ყურადღების გარეშე ნებისმიერი ლოცვა მკვდარი და უნაყოფოა. მას, ვისაც სულის ცხონება სურს, უნდა შეეძლოს ყურადღების მოკრება არა მარტო განმარტოვებაში, არამედ ნებისმიერ გარემოებაში. ღვთის შიში ყველა სხვა გრძნობაზე უფრო ძლიერი უნდა იყოს; მაშინ შეინარჩუნებ ყურადღებას როგორც კელიაში, ასევე ხმაურიან გარემოცვაში.
კეთილგონიერი ზომიერება კვებაში აგრილებს სისხლს, ხელს უწყობს ყურადღების მოკრებას; ხოლო ზედმეტი კვებით, მრისხანებით, პატივმოყვარეობით, ან რაიმე სხვა მიზეზით გახურებული სისხლი ბადებს სხვადასხვა ზრახვასა და ოცნებას, ანუ - უყურადღებობას (ყურადღების გაფანტვას). მას, ვისაც სურს ყურადღებით ჩაუკვირდეს საკუთარ თავს, წმიდა მამები კვებაში მუდმივად ზომიერ, თანაბარ თავშეკავებას ურჩევენ.
გაღვიძებისას ფიქრები უფლისაკენ მიმართე, მას შესწირე ჯერ კიდევ ამაო შთაბეჭდილებებით დაუტვირთავი გონების ზრახვები. დილის ტუალეტის შემდეგ წაიკითხე დილის ლოცვები. ლოცვის რაოდენობაზე მეტად მის ხარისხზე იზრუნე, ანუ იმაზე, რომ ლოცვა ყურადღებით შესრულდეს და გაანათოს და გამოაცოცხლოს გული. ლოცვითი კანონის შემდეგ ასეთივე ყურადღებით ახალი აღთქმა წაიკითხე, უპირატესად - სახარება. კითხვისას განსაკუთრებული ყურადღება ქრისტეს ყოველ დანაბარებსა და მცნებას მიაქციე, რათა ამის მიხედვით წარმართო შენი ხილული და უხილავი მოღვაწეობა. საკითხავის რაოდენობა განისაზღვრება ადამიანის ძალებისა და გარემოებათა მიხედვით. არ არის საჭირო გონების გადატვირთვა ზომაზე მეტი კითხვით; არც ზომაზე მეტი ლოცვის გამო სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობაა გამართლებული.
ახალდამწყებთ წმიდა მამები ხშირ, მაგრამ მოკლე ლოცვებს ურჩევენ. გამუდმებული ლოცვა კი მხოლოდ სულიერად ზრდასრულ, გაძლიერებულ გონებას შეუძლია. უფალში ზრდასრულ ქრისტიანებს ეხება წმ. პავლე მოციქულის სიტყვები: "მნებავს უკვჱ ლოცუაჲ მამათაი ყოველსა ადგილსა აღპყრობად წმიდად ხჴლთა თჳნიერ რისხჳსა და გულის ზრახჳსა" (1 ტიმ. 2,8), ანუ ვნებებისა და ყურადღების გაფანტვის გარეშე. ის, რაც ახასიათებს ზრდასრულ კაცს, არ ახასიათებს ჩვილს.
ლოცვითა და კითხვით გონებაგანათებული ადამიანი ყურადღებით შეასრულებს ყოველდღიურ მოვალეობებს, ისე რომ მის ყოველ საქმესა და სიტყვაში და მთელ მის არსებაში იმეფებს და იმოქმედებს უფლის წმინდა ნება, რომელიც ადამიანებს მიეცა და განემარტა სახარებისეული მცნებებით.
თუ დღის მანძილზე რამდენიმე თავისუფალი წუთი გამოგიჩნდება, ეს დრო ზოგიერთი რჩეული ლოცვის ან წმიდა წერილიდან რჩეული ადგილების ყურადღებით კითხვას დაუთმე; ამ გზით განიმტკიცე სულიერი ძალები, რომელიც ამაო წუთისოფლის ზემოქმედებით იფიტება, თუ ეს ოქროს წუთები არ აღმოგაჩნდება, ისე უნდა დაგწყდეს გული, თითქოს განძი დაგეკარგოს. ის, რაც დაიკარგა დღეს, არ უნდა დაკარგო მომდევნო დღესაც, რადგან ჩვენი გული ადვილად ეჩვევა უდებებასა და გულმავიწყობას. ეს კი ბნელ უმეცრებას ბადებს და დამღუპველია სულის ცხონების საქმისათვის.
თუ სიტყვით ან საქმით ღვთის მცნებები დაარღვიე, მაშინვე მოინანიე და გულწრფელი სინანულით კვლავ შეუდექი უფლის გზას, რომლისგანაც ღვთის ნების დარღვევით გადაუხვიე. ნუ დაკარგავ უფლის გზას! ცოდვილ ზრახვებს, ოცნებებსა და შეგრძნებებს რწმენითა და თავმდაბლობით სახარებისეული მცნებები დაუპირისპირე.
ვისაც სურს, ყურადღებით ჩაუკვირდეს საკუთარ თავს, მან უარი უნდა თქვას ყოველგვარ მეოცნებობაზე, რაგინდ მიმზიდველად და კეთილსახიერად უნდა ეჩვენებოდეს იგი. ნებისმიერი ოცნება გონების ხეტიალია (ყარიბობაა) არარეალურ, მოჩვენებათა სამყაროში, რომელიც ეპირფერება და ატყუებს მას. მეოცნებობის შედეგი უყურადღებობა, გონების გაფანტულობა და ლოცვისას გულქვაობაა; ამ ყველაფერს კი სულიერი აშლილობა მოსდევს.
საღამოს, ძილის წინ (ძილი განვლილი დღის სიცოცხლესთან მიმართებაში სიკვდილია) განიხილე შენი საქციელი დღის განმავლობაში. მათთვის, ვინც ყურადღებიანია, ასეთი განხილვა ძნელი არ იქნება: რადგან საკუთარი თავის მიმართ უყურადღებობა სპობს გულმავიწყობას, რომელიც ასე ახასიათებს გართულ ადამიანს. მაშ ასე: გაიხსენე ყველა ცოდვა, რომელიც ამ დღეს ჩაიდინე საქმით, სიტყვით, გულისთქმითა და გრძნობით, მოინანიე ისინი უფლის წინაშე გამოსწორების სურვილითა და იმედით. შემდეგ წაიკითხე ლოცვითი კანონები და უფალზე ფიქრით დაწყებული დღე უფალზე ფიქრითვე დაასრულე.
სად მიდის მძინარე ადამიანის ყველა ზრახვა და გრძნობა? რა იდუმალი მდგომარეობაა ძილი, როდესაც სულიც ცოცხალია და სხეულიც, მაგრამ ერთად არ ცხოვრობენ? ძილი, სიკვდილის მსგავსად, გაუგებარია. ძილის დროს სული საუკუნო განსვენების მსგავსად განისვენებს, ივიწყებს ყველაზე სასტიკ უბედურებას და ამქვეყნიურ განსაცდელებს; სხეული კი!... თუკი ძილისგან აღდგება, უსათუოდ მკვდრეთითაც აღდგება.
წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ტეგები: qwelly, დარიგებანი, ეგნატე ბრიანჩანინოვი, ეგნატე_ბრიანჩანინოვი, ერისკაცთათვის, მღვდელმთავარი_ეგნატე, ყურადრება, ყურადღების_კანონი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•