კელიმუტუ არის ვულკანი, რომელიც მდებარეობს პატარა ქალაქ მონისთან ახლოს, კუნძულ ფლორესზე ინდონეზიაში, ქალაქ ენდეს აღმოსავლეთით დაახლოებით 50 კილომეტრში, აღმოსავლეთ მცირე ზონდის კუნძულების პროვინციაში.
მას აქვს სამი ვულკანური კრატერი, სადაც მდებარეობს ტბები სხვადასხვა ფერებით. მოხუცების ტბას (Tiwu Ata Bupu) როგორც წესი ლურჯი შეფერილობა აქვს და მდებარეობს ყველაზე დასავლეთით, დანარჩენი ორი ტბა, ახალგაზრდების ტბა (Tiwu Ko'o Fai Nuwa Muri) და მოჯადოებელი ტბა (Tiwu Ata Polo) ერთმანეთისგან გაყოფილია საერთო კრატერის გვერდით და მწვანე ან წითელი შეფერილობა აქვთ. მათი ფერები იცვლება დროდადრო. არსებული ფუმაროლები არიან მიზეზი ღრმად არსებული წყლების ზედაპირზე ამოსვლის, რაც ხდება აღმოსავლეთით მდებარე ორ ტბაში.
ისტორიის მანძილზე უმნიშვნელო ამოფრქვევის მიზეზები ტბები არიან. კელიმუტუს ვულკანის 1639 მეტრზე მდებარე მწვერვალი გადანაწილებულია ორ კილომეტრზე. კელიდოს და კელიბარას უძველესი კონუსი მდებარეობს ჩრდილოეთით სამ კილომეტრზე და სამხრეთით 2 კილომეტრზე. ტბები წარმოადგენს პოპულარულ დანიშნულების ადგილს ტურისტებისთვის.
კელიმუტუ გეოლოგების ინტერესს იწვევს, რადგან ტბებს აქვთ სხვადასხვა შეფერილობა, მაგრამ ყველა მათგანი ერთი ვულკანის შემადგენელი ნაწილია. კელიმუტუს ეროვნული პარკის თანამშრომლის განცხადებით ტბაში ფერები იცვლება არსებული მინერალების გამო, მათში მიმდინარე ქიმიური რეაქციების შედეგად. თეთრი კრატერის ტბა (Kawah Putih) დასავლეთ იავაში, ბანდუნგის სამხრეთით არის სხვა კრატერული წარმოშობის ტბა ინდონეზიაში, რომელსაც კელიმუტუს ტბებთან აქვს რამოდენიმე მსგავსება.
ტბები არის ფირუზისფერი და რეალურს არ გვანან, ერთი ისეთი მუქი ლურჯია რომ შავი გეგონებათ, და სხვების ფერები იცვლება ყავისფერიდან ლურჯამდე და წითლიდან თეთრამდე.
როდესაც ვინმე გარდაიცვლება, მისი სული მიდის რომელიმე ტბაში, რაც დამოკიდებულია ასაკზე და გარდაცვლილ პიროვნებაზე. გარდაცვლილების სულები სძენენ ტბას სხვადასხვა ფერებს. ამ მისტიურ ადგილზე ლეგენდა შეიქმნა დიდი ხნის წინ, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას სჯეროდა რომ იგი იყო წმინდა ადგილი.
Tiwu Ata Mbupu: მოხუცების და ოჯახის უფროსების ტბა.
Tiwu Nuwa Muri Koo Fai: ახალგაზრდა სულების ტბა.
Tiwu Ata Polo: დამნაშავეების და კრიმინალების ტბა, რომელიც იცვლის ფერს და მარტივად გადადის თეთრიდან წითელში, ფირუზისფერიდან ყავისფერში.
როგორ უნდა მივაღწიოთ კელიმუტუმდე? ამისთვის საჭიროა დარჩეთ სოფელ მონიში, რომელიც ვულკანიდან ნახევარსაათიან სავალ გზაზე მდებარეობს. მაგრამ ჯერ უნდა ჩახვიდეთ ენდეში, სადაც არ დაგჭირდებათ ტაქსის ძებნა, ტაქსის მძღოლი თავად გიპოვნით.
მონიმდე მისვლას 2 საათი სჭირდება, იგი არის პატარა ლამაზი სოფელი, ენდეში სიცხით თუ შეწუხდებით, მონიში იდეალური ტემპერატურაა, მაგრამ დილისთვის დაგჭირდებათ სვიტერი, ცივი კლიმატის გამო.
ტეგები: Indonesia, Qwellyland, earth, lake, volcano, გეოლოგია, დედამიწა, ტბა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•