სულიერ მამას და უბრალო, ჩვეულებრივ მღვდელსაც უნდა შეეძლოს ადამიანში დაინახოს ღვთის ხატების სილამაზე, თუნდაც ამისთვის დასჭირდეს საკუთარ თავზე ძალდატანება, იგი კრძალვით უნდა ეპყრობოდეს ყველა მასთან მისულს. ადამიანი თუნდაც ცოდვებში იყოს ჩაფლული, სულიერი მამა მასში მაინც უნდა ხედავდეს იმ ხატს, რომელიც დაზიანდა ცხოვრებისეული პირობებით, ადამიანთა უგულისყურობით, ან მკრეხელობით; უნდა დაინახოს მასში ხატება და კრძალვით უნდა მოექცეს იმას, რაც დარჩენილა ამ ხატებიდან და მხოლოდ ამ ღვთაებრივი სილამაზის გულისთვის, რომელიც მასში ჯერ კიდევ არის, იღვაწოს იმისათვის, რომ მოაცილოს მას ყველაფერი ის, რაც ამახინჯებს ამ ხატებას.
მამა ევგრაფი კოვალევსკიმ, ჯერ კიდევ ერში ყოფნისას, ასეთი რამ თქვა:
- ღმერთი, როცა ადამიანს უყურებს, ხედავს არა მის სათნოებებს, რომლებიც შესაძლოა მას სულაც არ გააჩნია, არამედ საკუთარი ხატების ბრწყინვალე სილამაზეს. თუ მოძღვარს არ შეუძლია დაინახოს ადამიანში ეს მშვენიერება, თუ არ შეუძლია მასში დაინახოს სწრაფვა იმისკენ, მიემსგავსოს განკაცებულ ქრისტეს, ეს ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ამ ადამიანის ტვირთვა. ადამიანს არ აშენებენ, არ ქმნიან; მას უბრალოდ ეხმარებიან ზრდაში.
აქ აუცილებელია გავიაზროთ მორჩილების არსი. ჩვეულებისამებრ სულიერი მოძღვრის ხელქვეითობა მონურ მორჩილებასა და მის ძალაუფლების ქვეშ ყოფნას როდი ნიშნავს; ასეთი დამოკიდებულება საზიანოა, როგორც ჩვენთვის, ასევე მოძღვრისთვის. მორჩილება მდგომარეობს როგორც მორჩილის, ასევე მოძღვრის მხრიდან მთელი გულისხმიერებით ჩაწვდეს და მოუსმინოს (რადგან მოძღვარი მთელი თავისი გამოცდილებით, მთელი თავისი არსებით, მთელი თავისი ქმედებით, უნდა მორჩილებდეს სული წმიდას), სული წმიდის მოქმედებას იმ ადამიანში, რომელიც მას მიენდო. მოძღვარს უნდა შეეძლოს თვალი ადევნოს სული წმიდის გზას ადამიანში, იგი კრძალვას უნდა განიცდიდეს იმის მიმართ, რასაც ღმერთი აღასრულებს და არ უნდა ცდილობდეს აღზარდოს სულიერი შვილი თავისი დასკვნების მიხედვით, რადგან ადამიანი ამ შემთხვევაში მისი მსხვერპლი ხდება; და ეს ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა ორივეს მხრიდან მორჩილება. ჩვენ მორჩილებას ველით მორჩილისაგან, ანდა სულიერი შვილისაგან, მაგრამ მორჩილება მართებს თვითონ მღვდელსაც, მოძღვარს იმისათვის, რომ არ შეიჭრას სული წმიდის სფეროში და მოექცეს ადამიანის სულს ისე, როგორც მოსეს ებრძანა მოქცეოდა იმ მიწას, სადაც იდგა შეუწველი მაყვლის ბუჩქი. ყოველი ადამიანი პოტენციურად ანდა რეალურად უკვე წარმოადგენს მაყვლის ასეთი შეუწველ ბუჩქს და ყველაფერი ის, რაც მას გარს აკრავს - ეს არის წმიდა მიწა, სადაც მოძღვარს მოსეს მსგავსად "მხოლოდ ფეხშიშველს" თუ შეუძლია შესვლა, კრძალვით, იმ მეზვერეს მსგავსად, რომელიც იდგა ტაძრის შესასვლელში თვალებდახრილი, რადგან იცოდა, რომ ეს იყო ცოცხალი ღმერთის სახლი და რომ მას არა აქვს უფლება შევიდეს იქ მანამ, სანამ უფალი არ მოუხმობს. მოძღვრის ერთ-ერთი მოვალეობაა აღზარდოს ადამიანი სულიერ თავისუფლებაში, რომ ყოველი წვრილმანის გადასაწყვეტად მასთან გამორბოდეს. მოძღვარმა იგი უნდა აღზარდოს ისე, რომ თავადაც ისწავლოს იმის შეგრძნება, რასაც სული წმიდა დაადებს გულზე.
