"ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავებისა და, აგრეთვე, მზისა და მთვარის ამოსვლის, ჩასვლისა და მათი თანშეყრის შედეგად განეგება ყოველივე ჩვენეული. ამის შესახებ არსებობს ასტროლოგია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ის ნიშნები, რაც მათგან ხდება, ეხება წვიმასა თუ უწვიმრობას, სიგრილესა თუ სითბოს, სინოტივესა თუ სიმშრალეს, აგრეთვე, ქარს და სხვა ამგვარს, მაგრამ არანაირად - ჩვენეულ საქმეებს; თვითუფლებრივნი დავიბადეთ ჩვენ შემოქმედისგან, რის გამოც ჩვენეულ საქმეთა უფროსები ვართ. მართლაც, თუ ვარსკვლავების მსვლელობის მიხედვით ვაკეთებთ ყოველივეს, ესე იგი აუცილებლობის მიხედვით ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ის, რაც აუცილებლობის მიხედვით კეთდება, არც სათნოებაა, არც ბოროტება. ამიტომ, თუ არც სათნოებას ვფლობთ, არც ბოროტებას, აღარც ქებისა და სასჯელის ღირსნი ვყოფილვართ; ღმერთიც უსამართლო აღმოჩნდება მაშინ, რადგან ზოგისთვის სიკეთე უბოძებია, ზოგისთვის კი - გაჭირვება."
"მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა"
წმ. იოანე დამასკელი
წინასიტყვაობა
"შესაქმე" ეწოდება ბიბლიის პირველ წიგნს, სადაც მოთხრობილია ღვთის მიერ სამყაროს შექმნა და დედამიწაზე პირველ ადამიანთა ცხოვრების ისტორია. ყველა ეპოქაში აინტერესებდათ თუ როგორ გაჩნდა სამყარო და ადამიანი. ამის შესახებ ადამიანების მიერ ბევრი წიგნია დაწერილი, როგორც წინა საუკუნეებში , ისე თანამედროვე მეცნიერებაში, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანურ ძალისხმევას მაინც ვერ სცდება და როგორც ზოგიერთი მეცნიერი აღიარებს, ასტროფიზიკაში უფრო მეტი კითხვის ნიშნებია სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით, ვიდრე ბიბლიურ კოსმოგონიაში. ამიტომ საინტერესოა იმის გაგება, თუ რას გვაუწყებს ის წიგნი, რომელიც დაწერილია ღვთის შთაგონებიათ და უფრო მეტად საინტერესოა იგი წმ. მამების განმარტებებთან ერთად, რომლებიც, ისევე როგორც მოსე, სულიწმინდის ძალით წერდნენ. ამისათვის განვიზრახეთ ერთად შეგვეკრიბა იმ მამათა განმარტებები “შესაქმის” წიგნზე, რაზეც კი ხელი მიგვიწვდა. ძირითადად გამოყენებულია შემდეგი წყაროები:
ხოლო თუ სხვა ლიტერატურიდან არის გამოყენებული რომელიმე კომენტარი, ეს მითითებული იქნება იქვე სქოლიოში.
თარგმნელ შემდგენელი: დავით თინიკაშვილი
იხ. წიგნი:
(ნაწილი პირველი)
ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, თეოლოგია, თინიკაშვილი, სამეცნიერო, ქველი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•