იტალიის მახლობლად მდებარე სიცილიის კუნძულზე ცხოვრობდა წმიდა ლუკია, ქალაქ სირაკუზაში. ერთხელ იგი თავის სნეულ დედასთან - ევტიქიასთან ერთად ქალაქ კატანში ჩავიდა წმიდა მოწამე აღათიას ნაწილთა თაყვანსაცემად. მსახურების დროს ხუცესმა ნეტარი მოწამის ლუსკუმასთან წაიკითხა სახარება დედაკაცზე, რომელიც რწმენით შეეხო მაცხოვრის სამოსლის კიდეს და განიკურნა. ლუკიამ ევტიქიას უთხრა: "დედა, თუ გჯერა, რაც იკითხება, ისიც გწამდეს, რომ ქრისტეს სახელისათვის აღსრულებული აღათია დღეს მის წინაშე დგას ცათა შინა. სარწმუნოებით შეეხე მის საფლავს და განიკურნები". დედა-შვილი ლუსკუმის წინაშე დიდხანს მთლი გულით ლოცულობდნენ. ლუკიას ჩასთვლიმა და სიზმრისეულ ჩვენებაში ანგელოზებით გარემოცული წმიდა აღათია წარდგა მის წინაშე, რომელმაც უთხრა: "დაო ჩემო ლუკია, სძალო ღვთისაო! შენი სარწმუნოება შეეწია დედაშენს, და ის უკვე განიკურნა. და როგორც ჩემით განდიდდა ქალაქი კატანი, შენით სირაკუზა განდიდდება, რამეთუ შენი სიწმიდით კეთილი ჭური განუმზადე ქრისტეს!"
ამ სიზმრისეული ხილვის შემდეგ ლუკიამ მთლიანად უფალს მიუძღვნა თავი, უკვე დაწინდულმა, უარი თქვა გათხოვებაზე და დედაც დაიყოლია, მთელი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინა.წმიდა ქალწულისგან უარყოფილი სასიძო ძალიან განაწყენდა და ქალაქის თავთან დაასმინა ნეტარი - ქრისტეს აღიარებსო. ამ დროს იმპერიას მაქსიმიანე და დიოკლეტიანე (284-305) მართავდნენ და ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ. ლუკიასაც სამსჯავროზე მოუხმეს. გამგებელმა ნეტარი ქალწულის წამება ბრძანა. უფალმა სასწაულით განადიდა თავისი რჩეული: როცა ლუკიას დასასჯელად წაყვანა დააპირეს, მისი სხეული ისე დამძიმდა, რომ მრავალი უსჯულო ამაოდ ცდილობდა ადგილიდან მის დაძვრას. მაშინ წმიდანი რამდენიმე წყვილ ხარს მიაბეს ბაწრებით, მაგრამ იგი კვლავ მტკიცედ იდგა და ხალხს ქრისტეს უქადაგებდა. მაშინ ქალაქის თავმა ბრძანა, ცეცხლი შემოენთოთ მოწამისათვის. ლუკია არც ახლა განძრეულა. მან წარბშეუხრელად მიმართა მტარვალს: "მე უფალ იესო ქრისტეს ვევედრე, რომ ცეცხლს არ ჰქონოდა ჩემზე ხელმწიფება. მე ჩემი წამების გახანგრძლივება ვითხოვე, რომ მორწმუნეები სატანჯველების შიშისაგან დამეხსნა, უსჯულოთათვის კი ქრისტიანთა გინების ნება არ მიმეცა".
მის გასაჩუმელბლად ერთმა წარმართმა წმიდა მოწამეს ხორხში მახვილი ჩასცა, მაგრამ იგი, ქრისტესგან განმტკიცებული, განაგრძობდა ხალხთან საუბარს, წინასწარმეტყველებდა ქრისტიანთა დევნის დასრულებას და სირაკუზელებს აღუთქვა, რომ მათი ქალაქის მფარველი იქნებოდა.
ქალწულის წმინდა ცხედარი მისი წამების ადგილზევე დაკრძალეს. შემდგომში აქ სამების სახელობის ტაძარი აიგო.
ტეგები: 26 დეკემბერი, Qwellyland, დეკემბერი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•