1908 წლის 30 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 7 საათზე მდინარე ენისეის აუზში სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთ-დასავლეთური მიმართულებით გაიფრინა ცეცხლოვანმა ბირთვმა. გაფრენა დამთავრდა უძლიერესი აფეთქებით დაუსახლებელი ტაიგის რაიონში ზედაპირიდან 7-10 კმ-ზე. აფეთქების ტალღა დააფიქსირა იმ დროს არსებულმა მრავალმა ობსერვატორიამ. ირკუტსკის ობსერვატორიის სეისმოგრაფებმა დაადგინეს უცნაური ხასიათის ზედაპირული მიწისძვრები. ობსერვატორიის დირექტორის ა. ვოზნესენსკის გამოთვლებით, მიწისძვრა მოხდა 1908 წლის 30 ივნისს, ადგილ ირკუტსკიდან ჩრდილოეთით 900 კმ მოშორებით, მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის აუზში, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე. მიწისძვრის ხასიათი იმდენად უცნაური იყო, რომ ა. ვოზნესენსკიმ არც კი გამოაქვეყნა ობსერვატორიაში მიღებული მასალები.

      2000 კმ² ფართობის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად წაქცეულ იქნა დიდი რაოდენობით ხეები, რომლებმაც საბოლოოდ რადიალური განლაგება მიიღეს. ეპიცენტრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ჩაიმსხვრა მინები, უზარმაზარ ტერიტორიაზე ორი დღის განმავლობაში შეინიშნებოდა ცის ნათება, ღრუბლების გაელვება.

      კატასტროფის ადგილზე გაგზავნილ იქნა რამდენიმე ექსპედიცია, რომელთაგან პირველი (გამოკვლევითი ექსპედიცია) განხორციელდა 1927 წელს ლეონიდ კულიკის ხელმძღვანელობით.

      ექსპედიციის შედეგად რაიმე მნიშვნელოვანს ვერ მიაკვლიეს, თუმცა მცირე რაოდენობით აღმოჩნდა მიკროსკოპული სილიკატური და მაგნეტიტური ბურთები.

      ტუნგუსკის მეტეორიტის გზაზე დარჩა ძლიერი მტვრისებრი კვალი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ჩანდა. მოვლენის ადგილიდან 1000 კმ-მდე მანძილზე ისმოდა აფეთქების ხმა. აღნიშნული იყო მიწისძვრის მსგავსი მოვლენები, წარმოქმნილმა ჰაერის ტალღამ ბევრ ადგილას წააქცია ადამიანები და შინაური ცხოველები, განვითარდა ხანძარი, ზანზარებდნენ სახლის კარები, ჭურჭელი, სახლის კედლებზე არსებული სურათები და ხატები ძირს ცვიოდა. ყოველივე ეს თვალისმომჭრელი სიკაშკაშის და დამაყრუებელი ხმაურით დაგვირგვინდა.

      როგორც შემდგომ გაირკვა, ცეცხლოვანი სხეული ჩამოვარდა მდინარე პოდკამენაია-ტუნგუსკის მარჯვენა შენაკადის ჩამბის აუზში.

tunguskis meteoriti
მეტეორიტი ჩამოვარდის ეპიცენტრი

tunguskis meteoriti
მდინარე ტუნგუსკა

მოვლენათა მსვლელობა

      დადგენილია, რომ მოვლენების განვითარებამდე სამი დღით ადრე, დაწყებული 1908 წლის 27 ივნისიდან ევროპის, რუსეთის ევროპული ნაწილისა და ციმბირის ტერიტორიებზე შეინიშნებოდა უცნაური ატმოსფერული მოვლენები: ვერცხლისებრი ღრუბლები, ბინდი და სხვ. ბრიტანელი ასტრონომი უილიამ ფრედერიკ დენინგი წერს: "30 ივნისის ღამით ბრისტოლის თავზე არსებული ცა იმდენად ნათელი იყო, რომ ვარსკვლავები აღარც კი ჩანდნენ, და რომ ცის ჩრდილოეთ ნაწილს მოწითალო შეფერილობა ჰქონოდა, ხოლო აღმოსავლეთურს — მომწვანო".

      დილით 1908 წლის 30 ივნისს ცენტრალურ ციმბირში გაიფრინა ცეცხლოვანმა სხეულმა, რომელიც ჩრდილოეთური მიმართულებით მოძრაობდა; მისი ეს ფრენა დაფიქსირდა არაერთ დასახლებულ პუნქტზე, რომელშიაც ასევე ქუხილის ხმები გაისმოდა. სხეულის ფორმა აღიწერება მომრგვალოდ, სფეროსებურად ან ცილინდრულად. ფერი როგორც წითელი, ისევე ყვითელი ან თეთრი.

      ადგილობრივი დროით 7 საათსა და 14 წუთზე ცეცხლოვანი სხეული აფეთქდა. აფეთქების სიმძლავრე განისაზღვრა 40-50 მეგატონით, რაც შეესატყვისება უძლიერესი წყალბადის ბომბის ენერგიას.

      აფეთქების ძალა უტოლდებოდა დაახლოებით 1000 "ჰიროსიმას", თუმცა რაც ყველაზე გასაკვირია, ობიექტის კვალი ვერსად ვერ აღმოაჩინეს. ტუნგუსკის ფენომენის საკითხი იმდენად ჩახლართული აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა მკვლევარებმა დაახლოებით 100-მდე სხვადასხვა ჰიპოთეზა წამოწიეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტი ერთია, იყო კოლოსალური ძალის აფეთქება, რომელმაც დაახლოებით 80 მლნ. ხე დააქცია. საინტერესოა, რომ აფეთქება მოსკოვის თავზე რომ მომხდარიყო, სიკაშკაშეს დაინახავდნენ ბალტიისპირეთსა და უკრაინაში, ხოლო ქუხილს ყირიმში გაიგონებდნენ.

      აფეთქების შედეგად მიწა ისე ზანზარებდა, რომ ასეულ კილომეტრზე იმსხვრეოდა ფანჯრის შუშები, იქცეოდნენ ძროხები, ცხენები, ფრინველთა დაჯგუფებები პანიკურად ფრენდნენ, ხოლო ადამიანთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ სამყაროს დასასრული დადგა. აფეთქება იმდენად გრანდიოზული იყო, რომ ტაიგაში არსებული ძლიერი ხეების ნაწილი, როგორც ამას კულიკი აღწერდა "ლერწამივით იყო გადატეხილი".

      დღემდე ზუსტად არარის ცნობილი რამ გამოიწვია ეს მოვლენა მეტეორის იდე ტავიდანვე იქნა უარყოპილი რადგან მეტეორული კრატერი ვერ იქნა ნაპოვნი,არსებობდა იდე კომეტის ჩამოვარდნის შესახებ ტუმცა ესეც მალევე იქნა უარყოპილი იმის გამო რადგან კომეტების გაყინული ქვისებრი ნაწილაკები რომებიც მას აყალიბებენ ატმოსპეროს ტემპერატურას ვერ უძლებენ და მმასტან შეხებისტანავე ზედა ატმოსფეროშივე იწვიან. გამოტქმული იყო იდე მცირე ზომის შავიხვრელის ჩამოვარდნის შესახებაც,უცხოპლანეტელთა ხომალდის კატასტროპასთან დაკავშირებითაც მაგრამ რა მოხდა 1908 წლის 30 ივნისს მდინარე პოტკამაენაია-თუნგუსკის აუზში დღემდე გამოცანად რჩება.

tunguskis meteoriti

tunguskis meteoriti

tunguskis meteoriti

ტეგები: Qwelly, დედამიწა, კოსმოსი, მეტეორიტი, ქველი

ნახვა: 816

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters