შარშან, Qwelly_ზე გამოქვეყნდა პოსტი "სანახების სტუმრებისთვის (ნაწილი I)". მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა და აი, მეორე ნაწილიც. აქ წარმოდგენილია მსოფლიოს 6 სასტუმრო, რომლებიც გამორჩეულია თავისი უნიკალურობით
1932 წელს დავით დუნკანმა ააშენა "ჟირაფის მამული", რომელიც გარშემორტყმულია 57 ჰ ტყე-პარკით და 30 წუთის სავალ გზაზეა კენიის დედაქალაქ ნაირობის ცენტრიდან, საიდანაც თვალისმომჭრელი ხედი იშლება ნგონგის მწვერვალებზე. 1957 წელს ჯოკ ლესლი-მელვილმა და მისმა ამერიკელმა ცოლმა ბეტიმ, რომელიც ასევე იყო (AFEW) დამაარსებელი, იყიდეს ეს მამული.
შემდეგ მათ აიყვანეს ორი პატარა ჟირაფი თავიანთ მამულში, სადაც მათ დაიწყეს ჟირაფების მოშენება.
ჟირაფის მამული, მოგზაურთათვის მთელი მსოფლიოდან გახდა მათი აღმოსავლეთ აფრიკის საფარის ნაწილი. ზოგი აქ ერთ კვირას ატარებს და ჟირაფის მამულს ყავს განმეორებითი სტუმრებიც, რომლებიც მათი ძველი მეგობრები არიან. პერსონალური მიღებისთვის ჟირაფის მამული არის ელეგანტური და განსაკუთრებული პატარა სასტუმრო, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინების მდიდარი ნაზავით, მაღალ დონეზე გაწვრთნილი თნამშრომლებით და ნაირობის ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულოთი.
ჟირაფის მამული აგრეთვე გვთვაზობს ცალსახად ხელშეუხებელ უდაბურ ადგილს აფრიკის ყველაზე კოსმოპოლიტურ ქალაქების ზღურბლზე, აკრავს ჯოკ ლესლი-მელვილის ბუნების განათლების ცენტრი, რომელიც ცნობილია როგორც ჟირაფის ცენტრი. გიდები მიდიან პირველყოფილი ტყის გასწვრივ, რათა შეისწავლოთ ტრადიციული ფლორის მრავალფეროვანი გამოყენება, შეგიძლიათ ნახოთ 180 სახეობის ჩიტი, შეიძლება შეხვდეთ ღორს ან ქურციკს.
მდებარეობს ცნობილ ფალეზის კლდეებზე ანტალიასთნ ახლოს, მსოფლიოს ერთადერთი მბრუნავი სასტუმრო სტუმრებს 360° გრადუსიან შესანიშნავ ხედს სთავაზობს.
სასტუმროს ზევიდან მიშენებულია შენობის დანართი. ერთ სრულ ბრუნვას თვისი 24 კაციან ნომრებით ჭირდება 2დან 22 საათამდე. ბრუნვა არის მშვიდი, სარდაფში 6 ელექტროძრავის მეშვეობით და შენ შეგიძლია დაიძინო ზღვის ხედით და გაღვიძებისას ბასეინის ხედი დაგხვდეს.
სასტუმროს ქვედა 3 სართული ჩაძირულია წყალში, შესასვლელში არის დასასვენებელი და ოთახები განლაგებულია შემდეგ სამ სართულზე.
ეს არის ტექნიკის დიზაინის შთამბეჭდავი ხელოვნება. მთლიანი სასტუმრო მოიცავს 238 ორიგინალურად გაფორმებულ ოთახს.
"სასტუმრო უნიკალური" რომელიც მდებარეოს სან პაულოში, მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო სასტუმროა, და რომელიც მართლა ამართლებს თავის სახელს "უნიკალური". თანამედროვე დიზაინით-გავს ფოლადის და მინის გემს - სასტუმრო აირეკლავს სან პაულოს სილუეტს. სასტუმროს მოწყობილია რუი ოტაკის მიერ, და არქიტექტურა არის რთული შიგნიდანაც და გარედანაც. მთლიანი სასტუმრო ჩაფიქრებულია იმისთვის რომ გააოცოს და სიამოვნება მიაღებინოს სტუმრებს, შესასვლელიდან სახურავის დასასვენებელ ბარამდე.
"სასტუმრო უნიკალური" მოიცავს 95 ოთახს და კომპლექტს. თითოეული მათგანი უპირატესია სპეციალური კლავიშით რომელიც უნიკალურს ხდის მას. როგორიცაა მრუდხაზიანი კედლები და მრგვალი ფანჯრები ამგვანებს მას კრუიზს. მოწყობილობა ოთახებში არის მაღალ დონეზე და დეკორაცია არის თბილი, ინტერიერი გაფორმებულია ხით და მეტალით. "უნიკალური სასტუმრო" არ არის მხოლოდ არქიტექტურული საოცრება, არამედ ადგილი სადაც მომსახურება საუკეთესოა.
ამ სასტუმროში არის განსაკუთრებული შეგრძნება სტუმრებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება, საუკეთესო კვება, და სახურავის დასასვენებელი ბარი ამ სასტუმროს ხდის მიმზიდველს მაღალი საზოგადოებისთვის და ბიზნესმენებისთვის. ქალაქის ხედი სასტუმროდან არის შესანიშნავი, განსაკუთრებით ღამით.
არიაუსის კოშკი არის მანაუსის ჩრდილო-დასავლეთით, ბრაზილიაში, რიო ნეგროზე, მდინარე ამაზონის მთავარ შენაერთთან. იგი მოიცავს 7 კოშკს, 288 ნომრით რომელიც მიწის ზედაპირიდან აწეულია 10-20 მეტრით და ერთმანეთს უკავშირდება ვიწრო ხიდებით.
სასტუმრო მოიცავს 288 ერთმანეთისგან დაყოფილ ერთეულს, კომპლექტებს და ხის სახლებს. ყველაზე მაღალი კომპლექტი არის ტარზანის სახლი, რომელიც აგებულია მაჰაგონის ტყის წვერზე, მიწიდან 22 მეტრის დაშორებით. კოშკები ერთმანეთთნ დაკავშირებულია ხის დაბალი ხიდების სისტემით, დაახლოებით 5 მილზე.
ამის გარდა იგი მოიცავს 2 საცურაო აუზს, 2 სათვალთვალო კოშკს, 41 მეტრის სიმაღლეზე და 450 კაციან პანორამულ აუდიტორიას. აგრეთვე არის რესტორნები, სადაც ადგილობრივი საკვებია და კეთილმოწყობილი მაღაზიები.
სასტუმროს აქვს სხვადასხვა ხელმისაწვდომი ტურები ტყეში, როგორიცაა ნავით სეირნობა, გასეირნება ჯუნგლებში, პირანიებზე თევზაობა, ადგილობრივი სახლების ნახვა, და თვალთვალი ღამის ცხოველებზე. მნახველებს ასევე შეუძლიათ დააკვირდნენ მდინარეებს, სადაც რიო ნეგრო და სოლიმოესის მდინარე ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ განსხვავებული ტემპერატურის გამო ისინი ერთმანეთს არ ერევიან. წყლის ზედაპირის განსხვავებული ჩრდილები მიუყვებიან ერთმანეთს დაახლოებით 6 მილის მანძილზე და არ ერევიან ერთმანეთს. სამხრეთ ამერიკული პალმები და სხვადასხვა სახეობის მაიმუნები არიან კოშკების გარშემო, და ტურისტების მეტ ყურადღებას იპყრობენ.
Spitbank Fort არის პატარა კომფორტული სასტუმრო ვიქტორიანული ეპოქის ზღვის ციხე-სიმაგრე, პორტსმუდის სანაპიროზე, ინგლისში. ციხე-სიმაგრე არის ოთხიდან ერთ-ერთი რომელიც მდებარეობს სოლენტში - სრუტე რომელიც ყოფს კუნძულს ინგლისიდან.
Spitbank Fort სასტუმროში არის 9 სასტუმრო ოთახი, 3 ბარი, 3 რესტორანი, სახურავის შამპანურის ბარი, ღვინის სარდაფი, ბიბლიოთეკა, სახურავის აუზი, საუნა და მზის შეზლონგები. ციხე-სიმაგრის ბევრი მახასიათებელი შენარჩუნებულია, რომელშიც დაუცველი აგურის კედლები, ციხე-სიმაგრის ფანჯრები და რამდენიმე წყვილი ქვემეხია.
Spitbank Fort-ის გულუხვად მორთულ ოთახებში გამოყენებულია ორიგინალური აგური და კამაროვანი ჭერი, თნამედროვე სტილის შესაქმნელად. Spitbank-ის სტუმარმა უნდა ამოირჩიოს 8 კომპლექტიდან ერთ-ერთი, სოლენთის გასწვრივ ზღვის ხედების მასშტაბით.
სტუმარმა შეიძლება აირჩიოს უფასო კრუიზი კატამარინში, რომელსაც ჭირდება 15 წუთი მოგზაურობა პორთსმუდის საზღვაო ბაზიდან, ისტოიულ გემთსაშენ ადგილამდე, ან ვისაც უყვარს მხიარულება შეუძლია აირჩიოს ნაპირზე ცხენოსნობა. Spitbank-ზე ყოფნის განმავლობაში სტუმრებს აქვთ სხვადასხვა საცხოვრებელი გარემო და სახურავზე ადგილები, საიდაც შეუძლიათ დაისვენონ და დატკბნენ ზღვის ჰაერით.
შესანიშნავი ახალი სასტუმრო აყვავებულია Xiangshawan-ის უდაბნოს შუაგულში, მონღოლეთის შიგნით, 800 კილომეტრზე ბეიჯინგის დასავლეთიდან. "უდაბნო ლოტოსის სასტუმრო" სტრუქტურულად შეიცავს განმეორებით თეთრ სამკუთხედკარვებს. მობრუნებული 45 გრადუსით და ერთმანეთთნ დაკავშირებული წრიული ფორმატით გავს ლოტოსს.
კონსტრუქცია თავისუფალია ფილებისგან და აგურებისგან, იყენებს მზის, წყლის და ქარის ენერგიას უდაბნოში, რაც ამცირებს დაბინძურებას გარემოში და ეკოლოგიას იცავს. კედლების განლაგება მთლიანობაში სტრუქტურას მეტ მოცულობას აძლევს. თვალისმომჭრელი მორთულობა იმეორებს სამკუთხა პანელებს.
შეზღუდულია თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, არქიტექტორებმა გამოიგონეს ახალი კონსტრუქციული სისტემა რომელიც ამაგრებს ფხვიერ ქვიშას, რომელშიც გამოიყენება ფოლადის პანელები, ბეტონის და წყლის გარეშე. პანელები და ჩონჩხის სტრუქტურა წინასწარ დამზადებულია, და ქმნის საფუძველს ქვიშის დიდი რეზერვუარების ასაშენებლად. ასე რომ, ფოლადის სტრუქტურის პანელებს შეუძლიათ იფუნქციონირონ როგორც მცურავმა ნავებმა უდაბნოზე.
სასტუმრო არის ნაწილი ახალი კურორტის, რომელიც აშენდა ქვიშის უზარმაზარ ზღვაში. სულ უფრო და უფრო პოპულარულია ჩინელი ტურისტებისთვის. კურორტზე იმართება მონღოლური წარმოდგენები, აქლემებით სეირნობა, უდაბნოს სერფინგი და სხვა მრავალი რამ.
გაგრძელება იქნება...
ტეგები: Around, Brazil, Canada, Cruise, Earth, Fort, Hotel, India, King, Nederland, მეტი...Part_I, Princess, Qwelly, Ro-yal, Spitbank, Sun, World, ავტორი: მარიამ ყუბანეიშვილი, ანტალია, ბრაზილია, ვენეცია, თურქეთი, ინგლისი, კანადა, კენია, კორეა, ლოტოსი, მალდივი, მარმარა, მონღოლეტი, ნიდერლანდები, პორტი
:)) კიი ჟირაფების მამული გადასარევია, განსაკუთრებით როცა ჭამის დროს ჟირაფიც დაგეწვევა :D
ძალიან კარგი პოსტია მომეწონა, მარმარა - ანტალია (თურქეთი) მაგარიაააა :D )
მე ლოტოსის მომწონს, წარმოიდგინე, სრულ უდაბნოში რომ მსგავსი ოაზისი დაგხვდება რა მაგარია! :)
გაოცებული ვარ. ...
მადლობა ავტორს! კარგი პოსტია და ველოდებით გაგრძელებას ... :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
© 2025 George.
•