კანონი 1

კონსტანტინოპოლში შეკრებილმა წმინდა მამებმა განვაჩინეთ: ბითვინიის ნიკეაში შეკრებილ სამას თვრამეტ მამათა მიერ მიღებული სარწმუნოების სიმბოლო შეურყევლად იქნეს დაცული და არავინ გაბედოს მისი უგულებელყოფა, ხოლო ყველა მწვალებლობას ანათემას გადავცემთ, სახელდობრ: ევნომიანოსთა, ანომეველთა, არიოზელთა ანუ ევდუქსიანთა, ნახევრადარიოზელთა ანუ სეულთმებრძოლთა, საბელიანოსთა, მარკელიოზთა, ფოტინელთა და აპოლინარელთა.

(II მსოფ. 7; ტრულ. 1,75; ღანგ. 21; ლაოდ. 7,8; კართ. 2; ბასილი დიდი. 1).

კანონი 2

სამთავროთა ეპისკოპოსები ნუ გაავრცელებენ თავიანთ ხელისუფლებას იმ ეკლესიებზე, რომლებიც მათ სამთავროს საზღვრებს გარეთ არის განლაგებული, რათა ამით არ მოახდინონ ეკლესიების ერთმანეთში შერევა; კანონის შესაბამისად ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიები მართოს, აღმოსავლელმა ეპისკოპოსებმა კი მხოლოდ აღმოსავლეთში განაგონ , მაგრამ ამასთანავე ანტიოქიის ეკლესიის უპირატესობის დაცვით, - თანახმად ნიკეის კრების განჩინებისა. ასიის ეპისკოპოსებმა მხოლოდ ასიაში მართონ ეკლესიები, პონტოელმა ეპისკოპოსებმა - პონტოში, ტრაკიელებმა - ტრაკიაში. თუ არ იქნებიან მიწვეულნი, ეპისკოპოსები ნუ გადავლენ თავიანთ სამთავროს საზღვრებს ხელდასასხმელად ან სხვა რაიმე საეკლესიო განკარგულების გასაცემად. საეკლესიო სამთავროს კრება, როგორც ეს ნიკეაშია განჩინებული. რაც შეეხება უცხო ტომთა შორის არსებულ საღვთო ეკლესიებს, ისინი უნდა იმართებოდნენ მამათაგან დაწესებულ ძველ კანონთა მიხედვით.

(მოც. 34,37; I მსოფ. 4,5,6,7; II მსოფ. 3; III მსოფ. 8; IV მსოფ. 17,19,28; ტრულ. 8,25,36,38,39; VII მსოფ. 3,6; ანტიოქ. 9,1,18,19,20,23; ლაოდ. 40; კართ. 11,13,18,26,73,76,95,120; სარდ. 3; ორგზ. 14).

კანონი 3

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსებს მიენიჭოთ რომის ეპისკოპოსის თანაბარი პატივის უპირატესობა, რადგან ეს ქალაქი ახალი რომია.

(IV მსოფ. 28; ტრულ. 36).

კანონი 4

მაქსიმე კინიკელისა და მის მიერ კონსტანტინოპოლში ჩადენილი უწესობის შესახებ განვაჩინეთ: მაქსიმე არც ყოფილა და არც არის ეპისკოპოსი, ამიტომ არც მის მიერ ხელდასხმული პირები შეიძლება ჩაითვალონ დასის წევრებად, რა ხარისხშიაც არ უნდა იყვნენ; ყველა ქმედებას, რაც მისთვის ან მის მიერ არის ჩადენილი, არარად ვრაცხთ.

კანონი 5

დასავლელთა გრაგნილის შესახებ განვაჩინეთ: ანტიოქიელებსაც შევიწყნარებთ, რომლებიც აღიარებენ მამისა და ძისა და სულიწმიდის ერთღვთაებობას.

(II მსოფ. 1; ტრულ. 1; კართ. 1,2).

კანონი 6

ვინაიდან ბევრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, ამიტომ მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეკლესიის მმართველი მართლმადიდებელი ეპისკოპოსების წინააღმდეგ; მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: ჩრდილი მიაყენონ ღვთისმსახურთა კეთილ სახელს და მშვიდობიან მრევლში შფოთი შეიტანონ. ამის გამო კონსტანტინოპოლში მოწვეულ წმიდა კრებაზე შეკრებილმა ეპისკოპოსებმა სათნოდ მივიჩნიეთ შემდეგი განჩინება გამოგვეტანა: არ შეიძლება გამოძიების გარეშე რომელიმე პირის ბრალმდებლად მიღება; ეკლესიის მეთაურზე საჩივრის შემოტანის უფლება ყველას განურჩევლად არა აქვს, მაგრამ არც ყველას ეკრძალება. თუ ვინმე ეპისკოპოსზე შემოიტანს საკუთარ ანუ კერძო საჩივარს, იქნება ეს ქონებრივი პრეტენზია თუ მის მიმართ ჩადენილი სხვა რაიმე უსამართლობის შესახებ, ასეთი ბრალდების განხილვისას არ უნდა მიექცეს ყურადღება არც ბრალმდებლის პიროვნებას, არც მის სარწმუნოებას. ეპისკოპოსის სინდისი სუფთა და თავისუფალი უნდა იყოს და მომჩივანმაც სამართალი უნდა იპოვოს - რა სარწმუნოების მიმდევარიც არ უნდა იყოს იგი; ხოლო თუ ეპისკოპოსის მიმართ წაყენებული ბრალდება საეკლესიო ხასიათისა იქნება, მაშინ გამოსაძიებელია ბრალმდებლის პიროვნება. პირველ რიგში არ უნდა მიეცეთ მწვალებლებს უფლება მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს საეკლესიო საქმეებში დასდონ ბრალი. მწვალებლებად კი მივიჩნევთ ყველას, ვინც ძველთაგანვე ეკლესიისათვის გარეშედ არიან შერაცხილნი, ასევე, ვინც იმის შემდეგ შევაჩვენეთ, აგრეთვე იმათ, რომლებიც თვალთმაქცობენ, თითქოს ჩვენს სარწმუნოებას ზედმიწევნით აღიარებენ, სინამდვილეში კი ეკლესიას გამოეყვნენ და კრებებს აწყობენ სწორად დადგინებულ ეპისკოპოსთა წინააღმდეგ; ბრალდება ეპისკოპოსთა წინააღმდეგ არ მიიღება არც იმათგან, ვინც ეკლესიის წიაღში იყო, მაგრამ გარკვეული ბრალდების გამო გასამართლებული და განკვეთილია, ანდა განყენებულია ზიარებიდან, კლირიკოსი იქნება ის თუ ერისკაცი, - სანამ თავად არ განიწმინდება დანაშაულისაგან; ასევე არ მიიღება ეპისკოპოსზე ან დასის სხვა წევრზე ბრალდება იმათგან, ვინც მანამდე თვითონ იყო დასმენილი, სანამ წაყენებულ ბრალდებაში სრულიად უდანაშაულო არ აღმოჩნდება. თუ ბრალმდებელი არც მწვალებელია, არც განყენებული ან განკვეთილი, არც ბრალდებული ყოფილა რაიმე დანაშაულში და ეპისკოპოსს საეკლესიო საქმეებში ადანაშაულებს, წმიდა კრება მოითხოვს, რომ პირველ რიგში მან ეს საჩივარი სამთავროს ყველა ეპისკოპოსს წარუდგინოს და პასუხისმგებლობაში მიცემული ეპისკოპოსის მიმართ წარდგენილი ბრალდება თავისი არგუმენტებით განამტკიცოს, თუკი მცდელობის მიუხედავად შეკრებილი ეპარქიის ეპისკოპოსები ვერ შეძლებენ წესრიგის აღდგენას იმ საქმესთან დაკავშირებით, რაშიც ეპისკოპოსს ბრალი ედება, მაშინ ბრალმდებელმა დიდი სამთავროს ეპისკოპოსთა დიდ კრებას მიმართოს, რომელიც ამ მიზეზით შეიკრიბება, მაგრამ სანამ ბრალმდებელი თავის ბრალდებაზე საუბარს დაიწყებდეს, მან წერილობითი პირობა უნდა დადოს, რომ მზადაა იმ შემთხვევაში თუ თვითონ ცილისმწამებელი აღმოჩნდება, იგივე სასჯელი მიიღოს, რაც ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ელოდა. ხოლო, ვინც უგულებელყოფს დადგენილ განჩინებას, გაბედავს და სამეფო ხელისუფლებას მიმართავს ანდა საერო მთავრის სასამართლოს, ან კიდევ მსოფლიო კრებას - რაც ადგილობრივი სამთავროს ყველა ეპისკოპოსის ღირსების შეურაცხყოფა იქნება - და ეს ცნობილი გახდება, მაშინ ასეთი პირი არ უნდა იყოს მიღებული თავისი ბრალდებით, როგორც კანონების შეურაცხმყოფელი და საეკლესიო კეთილწესიერების დამრღვევი.

(მოც. 34,37,74,75; IV მსოფ. 9,17,19,21; ტრულ. 8; ანტიოქ. 14,15,20; ლაოდ. 40; სარდ. 4; კართ. 8,10,11,12,15,18,19,59,104,107,128,129,130,132; ორგზ. 13; თეოფილე ალექს. 9).

კანონი 7

მწვალებლებს, რომლებსაც მართლმადიდებლობაში მოქცევა სურთ და გამოხსნაში მყოფ ნაწილთან შეერთება, შემდეგი განწესებით შევიწყნარებთ: არიოზელებს, მაკედონიოსელებს, საბატიანელებს, ნოვატიანელებს, რომლებიც საკუთარ თავს წმინდანებს და საუკეთესოებს უწოდებენ, ასევე მეათოთხმეტელებს ანუ ტეტრადიტებს და აპოლინარებს მივიღებთ, როცა ისინი ხელწერილით შეაჩვენებნ ყოველგვარ ერესს, რომელიც ისე არ ასწავლის, როგორც წმინდა საღვთო კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ამის შემდეგ დავბეჭდავთ, ანუ წმინდა მირონს ვცხებთ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირის ნესტოებზე, ტუჩებზე და ყურებზე. და ცხებისას ვიტყვით: სული წმიდის ნიჭის ბეჭედი. ევნომიანოსელებს კი, რომლებიც ერთგზის შთაფლვით ნათლავენ და მონტანელებს, ფრიგველებად წოდებულთ, აგრეთვე საბელიანელებს, ძე-მამობას რომ ქადაგებენ და სხვა სისაძაგლეს სჩადიან, და სხვა დანარჩენ მწვალებლებს (აქ ბევრია ასეთი, განსაკუთრებით გალატელთა მხრიდან), რომლებსაც სურთ მართლმადიდებლობას ეზიარონ, მივიღებთ ისეთივე წესით, როგორითაც წარმართებს ვიღებთ. პირველ დღეს მათ ქრისტიანებად ვრაცხავთ, მეორე დღეს კათაკმევლებად, მესამე დღეს შელოცვებს ვუკითხავთ სამგზის შებერვით სახეში და ყურებში და ასე ვყოფთ მათ კათაკმეველებად და ვუწესებთ ეკლესიაში წმიდა წერილების მოსმენას, და მხოლოდ ამის შემდეგ ვნათლავთ.

ტეგები: qwelly, ეკლესია, ეკლესიის_ისტორია, ისტორია, კანონმდებლობა, კრებები, მსოფლიო_კრება

ნახვა: 363

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cities and Memory - Remixing the World

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

Certain memories stay with us forever Shot of happy senior woman listening to music with headphones at a retirement home memory stock pictures, royalty-free photos & images Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…

გაგრძელება

Why Does Memory Assessment Matter?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

Faulty Memory - For use in my blog on July 23, 2012. denniss… - Flickr Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…

გაგრძელება

Can a Lifeless CMOS Battery Have an Effect.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

woman in white top holding a camera All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…

გაგრძელება

Is your Memory at Risk?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters