ვულკანი (velcanus-ალი,ცეცხლი-ლათ.) არის დედამიწის ქერქის არხებზე და ნაპრალებზე გაჩენილი გეოლოგიური წარმონაქმნი,რომლითაც დედამიწის ზედაპირზე ამოიფრქვევა ლავა,ფერფლი,ცხელი გაზები,წყლის ორთქლი და სამთო ქანების ნამტვრევები.ვულკანები არსებობს:მოქმედი,დაძინებული და ჩამქრალი,ხოლო ფორმის მიხედვით: ცენტრალური და ნაპრალებიანი. ვულკანის მექანიზმი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: მაგმატური კერა(დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში),ყელი,კონუსი და კრატერი.ამჟამად ატქიური მოქმედი ვულკანებია: კლიუჩევსკისა და ავაჩინსკის სოპკა(რუსეთი), ისალკო(სალვადორი), მაუნალოა(ჰავაის კუნძულები), ტახუმულკო(გვატემალა), სანტა-ანა(სალვადორი), ირასუ(კოსტა-რიკა), ვეზუვი,ეტნა(იტალია) და სხვები.
მაგმა(Magma-სქელი საცხი-ბერძ.) არის სილიკატური შემადგენლობის გამდნარი მასა,წარმოქმნილი დედამიწის ღრმა ზონებში.დედამიწის ზედაპირზე ამოფრქვეულ მაგმას ლავა ეწოდება.მაგმა მიისწრაფვის ზედაპირისკენ,ამ დროს გამოიყოფა წყლის ორთქლი და გაზები,რომლებიც ფართოვდება როცა გადაეყრება წინააღმდეგობას,მათი განთავისუფლება ხდება აფეთქების გზით.სწორედ ეს აერის ვულკანის ამოფრქვევა,რომლის დროს დედამიწის ზედაპირზე ამოტანილია მაგმაც.ის სწრაფი გაციების შედეგად გადაიქცევა ვულკანუს წიდად.
ძირითადად 6 ვულკანურ პროცესს შეუძლია გამოიწვიოს კატასტროფული საშიშროებანი,ესენია: ლავების ნიაღვარი,ფერფლი,ვულკანური ტალახის ნიაღვარი,ვულკანური წყალდიდობა,ალმოდებული ღრუბლები და გამოყოფილი გაზები.

ლავა გაცხელებულია 900-1100 ° C,ის ამოიღვრება პირდაპირ ნაპრალებიდან მიწაზე,ან გადმოიღვრება ვულკანის კრატერიდან და მიედინება მთის ძირისაკენ.ლავის ნიაღვრის საშუალო სიჩქარეა 60 კმ-საათში.ის მიედინება უფრო ჩქარა თუ მთას აქვს დიდი დახრა,საშიშროება წარმოიქმნება მაშინ,როცა ლავის ნიაღვარი მიაღწევს დასახლებულ პუნქტს,ნგრევის გარდა,ის იწვევს ხანძარს.თხელ ლავას მოკლე დროში შეუძლია დატბოროს მნიშვნელოვანი ტერიტორია.
ვულკანური ფერფლი არის ვულკანური აფეთქებებისგან თხელი და მაგარი ლავების დაწვრილმანების და დამტვერიანების პროდუქტი.ყველაზე დიდ ნატეხებს ეწოდება ვულკანური ბომბები.მათი ზომებია რამდენიმე სანტიმეტრიდან 5-7 მეტრამდე.ვულკანურ ბომბებზე უფრო პატარა ზომის ნატეხებს ეწოდება „ლაპილები“,კიდევ უფრო მცირე ზომისას-ვულკანური ქვიშა,ხოლო წვრილ ნაწილაკებს-ფერფლი.ფერფლს ატმოსფეროში შეუძლია მოახდინოს გავლენა კლიმატზე.ფერფლი ანჰგრევს სახლებს,მარხავს მოსახლეობას ნანგრევებში,მისგან გამოყოფილი გაზები წამლავენ ცოცხალ არსებებს,ანადგურებს მცენარეულობას,სპობს შინაურ და გარეულ ცხოველებს,იწვევს შიმშილობას.

ვულკანური ტალახის ნიაღვრები ლავაზე უფრო საშიშია და 100-ჯერ მეტი მსხვერპლის მოტანა შუძლია.ვულკანური ტალახის ნიაღვრებს შეუძლიათ დაფარონ და დატბორონ დიდი ფართობის ტერიტორიები,ხოლო თუ ასეთი ნიაღვარი შეიცავს დიდი რაოდენობით მყარ ნაწილაკებს და მცირე რაოდენობით წყალს,მაშინ ის გადაიქცევა მეწყერად.ასეთი ნიაღვრები მოძრაობენ ძალზე სწრაფად,ადამიანები ვერ ასწრებენ ევაკუაციას,ხოლო თავშესაფარში ყოფნა შიძლება დასრულდეს ცუდად,რადგან თხელი მასა ავსებს მთლ სივრცეს.
ვულკანის ამოფრქვევისას,გამდნარი მყინვარებიდან შეიძლება წარმოიქმნას დიდი რაოდენობით წყალი.

ვულკანის ალმოდებული ღრუბლები ღრუბლები წარმოადგენს გავარვარებული გაზებისა და ფერფლის ნარევს.ვულკანური პროცესებიდან ეს არის ყველაზე საშიში,რადგან მას მოაქვს დიდი რაოდენობის მსხვერპლი.სიკვდილს იწვევს დამწვრობა და გაგუდვა.ასეთი ღრუბლების ტემპერატურა კრატერთან ახლოს 1000 ცელსიუს გრადუსს აღწევს,ხოლო მისგან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე 700 ცელსიუს გრადუსს.ის წვავს ხეებს და ადნობს მინას,იწვევს ხანძარს.ფერდობებზე დაშვების დროს ის ავითარებს 100 კმ/სთ სიჩქარეს.

ვულკანური გაზები მომაკვდინებელია ადამიანებისა და ცხოველებისათვის.ასეთ გაზებს აქვს სუნი,რადგან შეიცავენ გოგირდოვან ჟანგს,გოგირდოვან წყალბადს,ქლოროვან წყალბადის და ფტოროვანი წყალბადის მჟავებს,რომლებიც იმყოფება გაზის მდგომარეობაში.ასევე ყველგან მონაწილეობს ნახშიროჟანგი და მხუთავი გაზები.





ორიგინალი ვიდეოები Qwelly_ზე

ტეგები: qwellygraphy, დედამიწა, ვულკანი, მოვლენა, სიცხე, სტიქია

ნახვა: 2366

გამოხმაურებები!

გათბებოდა კაცი ვულკანის სიახლოვეს.

RSS

ბლოგ პოსტები

Game-Changing Features

გამოაქვეყნა mvptkfjb_მ.
თარიღი: მარტი 17, 2026.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

The Catcher's New Role

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი მახსოვს, მერამდენედ გამომეპარა ოსკარის დაჯილდოება. 98-ე ცერემონიალმა უკვე ჩაიარა და მე ისევ გვიან დავეწიე მოვლენებს. კალენდარზე თარიღი ისე გამომეპარა, დღეს გაკვირვებულმაც კი ვიკითხე - უკვე შუა მარტიათქო. ასე რომ ბოდიში და ამჯერადაც დაგვიანებულ პოსტს…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.

Creating…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters