წმ.იოანე სინელი, თავმდაბლობის მარადყვავილოვანი ნაყოფის აყვავებასა და გაზრდაზე

   ვისაც სურს, გამოუცდელებს სიტყვით ნათლად აჩვენოს, თუ როგორია ჭეშმარიტი ღვთის სიყვარული, გარკვევით განუმარტოს ყოვლადწმიდა თავმდაბლობა, სანატრელი სიწმინდე და ღვთისმიერი ბრწყინვალება, ნამდვილი ღვთის შიში და ღვთიური დამოწმება, რომელიც გულში ხდება, იმ კაცსა ჰგავს, რომელსაც სიტყვებითა და მაგალითებით მოუწადინებია თაფლის სიტკბოების ჩვენება იმათთვის, რომელთაც არასდროს გაუსინჯავთ მისი გემო. ეს უკანასკნელი (რომელიც თაფლის სიტკბოებას სიტყვებით აღწერს) ამაოდ ლაპარაკობს. პირველი კი ან სრულიად გამოუცდელია იმ საქმეში, რომელზეც მსჯელობს და განმარტავს, ან დიდად ამპარტავანია.

   ერთხელ მამათა შესაკრებელში თიხის ჭურჭლით, უფრო სწორად, თიხის სხეულებით საუნჯე შემოიტანეს გამოსაკვლევად. სიტყვით გამოუთქმელი იყო მისი ბუნება, მხოლოდ ჭურჭელზე დაწერილი სახელი ცხადყოფდა, რომ ეს სანატრელი თავმდაბლობა გახლდათ. სულიერ სამსჯავროზე შეიკრიბნენ ღვთის სულით მავალნი. თითოეულმა თან მოიტანა სიბრძნისა და მეცნიერების ღვთივდაწერილი ფიცრები და დაიწყეს გამოძიება სანატრელი თავმდაბლობის ბუნებისა. ზოგიერთი ამბობდა: “თავმდაბლობა საკუთარი ქველი საქმეების კრძალვით დავიწყებაა”; სხვებმა თქვეს: “თავმდაბლობა ის არის, როცა ადამიანს საკუთარი თავი ყველაზე უკანასკნელად და ცოდვილად მიაჩნია”; სხვებმა: “თავმდაბლობა საკუთარი უძლურების შეცნობაა”; სხვებმა: “თავმდაბლობა ის არის, როცა მრისხანების ჟამს პატიების თხოვნას მოყვასს ასწრებენ”; სხვებმა თქვეს: “თავმდაბლობა ღვთის მადლისა და მოწყალების შეცნობაა”; სხვებმა: “თავმდაბლობა შემუსვრილი სულის ცნობიერება და საკუთარი ნების უარყოფაა”.

    როცა ყოველივე ეს მოვისმინე და გონებაში დავუფიქრდი სანატრელი თავმდაბლობის ბუნებას, სიტყვებით ვერ შევიცანი ის. ამიტომ, როგორც ყველაზე უკანასკნელმა, სანატრელ მამათა ბაგეებიდან ტაბლაზე დაცვენილი ნამცეცები ძაღლივით მოვლოკე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგნაირად განვაწესებ და ვიტყვი: თავმდაბლობა ენით გამოუთქმელი მადლია, რომელიც მხოლოდ იმათთვის არის ცნობილი, ვისაც ის მოუპოვებია.

   ის ენით აღუწერელი სიმდიდრეა; ის ღვთის სახელია და ნიჭია ღვთისა, რადგან თავად ღმერთი ამბობს: არა ანგელოზისგან, არა ადამიანისგან, არა წიგნიდან, არამედ ჩემგან, ყოველივეს შემოქმედისგან, ისწავლეთ, “რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა” და გონებითა, “და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ” ბრძოლათა და ზრახვათაგან (შდრ. მათე 11. 29).

   სხვაგვარი სანახავია ეს წმინდა ვენახი ვნებათა ზამთრის ჟამს, სხვანაირად გამოიყურება არე მისი სათნოებათა გაზაფხულზე, სხვაგვარია ზაფხულში და სხვაგვარი - ნაყოფის მოწევის დროს. თითოეული ჟამისთვის განსაკუთრებული საქმეებია დამახასიათებელი, თუმცა ყველას ერთი ბოლო აქვს - სიხარული და მხიარულება.

   როცა ყოვლადქებული თავმდაბლობის მტევანი ჩვენში აყვავებას დაიწყებს, მაშინ დიდებისა და კაცთა ქების შესაძულებლად, გულისწყრომისა და მრისხანების განსაგდებად მოღვაწეობას ვიწყებთ.

   როცა სათნოებათა ეს დედოფალი ჩვენს სულში სულიერად ასაკოვანი გახდება, მაშინ არარად, მეტიც, საძაგლად შევრაცხავთ ჩვენს ქველ საქმეებს; ყოველდღე იმას ვიფიქრებთ, რომ ცოდვათა ტვირთს ვიმძიმებთ, ჩვენზე მოწეულ ღვთის მადლს გაუცნობიერებლად ვაბნევთ და ამ მადლს ჩვენივე სასჯელის დამამძიმებლად შევრაცხავთ უღირსებისა გამო. აი, მაშინ იქნება ჩვენი გონება გაუქურდავი და გულშემუსვრილების საგანძურში უსაფართხოდ დაცული; მხოლოდ ქურდების განზრახვასა და ხმას გავიგებთ, თავად კი უვნებელნი დავრჩებით, ვინაიდან თავმდაბლობა ხელშეუხებელი საუნჯეა.

   თავმდაბლობის მარადყვავილოვანი ნაყოფის აყვავებასა და გაზრდაზე, გავბედე და, მცირეოდენი ბრძნული სიტყვა ვთქვი; ხოლო მის სიმწიფესა და მღვდელმშვენიერ ნაყოფიერებაზე თავად უფალს ჰკითხეთ, უფლის მონებო, და მან გაუწყოთ, რადგან მე მისი სიტყვებით წარმოჩენა არ ძალმიძს.

ტეგები: Qwellyland, დარიგებანი, იოანე, იოანე_სინელი

ნახვა: 237

ბლოგ პოსტები

U4gm POE2 How to Choose Your Next Stronghold Goal

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am 0 კომენტარი

Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…

გაგრძელება

5 Reasons Why U4GM Monopoly GO Partners Event Service Is Safe and Reliable

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am 0 კომენტარი

Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters