პიტერ ვაიდენი დაჟინებით მთხოვდა ამ წიგნის დაწერას. მარწმუნებდა, რომ ასეთ წიგნს შეეძლო მშობლების ცხოვრების შეცვლა, დაეხმარებოდა აღეზარდათ მეტი პასუხისმგებლობის მქონე შვილები, და თუ ჩემთვის ესეც არასაკმარისი არგუმენტი აღმოჩნდებოდა, პირადად გაასწორებდა ჩემს ხელნაწერს. მას რამდენიმე წიგნი ჰქონდა დაწერილი, ასეულობით – გამოცემული და მივხვდი, რომ იცოდა, რასაც მეუბნებოდა. მართალიც აღმოჩნდა. წიგნი ბესტსელერი გახდა. ის მილიონობით ადამიანს დაეხმარა ცხოვრების შეცვლაში, მშობლებისთვის ასობით სხვა წიგნის შექმნას შეუწყო ხელი და Pew Research Center-ის მიხედვით, მშობლების წვრთნის 50 ათასზე მეტი პროგრამისთვის შეასრულა მოდელის როლი შეერთებულ შტატებში და ვინ იცის, რამდენისთვის – მის ფარგლებს გარეთ.
მოდელს, რომელიც შევქმენი და ამ წიგნში აღვწერე, წლების განმავლობაში კომუნიკაციისა და კონფლიქტების გადაჭრის დროს ვიყენებდით. დღეს უკვე ყველამ იცის აქტიური მოსმენის, მე-შეტყობინებისა და კონფლიქტის გადაჭრის უდანაკარგო მეთოდის შესახებ. მივხვდი, რომ გორდონის მოდელის სახელწოდებით ცნობილ ამ მოდელს არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ყველა სახის ურთიერთობაში იყენებდნენ: ოჯახში, სამსახურში, სკოლაში და ზოგადად, ყველგან. ჩემეულ ტერმინებს შეხვდებით ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში, ბიზნეს-ლიდერებისათვის განკუთვნილ კურსებში, ზრდასრულთა სწავლების პროგრამებში. არსებითად, ინტერპერსონალური კომუნიკაცია და კონფლიქტის გადაჭრა ყველგან მნიშვნელოვანი საკითხებია.
წლების შემდეგ გავაცნობიერე, რომ ამ მეთოდებისა და უნარების წყალობით, ადამიანთა ურთიერთობა სულ უფრო და უფრო დემოკრატიული ხდება, რაც, თავის მხრივ, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უწყობს ხელს. როცა ადამიანებს აღიარებენ, როცა მათ თავისუფლად შეუძლიათ თვითგამოხატვა და იმ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, რომელიც მათზე ახდენს გავლენას, მათი თვითშეფასება მაღლდება, უფრო თავდაჯერებულები ხდებიან და აღარ ითრგუნებიან უმწეობის იმ გრძნობით, რომელიც მუდამ არსებობს ავტოკრატულ ოჯახში.
ეს უნარები მნიშვნელოვანია მთელ სამყაროში მშვიდობისთვისაც. დემოკრატიული ოჯახი მშვიდობიანი ოჯახია და ასეთი ოჯახების სიმრავლის პირობებში, შევქმნით საზოგადოებას, რომელიც უარყოფს ძალადობას და ომს მიუღებლად მიიჩნევს.
ამ წიგნის წერისას ცხოვრების დინებაზე არ მიფიქრია, ვერ განვსაზღვრე, რომ მომავალში PET-ის მეთოდებით აღზრდილი ბავშვები არა მხოლოდ უფრო ჯანსაღი და ბედნიერი ზრდასრულები იქნებოდნენ, არამედ თავადაც დემოკრატიულ მშობლებად ჩამოყალიბდებოდნენ და არაძალადობრივი ურთიერთობების ციკლი მომავალ თაობებშიც გაგრძელდებოდა. მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ და იმ ადამიანებთან საუბარიც კი შევძელი, ვისი ბებიები და პაპები PET-ის მეთოდებს იყენებდნენ ოჯახში.
ერთხელ ერთმა მეგობარმა მითხრა: "ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში, სულ მცირე, ერთი დიდი პოზიტიური მოულოდნელობა გველოდება". ჩემი ცხოვრების უდიდესი პოზიტიური სიურპრიზი ის გახლავთ, რომ პიტერ ვაიდენი მართალი აღმოჩნდა. PET არა მხოლოდ ამერიკაში გავრცელდა, არამედ ოცდაათზე მეტ ენაზე გამოიცა, დღეს წიგნის 4 მილიონზე მეტი ეგზემპლარი არსებობს და პროგრამას 43 ქვეყანაში ახორციელებენ. ეს "დიდ სიურპრიზზე" ბევრად მეტია.
გამოცდილებამ დაადასტურა, რომ PET-ის ძირითადი კონცეფციები და უნარები დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დაახლოებით ორ- მოცი წლის წინათ, როდესაც პირველად ვასწავლიდი PET-ის კურსს კა- ლიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ პასადენის კაფეტერიაში შეკრებილ ჩვიდმეტ მშობელს. ცვლილება საჭირო იყო. ის უფრო გაფართოვდა და მნიშვნელოვანი გახდა, რადგან კვლევებმა დაადასტურა, რომ ოჯახში ძალადობა პირდაპირ უკავშირდებოდა ძალადობას საზოგადოებაში. წიგნი, რომელიც ხელში გიჭირავთ, ოჯახური ძალადობის საწინააღმდეგო წამა- ლია და მშვიდობა და დემოკრატია მოაქვს.
PET-ის პირველი ჯგუფის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1975 წელს ამერიკელთა თითქმის 95% მხარს უჭერდა ოჯახში ან სკოლაში ბავშვის ფიზიკურ დასჯას. ბოლოდროინდელი გამოკითხვები ადასტურებს, რომ ფიზიკური დასჯის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი განახევრდა და თანდათან უფრო მცირდება – ამის გამო გული სიხარულით მევსება.
ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ამ წიგნის წაკითხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს და გამოცდილება გაგიმდიდროთ.
დოქტორი ტომას გორდონი
სოლანა ბიჩი, კალიფორნია
წიგნის დასახელება: როგორ გავხდე კარგი მშობელი
ორიგინალი დასახელება: Parent Effectiveness Training
ავტორი: თომას გორდონი / Thomas Gordon
მთარგმნელი: ნინო ჭიაბრიშვილი
კატეგორია: ფსიქოლოგია
გვერდების რაოდენობა: 307
ფორმატი: PDF
წიგნში განხილული თემები:
იხილეთ წიგნი:
ტეგები: ელ.წიგნები, ოჯახი, სამეცნიერო, ფსიქოლოგია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•