რომ გავიგოთ, რა არის მორჩილება, მოვიყვან ორ განსაზღვრებას: მორჩილება ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ემორჩილება ღვთის ნებას, ეძლევა მას მთლიანად, სიხარულით და ამბობს: "იყოს უფალო ნება შენი, როგორც შენ გსურს". ამის შემდეგ იგი მშვიდად ხვდება ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება. ყველაფერი ღვთისგანაა: კეთილიც და საშინელიც. ღმერთმა ჩვენ გვიხმო, რომ ვიყოთ მისი მოციქულები დედამიწაზე. იგი ჩვენ გვიხმობს იქ, სადაც წყვდიადია, რათა შევიტანოთ ნათელი, სადაც სასოწარკვეთაა - იმედი, სადაც სიხარული ჩამკვდარა - სიხარული. ჩვენი ადგილი იქ კი არაა, სადაც სიმშვიდეა, მაგალითად ტაძარში, სადაც ლიტურგიისას ჩვენ მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით, არამედ იქ, სადაც მარტონი ვდგავართ, როგორც ქრისტეს მხედარნი, ამ გაუკუღმართებული სამყაროს წყვდიადში.
ლათინურად სიტყვა "მორჩილება" ნაყოფიერ ნიადაგს ნიშნავს.
"დაუკვირდით რას წარმოადგენს მიწა, - წერს თეოფანე დაყუდებული, - წევს იგი მდუმარე, გახსნილი, მოწყლული და ნატანჯი ცის ქვეშ. იღებს მისგან თაკარა სიცხესაც და მზის სხივებსაც, წვიმასაც და ცვარსაც, ასევე იღებს ნეხვს და ყველაფერს, რასაც მასში ვყრით, სანაცვლოდ კი იძლევა ნაყოფს. და რაც უფრო მეტად იტანს იმას, რასაც ჩვენ ვეძახით დამცირებას, შეურაცხყოფას, მით მეტი ნაყოფი გამოაქვს".
მორჩილებაც მდგომარეობს იმაში, რომ გავიხსნათ ღვთის წინაშე მთლიანად და არანაირად არ დავიფაროთ თავი მისგან, სული წმიდის მოქმედებისგან, ქრისტეს ხატებისაგან და მისი მოძღვრობისაგან, ვიყოთ მოწყვლადნი მადლისადმი ისევე, როგორც ჩვენი ცოდვისას ვართ დაუცველნი ადამიანთა ავსიტყვაობისაგან, სასტიკი ქმედებისაგან, დაცინვისაგან; მივეცეთ ღმერთს ისე, რომ ჩვენივე ნებით ღმერთმა იმოქმედოს ჩვენზე, იმოქმედოს, როგორც თავად ნებავს და რაც არ უნდა ისურვოს, ყველაფერი მივიღოთ, გავეხსნათ და ასე მივცეთ საშუალება სული წმიდას დაგვიმორჩილოს.
მე მგონი, მოძღვარი თუ შეეცდება ასეთი მორჩილების შესწავლას, თუ შეეცდება დაინახოს ადამიანში მშვენიერება, თუ ეცოდინება თავისი ადგილი, მშვენიერი და წმიდა, ადგილი სიძის მეგობრისა, რომლის დანიშნულებაა, გაუფრთხილდეს სიძე-პატარძლის შეხვედრას, მაშინ მოძღვარი, მართლაც, გახდება თავისი სულიერი შვილის თანამგზავრი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყვება მას, დაიცავს, ხელს მოჰკიდებს და არასდროს შეიჭრება სული წმიდის სფეროში. მაშინ მოძღვრობა იქცევა სულიერების ნაწილად, რისთვისაც თითოეული ჩვენგანია მოწოდებული, და ადამიანი იწყებს სულიერად ზრდას, რაშიც ყოველი მოძღვარი უნდა ეხმარებოდეს თავის სულიერ შვილს.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•