივილის გაყუჩებისა, ისინი ვერაფრით ამშვიდებენ ადამიანის სულსა და სხეულს, რომელიც სიკვდილის საშინელებას გაუღვიძებია.
ამ პლანეტის ისტორიამ არ იცის ქრისტეზე უკეთესი ღმერთი და არც ქრისტეზე უკეთესი ადამიანი. ღმერთკაცმა მთელი სრულყოფილებით განუცხადა კაცობრიობას ღმერთი და მთელი სრულყოფილებით განუცხადა ჭეშმარიტი ადამიანი. ამიტომაც არ არსებობს ღმერთი ღმერთკაცის გარეშე და არც ადამიანობა ღმერთკაცის გარეშე.
ჭეშმარიტება ქრისტეანობაში არ არის დისკუსიული ცნება, არც თეორია და დოქტრინაა, არამედ ცოცხალი პიროვნებაა ღერთკაცისა, ისტორიული იესო ქრისტე. „მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება“ (ინ. 14,6).
ღმერთკაცი იესო ქრისტე ერთადერთი ლოგიკურად მისაღები (ფილოსოფიური) გამართლებაა ღმერთისა. ის არის სრული თეოდიცია ადამიანური აზროვნების სამყაროში. ყოველგვარი ფილოსოფიური თეოდიცია იმსხვრევა და ინგრევა ამ მიმართულებით. ღვთის გამართლება შეუძლებელია ლოგიკური და ემპირიული არგუმენტებით. უფრო მეტიც, ტრანსცენდენტური ღმერთის გამართლება არც არის საჭირო, იგი ამას არ იმსახურებს. ღმერთი რომელიც ადამიანი არ ყოფილა, არ განკაცებულა, არანაირ უფლებას არ იმსახურებს იყოს გატანჯული კაცობრიობის ღმერთი. მხოლოდ ის ღმერთი, რომელიც იყო ადამიანში, იცხოვრა ადამიანური ცხოვრებით, გადაიტანა ყველა მწუხარება, დაითმინა ყველა ტანჯვა, დაამარცხა სიკვდილი, საზრისი მისცა სამყაროსა და ადამიანს და ამასთან ერთად თავისი ღვთაებრივი თვისებების ნატამალიც არ დაუკარგავს, მხოლოდ ასეთ ღმერთს შეუძლია გაამართლოს თავისი არსებობა მრავალტანჯული კაცობრიობის თვალში, იმაში, რომ მან შექმნა ეს სამყარო და ადამიანი მასში. ასეთი ღმერთი მხოლოდ ქრისტეა. მან თავისი ადამიანობით (განკაცებით) გაამართლა ღმერთი და თავისი ღმერთობით გაამართლა ადამიანი. გამომდინარე იქიდან, თუ რას აძლევს ქრისტე ადამიანს და მთელ კაცობრიობას, იგი შეუცვლელია ჩვენი არსებობისათვის. მას ერთს შეაქვს აზრი ჩვენს ცხოვრებაში, ანიჭებს მას ღვთაებრივ ღირებულებას, რადგანაც თუკი მან იცხოვრა ამ პლანეტაზე, ესეიგი ღირს ცხოვრება მასზე. ადამიანი რომელიც განიცდის ცხოვრების საშინელ ტრაგედიას, ან ქრისტეს უნდა შეუდგეს, ანდა თვითმკვლელობით (სულიერი) დაამთავროს სიცოცხლე, მესამე გზა არ არსებობს.
ქრისტიანობა მოწოდებაა სიკვდილთან ბრძოლისა, მოწოდება უკანასკნელ ამსუნთქვამდე, საბოლოო გამარჯვებამდე. ყოველი ცოდვა - უკან დახევაა ამ ფრონტზე, ყოველი ვნება - გაქცევაა ბრძოლის ველიდან, ყოველი მანკიერება - დამარცხებაა. რომ არა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა, ამ ბრძოლაში ადამიანს არანაირი შანსი არ ექნებოდა გამარჯვების. თუკი ქრისტეს აღდგომა არ ყოფილა, მაშინ რა აზრი აქვს რწმენას მისდამი? არასოდეს ვირწმუნებდი ქრისტეს, რომ არა მისი აღდგომა და გამარჯვება სიკვდილზე. ქრისტეს აღდგომის გარეშე ეს სამყარო მხოლოდ უაზრობათა ხმაურიანი გამოფენაა. მხოლოდ თავისი დიდებული აღდგომით გაგვათავისუფლა უფალმა უაზრობისა და სასოწარკვეთისაგან, რადგანაც არ არსებობს უფრო მეტი უაზრობა ამ ცისქვეშეთში, ვიდრე კაცობრიობა აღდგომის გარეშე და უფრო მეტი სასოწარკვეთიილება ვიდრე ეს ცხოვრება უკვდავების გარეშე. ადამიანებმა ღმერთს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, ხოლო თავისი მკვდრეთით აღდგომით ქრისტემ კაცობრიობას უკვდავების განაჩენი გამოუტანა.
ქრისტე აღსდგა! - ჭეშმარიტად აღსდგა!
წმიდა იუსტინე პოპოვიჩი
ტეგები: Qwelly, პოპოვიჩი, სააღდგომო, ქადაგება, ქველი, ქრისტიანობა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•