დაახლოებით 454 წელს მხედართმთავარ ენკრატიუსისა და მისი მეუღლის, ეფემიას ოჯახში დაიბადა წმინდა იოანე მდუმარე, სომხეთის ნიკოპოლში. წმინდანმა ყმაწვილობის ასაკიდანვე დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა და მთელი გულით შეიყვარა განმარტოება და ლოცვა.
მას ადრეულ ასაკში გარდაეცვალა მშობლები. მათგან დატოვებული მემკვიდრეობით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააგო. თვრამეტი წლის ასაკიდან ნეტარი სხვა ათ ბერთან ერთად ამ ტაძართან ცხოვრობდა. ოცდარვა წლის ასაკში ქალაქ კოლონის მაცხოვრებელთა დიდი თხოვნით სებასტიელმა მიტროპოლიტმა იოანეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი. წმიდანი მწყემსმთავრად დადგინების შემდეგაც უწინდებურად ასკეტურად ცხოვრობდა. იოანეს ეპისკოპოსად დადგენის ათი წლის შემდეგ მოხდა სომხეთში მმართველის შეცვლა. ეს იყო ბაზინიკი - მწყემსმთავრის დის, მარიამის მეუღლე. ახალი ხელისუფალი მბრძანებლურად ერეოდა საეკლესიო საქმეებში, რამაც ეკლესიურ ცხოვრებაში არეულობა გამოიწვია. მაშინ წმიდა იოანე კონსტანტინოპოლში ჩავიდა და მთავარეპისკოპოს ექვთიმეს შუამდგომლობით იმპერატორ ზენონს სთხოვა, სომხეთის ეკლესია დაეცვა უხეში ხელყოფისაგან.
საერთო არეულიბით დამწუხრებულმა იოანემ ფარულად დატოვა ეპარქია და იერუსალიმში მიმავალ ხომალდზე ავიდა. მან ცრემლებით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა, სად უნდა განეგრძო მოღვაწეობა. ღმერთმა შეისმინა წმიდანის ვედრება: მას გამოუჩნდა ვარსკვლავი, რომელიც საბა განწმენდილის ლავრამდე მიუძღვა. იოანემ დამალა თავისი ხარისხი და სავანეში უბრალო მორჩილად მიიღეს. წმიდა იღუმენის, საბას კურთხევით ღირსი იოანე ოთხ წელიწადზე მეტ ხანს ყველაზე მძიმე სამუშაოებს ასრულებდა. უფლის რჩეულის სიმდაბლე და შრომისმოყვარეობა რომ იხილა, წინამძღვარმა იგი ხუცესად ხელდასხმის ღირსად ჩათვალა. მაშინ იოანე იძულებული გახდა, რომ იერუსალიმის პატრიარქის, ილიასთვის გაემხილა თავისი საიდუმლო. პატრიარქის კურთხევით წმიდანმა მდუმარების ღვაწლი იტვირთა, უფალმა კი მალე მისი საიდუმლო წმიდა საბასაც გაუცხადა.
ამის შემდეგ მან დატოვა ლავრა და უდაბნოს მიაშურა, რათა მეტად გაემკაცრებინა თავისი ღვაწლი. უდაბნოში იოანემ ცხრა წელი დაჰყო, სადაც მხოლოდ მცენარეულით იკვებებოდა. ღირსი მამა სასწაულებრივ გადაურჩა სარკინოზთა გამანადგურებელ შემოსევას: უფალმა მას მცველად ლომი მოუვლინა. ღმერთმა სავანის ყველა ბერს სასწაულებრივ გაუცხადა, რომ წმიდა მოსაგრე ეპისკოპოსი იყო.
იოანე სამოცდაათი წელის იყო, როცა წმიდა იღუმენი საბა განწმენდილი გარდაიცვალა. მღვდელმთავარი საშინლად დამწუხრდა. მის სანუგეშებლად ნეტარი საბა საღვთო ჩვენებით წარდგა განდეგილის წინაშე, თან უწინასწარმეტყველა, რომ ერესთან შეურიგებელი ბრძოლა ელოდა წინ. მართლაც, მალე იოანე იძულებული გახდა, დაყუდებიდან გამოსულიყო, რომ ქრისტიანი ძმები ორიგენეს ბილწ მწვალებლობასთან ბრძოლაში განემტკიცებინა.
ღირსმა იოანე მდუმარემ ასოთხი წლის ასაკში მიაბარა სული უფალს.
ტეგები: 16 დეკემბერი, Qwellyland, დეკემბერი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 7:22am
0 კომენტარი
0 მოწონება
The September 18 window can feel crowded if you log in with half-finished programs, a packed binder, and no plan for where your innings are going. A little cleanup now gives you control instead of forcing rushed decisions later, especially if…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 6:57am
0 კომენტარი
0 მოწონება
Finding the right gear is one of the biggest parts of building a strong character in Diablo 4. Whether you are starting a new Season 15 character or trying to improve an existing build, having the right equipment can make your progression much…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•