წმიდა ათანასე დაიბადა ალექსანდრიაში. მისი დედა ღრმად მორწმუნე იყო, რომელსაც ადარებენ წმიდა ანნას, სამუელის დედას, რომელმაც თავისი შვილი შესწირა ტაძარს(1მეფ. 1.28), ასევე ალექსანდრეს დედამ შესწირა ტაძარს შვილი, რომელიც საკუთარ თავს ერჩივნა და ძალიან უყვარდა, მიუყვანა ალექსანდრეს, იმ დროინდელ ალექსანდრიის პატრიარქს. ის მიუძღვნა ეკლესიას, რათა აღზრდილიყო ეკლლესიის და მამულის სასარგებლოდ, მშობლის გასახარად და სულის საცხოვნებლად.295 წელს დაიბადა. 319 წელს ალექსანდრიაში დიაკვნად დაასხა ხელი პატრიარქმა. ამ დროიდან წმიდა ალექსანდრე იწყებს საღვთისმეტყველო ნაშრომების წერას. წმიდანი ხედავდა, რომ მონასტერში ახლად მსულნი არ იღცწოდნენ სულის საცხოვნებლად, არ ჰქონდათ: მოკრძალება, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული, მათ არ ჰქონდათ დავიწყებული ის წარმართული ცხოვრება, რითაც მანამდე სუნთქავდნენ, პირიქით ქრისტიანულ სარწმუნოებას ურევდნენ თავიანთ ურჯულო ჩვეულებებს და ეძებდნენ ქება-დიდებას. ამ დროს იწყება არიოზელობის წვალებათა ბუმი, რომელიც გმობდა ქრისტეს, აკნინებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ სწავლებას თავის-თავში და ეკლესიაშიც უნდოდა შეეტანა შფოთი. მართლაც, ამ ერესმა ისე მოიცვა მთელი ეკლესია, რომ ძალიან გაჭირდა მართალ-მტყვანის გარჩევა, სწორედ ამიტომ მოიწვიეს მსოფლიო საკლესიო კრება, გარდა ამისა იყო სხვა მიზეზებიც, მაგრამ მთავარ მიზეზად მაინც ეს რჩებოდა. შეარყიეს ეკლესიის მრევლი არიოზმა და მისმა გუნდმა, სულიერი სისხლი დაღვარეს მათ წინააღმდეგ ათანასე დიდმა და წმიდა ეპისკოპოსებმა, რომელნიც წინ აღუდგნენ მას( სპირიდონ ტრიმიფუნტელ ეპისკოპოსი, ნიკოლოზ მირონლუკიის ეპისკოპოსი(ბოლოტოვის აზრით არ მიუღია თითქოს მონაწილეობა, მაგრამ ეს ტყუილია), ეფრემ ასური და მრავალი სხვა.).

326 წელს ალექსანდრიის პატრიარქის სიკვდილის შემდეგ, წმიდა ათანასე გამოირჩიეს ეპისკოპოსად, მან ღვთის შეწევნით ,,გაანადგურა" არიანელები დისპუტებში. ამიტომაც ყველა არაქრისტიანი აღდგა წმინდანის წინააღმდეგ და წყევლიდნენ მას, ცილს სწამებდნენ იმპერატორის წინაშე. ამ დროს იმპერატორი იყო კონსტანტინე დიდი (306-337 წწ), ის ითვლებოდა ქრისტეს ეკლესიის მფარველად. მას კარგად ესმოდა საბრძოლო სტრატეგია, დიპლომატია, სახელმწიფო საქმიანობა, მაგრამ ეკლესიის საქმიანობა და სახარება კარგად არ იცოდა და ამიტომ მერყეობდა ჭეშმარიტებასა და არიოზელობას შორის არჩევნის გაკეთებაში. ამით სარგებლობდნენ არიანელები, მთლიანად ერეტიკოსებმა მოიცვეს მისი სასახლე და ამიტომაც ადვილად შემოჰქონდათ განხეთქილება, ისინი აბრალებდნენ წმიდა ათანასეს, რომ ცუდი ადამიანია და ცუდად ეკცევა თავისი ეპარქიის ხალხს, ასევე არ უსმენს მეფეს, ის დამოუკიდებლად იღებს ფულს და ის არის ქურდი. მეფე ამ ყველაფერს ხედავდა და უნდოდა მათ შორის მშვიდობა ჩამოეგდო, მაგრამ ძალიან ძნელი საქმე იყო, რადგანაც ომის ნიშნებიც კი იყო მათ შორის, ამიტომ იმპერატორმა ურჩია დროებით წასულიყო სადმე. წმიდანმა უმეტესი თავისი ცხოვრება დევნაში გაატარა, მონაძვნების მხარდეჭერაც არ ჰქონდა, მხოლოდ ორ დიდ მამასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, ესენი იყვნენ ღირსი მამები ანტონი და პახუმი. გაგრძელება იქნება

ტეგები: qwelly, ათანასე, დიდი, ეკლესიის_ისტორია, ცხოვრება, წმიდა

ნახვა: 493

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters