ვინაიდან ეპისკოპოსთა უწმიდესმა, ღანგრაში შეკრებილმა კრებამ ეკლესიის ზოგიერთი საქმის თაობაზე ბევრი რამ ნახა ევსტათის მიერ უწესოდ ქმნილი, საჭიროდ ჩათვალა, განესაზღვრა ევსტათის საქმეები და ყველასათვის ცნობილი გაეხადა ისინი, რათა დარღვეულიყო მის მიერ ქმნილი უკეთურება [მესალიანთა ერესი], ვინაიდან ისინი ქორწინებას შეურაცხ-ჰყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ქორწინებულთაგან არავის უნდა ჰქონდეს ღმრთის იმედი. ბევრნი შეცდომაში შედიოდნენ და შორდებოდნენ თავის ქმრებს და ქმრები - ცოლებს. ამის შემდგომ კი ხორცთა გაჭირვებას ვეღარ უძლებდნენ და მრუშობდნენ. ამგვარი უსახურობის გამო ძალიან გაიკიცხნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც განშორდებოდნენ ღმრთის სახლს და ცალკე ქმნიდნენ ეკლესიას, რითაც შეურაცხ-ჰყოფდნენ ეკლესიას და ეკლესიაში მყოფთ. ცალკე აწყობდნენ კრებებს, ეკლესიობდნენ და სხვა მოძღვრება [ჰქონდათ], და ბევრს სხვა რასმე [სჩადიოდნენ] ეკლესიებისა და ეკლესიებში შეკრებილთა დასამხობად. უცხო სამოსლით მოსილნი ჩვეულებრივი შესამოსლის წინააღმდეგნი არიან ისინი. ხოლო ნაყოფის შეწირვასა და შესაწირავს, რომლებიც ეკლესიისათვის მისაცემად არიან დანიშნულნი, თავის თავსა და მათთან მყოფებს, როგორც წმინდანებს, უყოფენ [უნაწილებენ]. მათი ჩაგონებით მონები ბატონებს ტოვებენ და უცხო სამოსლით შემოსილები ბატონებს შეურაცხ-ყოფენ. დედაკაცები ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსლის ნაცვლად სამამაკაცო სამოსლით იმოსებიან და ჰგონიათ, რომ ამით გამართლებას ჰპოვებენ. მრავალი მათგანი ღმრთისმსახურების მომიზეზებით იკრეჭს თმას, დედობრივი ბუნების სამკაულს. კვირა დღეს მარხვას იცავენ და ამ თავისუფალი დღის სიწმინდეს შეურაცხყოფენ. ეკლესიაში დაწესებულ მარხვას აბუჩად იგდებენ და ჭამენ. ზოგი მათგანი ხორცის მიღებას სძUლობს. დაქორწინებულთა სახლებში ლოცვა არ სურთ და იქ შესრულებულ ლოცვებს შეურაცხყოფენ. ხშირად ქორწინებულთა სახლებში შესაწირავს არ ეზიარებიან. ქორწინებულ მღვდლებს შეურაცხყოფენ და მათ მიერ აღსრულებულ ჟამისწირვებს არ ესწრებიან. იმ ადგილებს, სადაც მოწამენი განისვენებენ, არც ერთი სიტყვის ღირსად არ ჰყოფენ. იქ შეკრებილებს და მედღესასწაულეებს დასცინიან. ხოლო მდიდრებს, რომელნიც არ გასცემენ მთელ თავის ქონებას, ადანაშაულებენ, როგორც ღმრთის მიმართ სასოების არმქონეებს. და სხვასაც მრავალს ამბობენ და სჩადიან, რისი აღრიცხვაც არავის შეუძლია. თითოეული მათგანი, როგორც კი საეკლესიო კანონის [ფარგლებს] გასცდება, თითქოსდა რაღაც კერძო კანონს თავისთვის იჩემებს. რასაც თითოეული მათგანი მოიგონებდა, იმასვე მიჰყვებოდა ეკლესიის შეურაცხსაყოფელად და თავისი თავის სავნებლად. ამის გამოც ღანგრაში შეკრებილი წმინდა კრება იძულებული გახდა, განედევნა ისინი და დაედგინა კანონები მათი ეკლესიიდან ჩამოშორების შესახებ. თუ მოინანიებენ და შეაჩვენებნ თითოეულ ბოროტ ნათქვამს, ისინი შეწყნარებულნი იქნებიან. ამის შესახებ წმინდა კრებამ დაწვრილებით აღწერა, თუ რისი შეჩვენებ არის საჭირო იმისთვის, რომ შეწყნარებულ იქნენ. ხოლო ვინც არ ირწმუნებს ამ ნათქვამს, როგორც მწვალებელნი შეჩვენებულნი და უზიარებელნი იქნებიან და განიდევნებიან ეკლესიიდან. ვევედრებით ეპისკოპოსებს, რათა დაიცვან ეს წესი მათ მიმართ და ყველას მიმართ მათ სამრევლოში.
თუ ვინმე აძაგებს ქორწინებას და გმობს ქმართან თანამცხოვრებ მორწმუნე და ღმრთისმოშიშ დედაკაცს, ან კიცხავს, რომ ამას სასუფეველში შესვლა არ შეუძლია, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე გაკიცხავს ხორცის მჭამელს (სისხლისა, კერპთა მსხვერპლის ნაშთისა და დამხრჩვალის, ლეშის გარდა), თითქოსდა ხორცის ჭამის გამო არ ექნება სასოება, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე ღმრთისმსახურების მომიზეზებით მონას ასწავლის თავისი ბატონის შეურაცხყოფას, მსახურებისათვის თავის არიდებას და არა ერთგულებით და პატივით თავისი მეუფის მსახურებას, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე შეურაცხყოფს ქორწინებულ მღვდელს, თითქოსდა მის მიერ შეწირული სიწმინდის ზიარება არ არის ჯეროვანი, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე ასწავლის ღმრთის სახლისა და მასში მოწყობილი კრების იოლად შეურაცხყოფას, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე ეკლესიის გარეთ, ცალკე ეკლესიობდეს, უგულებელყოფდეს ეკლესიას, საეკლესიო საქმეების გადაწყვეტა მის გარეთ მოისურვოს და არ ჰყავდეს მღვდელი ეპისკოპოსის ნებართვით, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე ეკლესიის გარეთ ისურვებს საეკლესიო შესაწირვათა მიღებას ან გაცემას ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, ან იმის გარეშე, ვისაც დავალებული აქვს ეს საქმე და არა მისი ნებართვის მოინდომებს ამის გაკეთებას, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე მისცემს ან მიიღებს საეკლესიო შესაწირვას ეპისკოპოსის ან ქველმოქმედებათა გამგებელი მსახურის გარეშე, შეჩვენებულ იყვნენ მიმცემიცა და მიმღებიც.
თუ ვინმე ქალწულობდეს ან თავს იკავებდეს ქორწინებისაგან და გამოეყოს თანამეუღლეს, იმიტომ, რომ საძაგლად ეჩვენებოდეს ქორწინება საერთოდ, და არა ქალწულობისა და თავშეკავების სიკეთისა და სიწმინდის გამო აკეთებდეს ამას, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე უფლის მიერ ქალწულობის შემნახველი ქედმაღლობდეს ქორწინებულზე, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე შეურაცხყოფს იმათ, ვინც სარწმუნოებით აღასრულებს რა სიყვარულს (აღაპს), უფლის პატივისცემით მოუწოდებს მასზე ძმებს, და არ მოისურვებს, ეზიაროს ამ მიწვევას, რადგანაც მდაბლად მიაჩნია ეს საქმე, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე მამაკაცთაგანმა მოჩვენებით იხმაროს მოღვაწისათვის შესაფერისი სამოსელი, და ამის გამო, თითქოსდა უმაღლესი სიმართლის მქონე, კიცხავდეს იმას, ვინც ღმრთისმოშიშებით საერთო და ჩვეულებრივ სამოსელს ხმარობს, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე დედაკაცმა მოჩვენებითი მოღვაწეობისათვის შეცვალოს სამოსელი და ჩვეულებრივი სადედაკაცო სამოსლის ნაცვლად სამამაკაცო ჩაიცვას, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე დედაკაცმა მიატოვოს თავისი ქმარი და მოისურვოს მასთან გაშორება ქორწინებისადმი ზიზღის მომიზეზებით, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე მიატოვებს თავის შვილებს, არ კვებავს მათ და არ ეხმარება, რაც შეუძლია, რათა [აღიზარდონ] სათანადო ღმრთისმსახურებით, არამედ განდეგილობის მომიზეზებით უყურადღებოდ დატოვებს მათ, შეჩვენებულ იყოს.
თუ შვილები მორწმუნე მშOბლებს ღმრთისმსახურების მომიზეზებით გაშორდებიან და არ მიაგებენ მშობლების შესაფერის პატივს, ცხადია, ღმრთისმსახურებისადმი პატივისცემის დაცვით, შეჩვენებულ იყვნენ.
თუ ვინმე დედაკაცთაგანი მოჩვენებითი ღმრთისმსახურებისათვის გაიკრეჭს თმას, რომელიც მას ღმერთმა მისცა მორჩილების გასახსენებლად, შეჩვენებულ იყოს, როგორც მორჩილების შესახებ ბრძანების დამრღვევი.
თუ ვინმე მოჩვენებითი საღმრთისმსახურო მოღვაწეობისათვის კვირა დღეს მარხულობს, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე მოღვაწეთაგან ხორციელი გაჭირვების გარეშე ქედმაღლობს და საზოგადოდ მოცემულ მარხვას, ეკლესიის მიერ დაცულს, გახსნის, საღი ცნობიერების მქონე, შეჩვენებულ იყოს.
თუ ვინმე ქედმაღლური განწყობის გამო მოწამეთა [მოსახსენებელ] კრებებს შეიძულებს, ან იქ აღსრულებულ ჟამისწირვებსა და მათ ხსენებებს, შეჩვენებულ იყოს.
ხოლო ამას რომ ვწერთ, ღმრთის ეკლესიისგან განვკვეთთ არა იმათ, ვისაც ჭეშმარიტად სურს მოღვაწეობა წერილისამებრ, არამედ იმათ, ვინც მოღვაწეობას ამპარტავნების საბაბად აქცევს და ქედმაღლურად უყურებს იმათ, ვინც მარტივი ცხოვრებით ცხოვრობს. ისინი ამით შემოიღებენ სიახლეებს [საღმრთო] წერილისა და საეკლესიო კანონების წინააღმდეგ. ჩვენ გვაკვირვებს ქალწულობა თავმდაბლობით შემკული. ვიღებთ მარხვას, პატიოსნებით და ღმრთის შიშით შესრულებულს. და შევიწყნარებთ ამქვეყნიურ საქმეთაგან განშორებას, თავმდაბლობით აღსრულებულს. პატივს ვცემთ ქორწინებით თანამკვიდრობას შეუგინებელს და არ შეურაცხვყოფთ სიმდიდრეს, რომელიც სიმართლით არის შეძენილი და სიკეთისათვის იხარჯება. ვაქებთ არაძვირფასი სამოსლის უბრალოებას და სისადავეს, მხოლოდ ხორცის დასაფარავად განკუთვნილს. ხოლო გახსნილი და სათრევი სამოსლით მოსიარულეებს არ შევიწყნარებთ. პატივს ვცემთ ღმრთის სახლებსა და მათში მოწყობილ კრებებს ვთვლით წმინდად და სასარგებლოდ. ღვთისმსახურებას სახლებში კი არ შევიწყნარებთ, არამედ პატივს ვცემთ ყოველ ადგილს, ღმრთის სახელზე აშენებულს, და შევიწყნარებთ იქ აშენებულ ეკლესიაში საერთო სარგებლობისათვის შეკრებილ კრებას. ვნატრით გლახაკთა მიმართ ძმათა მიერ ეკლესიის ძველი გადმოცემისამებრ ქმნილ ქველმოქმედებას და, მოკლედ რომ ვთქვათ, ვლოცულობთ, რათა ეკლესიაში ხდებოდეს ყველაფერი, რაც მოცემულია საღმრთო წერილში და განწესებულია მოციქულთა გადმოცემის მიერ.
"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ
ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ
თბილისი, 2009
ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, თეოლოგია, სამართალი, სამეცნიერო, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•