ადამიანი თვითჩაღრმავების გზით შეიძლება მივიდეს იმ კითხვამდე რომ თუ ღმერთი ყოვლად კეთილია მაშინ რატომ არსებობს ჯოჯოხეთი რომელიც მარადიული სატანჯველია ცოდვილი არსებისათვის?? ამ მეტად "ამოუხსნელ" კითხვაზე კი ქვემოთ მოყვანილი პასუხით ვეცადოთ გავცეთ პასუხი.

       მთავარი აქ სხვაა. ქრისტიანობა ამ ქვეყანაზე იმის სათქმელად არ მოსულა, რომ ჯოჯოხეთი არსებობს. ჯოჯოხეთი - გარდაცვლილების ბნელი სამეფო, ქრისტიანობამდე არსებულმა თითქმის ყველა კულტურამ იცოდა. თავისი აღდგომით ქრისტემ ადამიანებს სიკვდილის კი არა, სიცოცხლის საიდუმლო გაუხსნა - სამოთხის საიდუმლო. სამწუხაროდ, ჩვენი წარმოდგენა სამოთხეზე და ჯოჯოხეთზე, ძალიან შორს არის ქრისტიანულისგან. სიტყვა ‘’ჯოჯოხეთი’’, ბევრ ჩვენ თანამედროვეს გაიგივებული აქვს საბჭოთა კავშირის დროინდელ ჟურნალ ‘’კროკოდილში’’(ნიანგში) დაბეჭდილ სურათებთან, ტაფები, რომლებსაც ხარბად ლოკავს ჯოჯოხეთის ალი, ცოდვილები, რომლებიც ამ ტაფებზე იხრუკებიან და რქიანი ეშმაკები, უმოწყალოდ რომ აწვალებენ ამ ადამიანებს. გარწმუნებთ, რომ ამ სურათებს არაფერი აქვთ საერთო ქრისტიანული გაგებით სამუდამო ტანჯვასთან. თუ ამის წარმოდგენა გსურთ, მე გირჩევთ ნახოთ თანამედროვე რუსული ფილმი, ვალერი ტოდოროვსკის ბოლო ნამუშევარი - ‘’ყრუების ქვეყანა’’. იქ არის სცენა, რომელიც არაჩვეულებრივად გადმოსცემს ჯოჯოხეთის განცდას. იმათთვის, ვისაც ეს ფილმი არ უნახავს - მთავარი გმირი - ახალგაზრდა ქალი. მისი შეყვარებული - აზარტული მოთამაშე, - რომელსაც უზარმაზარი ვალი აქვს. ქალიშვილი თავისი სიცოცხლის რისკის ფასად აგროვებს ამ თანხას, მისი შეყვარებული(მოთამაშე!) კი ვალის დაბრუნებამდე კიდევ ერთხელ სცდის ბედს და ... რა თქმა უნდა, ყველაფერს წააგებს. შემდეგ გულის განმგმირავი სცენა; არც ერთი საყვედური და სალანძღავი სიტყვა, ერთადერთი რასაც ქალი ცდილობს, დაამშვიდოს შეყვარებული. ის ამბობს, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია მათ ერთმანეთი უყვარდეთ, რომ ფული არ არის მთავარი და რომ ის კიდევ იშოვის. პასუხად მამაკაცი ‘’ფეთქდება’’ და აგდებს შეყვარებულს, ყვირის, რომ არ შეუძლია მასთან ყოფნა, აწუხებს იმის შეგრძნება, რომ თვითონ უკანასკნელი ნაძირალაა, - ისევ წააგო ფული, პასუხად კი მხოლოდ სიყვარულს ღებულობს და არა გაკიცხვას. ასეთი გრძნობის მიღება არ შეუძლია, ვინაიდან ქალის ‘’სიკეთე’’ მას ‘’ტკივილს’’ აყენებს. რა თქმა უნდა, ის ამით კიდევ უფრო ‘’ცუდად’’ იქნება, რადგან ასეთი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის. დამეთანხმეთ, ძნელია ამ სიტუაციაში ქალის გამტყუნება და დაბრალება იმისა, რომ მან ‘’გაიმეტა’’ შეყვარებული სამუდამო ტანჯვისთვის. ეს გმირი, ჩემი აზრით, საკმაოდ ქრისტიანულად აღწერს ცოდვილის სულიერ მდგომარეობას და მის შეხვედრას ღმერთთან, - რომელიც თვით სიყვარულია.

   სიყვარული, რომელიც გწვავს და რომლის გარეშეც სიცოცხლე არ არსებობს. ადამიანი, რომელიც დიდხანს ზის ბნელ ოთახში და უარს ამბობს გარეთ გასვლაზე, აუცილებლად ბრმავდება, როგორც კი მის სახეს მზის პირველი სხივები შეეხება. და ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მას არ სურდა დღის შუქზე გასვლა და ამის გამო, მისმა თვალებმა სინათლის, ანუ სიცოცხლის აღქმის უნარი დაკარგა? ასე რომ, ადამიანი თვითონ წირავს თავს სიბნელისა და მუდმივი ტანჯვისათვის. და მაინც - ქრისტიანობა - ეს არის ‘’სასიკეთო უწყება’’(ბერძ. ევანგელიე) სიცოცხლეზე და არა სიკვდილზე. ერთადერთი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება - გავაღოთ კარი და გავიდეთ სინათლეში, სანამ გვიან არ არის. საამისო დრო, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს.

ავტორი: ვლადიმერ ლეიგოდა

ტეგები: Qwelly, hell, ადამიანი, დარიგება, დარიგებანი, კითხვა, სატანჯველი, ცოდვილი

ნახვა: 1212

ბლოგ პოსტები

U4gm POE2 How to Choose Your Next Stronghold Goal

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am 0 კომენტარი

Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…

გაგრძელება

5 Reasons Why U4GM Monopoly GO Partners Event Service Is Safe and Reliable

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am 0 კომენტარი

Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters