24 დეკემბერს (ძვ. სტ. 11 დეკემბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა დანიელ მესვეტეს.

დანიელ მესვეტე, daniel mesvete, წმინდათა ცხოვრება, თვენი, დეკემბერი, ქველი, qwelly, december

      მესოპოტამიაში, ქალაქ სამოსატის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარაში დაიბადა წმინდა დანიელ მესვეტე. მის დედას - მართას შვილი დიდხანს არ ეძლეოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მან აღთქმა დადო, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდა, ყრმას ღმერთს შესწირავდა. მართას ლოცვა შეისმინა უფალმა და მისცა ძე. ყრმას მშობლებმა ხუთი წლის ასაკამდე სახელი არ დაარქვეს: მათ სურდათ, რომ უფლის კურთხევით შობილს, სახელიც უფლისგან მიეღო. კეთილმსახურმა ოჯახმა შვილი მახლობლად მდებარე მონასტერში მიიყვანეს და იღუმენს მიმართეს. იღუმენმა ბრძანა, საღვთისმსახურო წიგნთაგან ერთ-ერთი მიეწოდებინათ მისთვის, გახსნა იგი და წინასწარმეტყველი დანიელის სიტყვები ამოიკითხა. ამის შემდეგ დაერქვა სახელი მომავალ წმიდანს. დედ-მამას სურდა, ბავშვი მონასტერში დაეტოვებინა, მაგრამ იღუმენმა ყრმის მიღებაზე უარი განაცხადა. დანიელს თორმეტი წელი რომ შეუსრულდა, თვითონ დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერს მიაშურა. როცა წმიდანის მშობლებმა გაიგეს, სად იმყოფებოდა მათი ძე, ძალიან გაიხარეს. მათ შვილი ჯერ ისევ საერო ტანსაცმელში დაუხვდათ და იღუმენს სთხოვეს, ანგელოზებრივი სქიმით შეემოსათ იგი. წინამძღვარმა კვირადღეს შეუსრულა მათ სათხოვარი, მაგრამ ძის ხშირი მონახულება აუკრძალა მშობლებს.

სავანის ძმებს აოცებდა ახალგაზრდა ბერის საოცარი მოშურნეობა. რამდენიმე წლის შემდეგ დანიელი იღუმენმა ანტიოქიაში გაგზავნა მონასტრის საქმეზე. წმიდანი გაახარა ამ ამბავმა, რადგან სვიმეონ მესვეტის მონახულების საშუალება ეძლეოდა. წმიდა სვიმეონმა დალოცა უფლის რჩეული და წინასწარმეტყველურად უთხრა: "მხნე იყავნ, შვილო, და განძლიერდი. ფრიადი ღვაწლის დათმენა მოგიწევს ქრისტესთვის, მაგრამ თავად ქრისტე შეგეწევა ყველაფერში, განგამტკიცებს და ნუგეშინისსცემს შენს სულს".

სვიმეონ მესვეტის მონახულების შემდეგ დანიელი სავანეში დაბრუნდა. მალევე გარდაიცვალა მონასტრის იღუმენი, საძმომ მის ნაცვლად ნეტარი დანიელი აირჩია, მაგრამ განმარტოების მაძიებელმა წმიდანმა ეს წინადადება შორს დაიჭირა. მან მამებს სხვა, ღირსეულ მოსაგრეზე მიანიშნა, თავად კი გადაწყვიტა, იერუსალიმის წმიდა ადგილები მოელოცა. ღირსი დანიელის წინაშე სასწაულებრივი ხილვით წარდგა მოხუცი, რომელმაც ბიზანტიაში წასვლა ურჩია. წმიდანი დამორჩილდა ღვთის ნებას და კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დამკვიდრდა.ნეტარ მამასთან მრავალმა იწყო სიარული ლოცვა-კურთხევისა და რჩევა-დარიგებების სათხოვნელად.

      ცხრა წლის შემდეგ წმიდა დანიელმა საღვთო ჩვენებით იხილა ღრუბლებზე მაღლა აზიდული სვეტი, რომელზეც იმჟამად უკვე ამსოფლიდან გასული ღირსი სვიმეონი იდგა. მან ღირს დანიელს თავისთან მოუწოდა.

      ხილვა ნეტარმა დანიელმა უფლის მოწოდებად ჩათვალა, თრაკიის უდაბნოს მიაშურა და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. ღირსი დანიელის ლოცვით ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან იკურნებოდნენ, უნაყოფო დედებს შვილები ეძლეოდათ. ღირს დანიელთან იმპერატორები, ლეონ I (457-474) და ზენონიც (475-491) ხშირად მიდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ უფლის რჩეულმა წინასწარ განჭვრიტა კონსტანტინოპოლში გაჩენილი დიდი ხანძარი და ბერძნების გამარჯვება ვანდალებზე. ღირსმა დანიელმა საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ იგრძნო და ამის შესახებ თავის მოწაფეებს აუწყა. ამ უკანასკნელთაგან ურჩეულესნი ღირსნი შეიქნენ, ეხილათ, თუ როგორ მიეახლნენ მათ მოძღვარს მიცვალებამდე სამი დღით ადრე წინასწარმეტყველები და მოციქულები. ღირსი მამა ქრისტეს ცხოველმყოფელ სისხლსა და ხორცს ეზიარა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ამ დროს ცაზე სამი ჯვრის ფორმის ვარსკვლავი გაბრწყინდა, რომლებიც დღის სინათლეზეც ცხადად იხილვებოდა. ისინი ნეტარი დანიელის სვეტს დაჰნათოდნენ მანამ, სანამ ღირსი მამა იმავე სვეტის ძირში მიწას არ მიაბარეს. ეს მოხდა 489-490 წლებში, ნეტარის სვეტზე ასვლიდან ოცდაცამეტი წლის შემდეგ.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 24 დეკემბერი, Qwellyland, დეკემბერი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 832

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters