როდესაც ვსაუბრობთ მონოზვნობაზე - აქვე ანგელოზებრივი ცხოვრების მიღებაზე - ბუნებრივია, წმ. ანტონი დიდზე დიდი ავტორიტეტი არ არსებობს, ვინაიდან უფალმა სწორედ მას გამოუცხადა ამ დიადი მოვლენის არსი. ესეც მის შეგონებათაგან ერთ-ერთი, რომელსაც პირწიგნაკზე გადავაწყდი:

"დადგება ჟამი საყვარელო ჩემო შვილნო, როდესაც ბერები დატოვებენ უდაბნოებს და ამის სანაცვლოდ მდიდრულ ქალაქებში გადაინაცვლებენ, სადაც უდაბნოების ვიწრო გამოქვაბულთა მაგიერ ამაყ შენობებს აღმართავენ, რომლებიც მეფეთა სასახლეებს გაუწევენ მეტოქეობას; სიღარიბის მაგიერ გაიზრდება სიმდიდრის მოხვეჭის სურვილი; თავმდაბლობას სიამაყე შეცვლის; ბევრნი იამაყებენ ცოდნით, თუმცა ცარიელით, იმ კეთილი საქმეებისგან გაუცხოებულით, რომლებიც მას შეესაბამება; სიყვარული გაცივდება; თავშეკავების ნაცვლად გახშირდება ნაყროვანება და მრავალნი უხვ სანოვაგეზე იზრუნებენ საერო პირებზე მეტადაც კი, რომელთაგანაც ბერები აღარაფრით იქნებიან განსხვავებულნი, გარდა სამოსისა და კუნკულისა; და მიუხედავად იმისა, რომ იცხოვრებენ ამსოფლად, საკუთარ თავს განმარტოებულებად მოიხსენიებენ. (ბერი, მონაზონი ხომ "განმარტოებულს" ნიშნავს) ამასთან ისინი იამაყებენ და იტყვიან: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი ვარ (I კორინთელთა, 12) თითქოსდა მათი ბერობის მთელი ძალა მათ წინამორბედთა ღირსებაში მდგომარეობს; იამაყებენ თავიანთი მამებით, როგორც იუდეველნი - აბრაამით, თავიანთი მამით. თუმცა იმ დროებში ისეთნიც იქნებიან, ვინც ჩვენზე ბევრად უკეთესნი და სრულყოფილნი გამოდგებიან; რადგან ნეტარია ის, ვისაც შეეძლო დანაშაულის ჩადენა და არ ჩაიდინა, შეეძლო ბოროტების ქმნა და არ მოიმოქმედა ეს; (ზირაქი, 31, 11) ვიდრე ის, ვინც სიკეთისკენ იქნა მიმართული აქეთკენ მოსწრაფე მეშურნეების მიერ. მაშ საღვთო წერილში ამ ზომამდე რატომ იდიდებიან ნოე, აბრაამი და ლოტი, რომლებიც მეშურნე ცხოვრებას ეწეოდნენ უკეთურ ადამიანთა შორის? "

ფერწერის ავტორია: Francisco de Zurbarán

ტეგები: Antonie, Qwelly, განცხადება, დარიგება, მონაზვნობა

ნახვა: 447

ბლოგ პოსტები

U4gm POE2 How to Choose Your Next Stronghold Goal

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 10:14am 0 კომენტარი

Balancing faction goals with Atlas progress can be difficult when every gaming session is short. Whether you are weighing equipment upgrades or saving POE 2 Orbs for a later purchase,…

გაგრძელება

5 Reasons Why U4GM Monopoly GO Partners Event Service Is Safe and Reliable

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 10, 2026.
საათი: 4:58am 0 კომენტარი

Monopoly GO Partners Events are exciting opportunities to team up with other players, complete builds, and earn valuable rewards. However, finishing all four partner projects requires a considerable number of event tokens,…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters