მონანულმა და მაცხოვნებელ გზაზე შემდგარმა უნდა
1) დაუმორჩილოს თავი სულიერ ხელმძღვანელს.
2) აიღოს კანონი – თუ რა როგორ შეასრულოს.
3) მზად იყოს შრომისა და მწუხარებისათვის რადგან ვიწრო და განსაცდელებით სავსე გზას შეუდგა.
4) დაითმინოს ყოველივე – აღენთოს სულით და იქონიოს ცხონების ძლიერი მოშურნეობა.
როგორც ახალშობილისათვისაა შეუძლებელი დედის გარეშე ცხოვრება, რომელიც ზრუნავს მასზე, ასევე ესაჭიროება სულიერად ახალშობილს ხელმძღვანელი და ხელმძღვანელობა.
სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნა აუცილებელია. ცხონების გზის მაძიებელმა თავის ძალებზე, მოსაზრებებზე ან ნებაზე დაყრდნობით არ უნდა დაიწყოს ეს საქმე. თავიდანვე თავი უნდა მიანდოს გამოცდილ ხელმძღვანელს. მან სრულად ახალ და უცნობ გზაზე შედგა ფეხი, ამიტომ უნდა გამოიყენოს სწორი მითითებები, და ნუ შეჩერდება მხოლოდ საკუთარ ვარაუდებზე. თავდაპირველად ახალმოქცეული თითქოს ბურუსში ან უღრან ტყეში იმყოფება, დაე, გაუწოდოს ხელი მას, ვისაც იქედან მისი გამოყვანა შეუძლია. ის სნეულია; როგორღა გაბედავს უწვრილმანესი სულიერი სნეულებებისაგან თავისით განკურნებას, როდესაც საკუთარ სხეულს არა მხოლოდ უბრალო ავადმყოფნი, არამედ ექიმებიც კი ვერ კურნავენ? ხელოვნებას და ხელსაქმეს, მაგალითად წერას, - ხატვას, სიმღერას და სხვას, როგორც წესი გვასწავლიან. ხოლო ცხონების საქმე კი ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერებაა. როგორღა შევძლებთ ამ საქმის მასწავლებლის გარეშე შესრულებას? ვინც ხელმძღვანელის გარეშე იწყებს, ის თავიდანვე დამღუპველ გზას ადგება. მართალია, ერთი არს მოძღვარი თქუენი – ქრისტე (მათ. 23,8) და სულიცა იგი თანაშეეწევის უძლურებათა ჩუენთა (რომ. 8.26) და თვით იგივე ცხონებულებაი გასწავებს თქვენ ყოვლისათვის (1. ინ 2,27); მაგრამ დამწყები ვერანაირად ვერ შეძლებს ამგვარი შინაგანი, ღვთაებრივი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოფნას. მართალია, არსებობს ასეთი შემთხვევებიც – და ღმერთი არ ტოვებს მათ, მაგრამ ეს შემთხვევები გამონაკლისს ან სასწაულებრივს უნდა მივაკუთვნოთ. ხოლო სასწაულების მოთხოვნა, უბრალო ვითარებისას, ღვთის გამოცდას ნიშნავს. უფალმა, გამოეცხადა რა პავლეს, თავდაპირველად ის ანანიასთან გაგზავნა (საქმე 9.6), ხოლო შემდეგ თავადაც უშუალოდ ასწავლა მას (გად.1.12) უფალს ჩვენი დამოძღვრა ანგელოზების მეშვეობითაც შეუძლია. ძველ დროში მრავალი შემთხვევა ყოფილა ,როდესაც საკვებისა და ზიარბის მომტნი ანგელოზები იყვნენ. მაგრამ ყოველი ამგვარი ხელმძღვანელობა და აღრზდა გამონაკლის მოვლენებად უნდა მივიჩნიოთ, რისი მოთხოვნაც არაკეთილსინდისიერი და სახიფათოა იმ მიზეზით, რომ მტერსაც შეუძლია ნათელი ანგელოზის სახის მიღება (2.კორ.11.14).
ეს გზა გამართლებულია ყველა წმინდანის გამოცდილებით. უდიდესი ღვთის რჩეული ჭურჭელნიც ყოველთვის იყენებდნენ ქცევასა და ხელმძღვანელობას წმ. ანტონი დიდი, წმ. მაკარი ეგვიპტელი, წმ. პახომი, წმ. ილარიონი, წმ. საბა, და სხვები ცხონების საწყისად საკუთარი თავის სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებას მიიჩნევდნენ. ამის გამო ყოველგვარი გადახრებისა და სახიფათო დაცემის გარეშე, აღწევდნენ სრულყოფილებას. მრავლად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც სულიერი ხელმძღვანლის გარეშე, იმწამსვე ხიბლში ჩავარდნილან და დაღუპულან.
უდიდესი მოთხოვნილებაა სულიერი ხელმძღვანლობის ქვეშ ყოფნა მაგრამ აქაც სიფრთხილე გვმართებს. მრავალ წმიდა მამას მორჩილებამ სარგებლის ნაცვლად ზიანი მოუტანა. – ამბობს წმ. კასიანე. წმ. პეტრე დამასკელი საკუთარ თავზე ამბობს, რომ მრავალგზის მიუღია ზიანი მათგან, ვის რჩევა-დარეგებასაც იღებდა. ამის გამო წერს: “ყოველ ხანში შესულ მამას როდი შეუძლია ხელმძღვანელობა, არამედ მხოლოდ მას რომელმაც დაამარცხა ვნებები და მიენიჭა განსჯის უნარი”. კარგია თუ არ დავფარავთ ჩვენს აზრებს მამებისაგან, მაგრამ ისინი უნდა გაუმხილო მხოლოდ სულიერ მოძღვრებს, რომელთაც მოიხვეჭეს სული წმიდის მადლი. ბევრი უყურებდა რა მხოლოდ ასაკს, უმხელდა თავის აზრებს მათ, და განკურნების ნაცვლად უიმედობაში ვარდებოდა.
შეხედეთ წმიდათა ცხოვრებას: იღვწის ღვთის რჩეული ადამიანი მონასტერში, შემდეგ განმარტოვდება, ყველგან დაფარულად ცხოვრობს; და ბოლოს მასზე ამბობენ: “გამოაჩინა ღმერთმა მნათობი”. ღირსეული მოღვაწე ვერ შეძლებს დამალვას. მის ირგვლივ იკრიბებიან და მრავარიცხოვანი მონასტერი შენდება. ასე იყო ადრე, ასეა დღესაც. აქედან ჩანს, რომ ჭეშმარიტი ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც სძლია ვნებებს და გახდა ჭურჭელი სულიწმიდისა, ან ის, ვინც გაიარა პირველი საფეხური, და შინაგანი ჯვრის ტვირთვით შეიყვარა ღმერთი და უფლის ძალით მოქმედებს. მხოლოდ ასეთ მოძღვარს შეგვიძლია ვუწოდოთ გამოცდილი, არახიბლისმიერი, სანდო ხელმძღვანელი.
ამის გარეშე, მოძღვარი, დიდი მონდომების მიუხედავადაც ვერ შეძლებს მონდობილი სულების ცხონებისაკენ წარმართვას. ღვთისაკენ მიმავალი გზის შესახებ, შეგვიძლია წიგნებიდან, წმიდათა ცხოვრებიდან ვისწავლოთ, მაგრამ ხელმძღვანელმა არა მარტო უნდა მიგვითითოს, არამედ წარმართოს, და არა მხოლოდ წარმართოს, არამედ თავად იტვირთოს სულიერი შვილის ტვირთი. მოძღვარი უნდა იყოს ძლიერი მლოცველი, მეოხი ღვთის წინაშე და უხილავი მტრის გამდევნელი, ამისათვის კი უნდა ჰქონდეს კადნიერება ღვთის წინაშე და მტკიცე რწმენა.
სულიერ მოძღვარსა და მოწაფეს შორის ღვთის წინაშე აღთქმაა დადებული, რომელშიც მამა პასუხისმგებელია მოწაფის სულზე, ხოლო სულიერი შვილი სრულად ემორჩილება და ენდობა მოძღვარს. სულიერ ხელმძღვანელობასა და უბრალო რჩევას შორის არსობრივი განსხვავებაა. უკანასკნელის დარიგება არ კრავს, ხოლო პირველი შემთხვევაში სიტყვა-კანონია. მეორე შემთხვევაში შეკითხვის დამსმელს ჯერ კიდევ აქვს განსჯისა და განხილვის თავისუფლება. ხოლო სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოველგვარი განხილვა მიუღებელი და დამღუპველია.
სულიერ მოძღვარსა და მოწაფეს შორის განუწყვეტელი, გულითადი სულიერი კავშირი იქმნება. და ეს კავშირი არა მხოლოდ სულიერი აღზრდის პერიოდში, არამედ მარადიულად გრძელდება.
ტეგები: qwelly
upalma mogvces dzala gulcrfeli morchilebis shesrulebis!!!!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•