თემები რომის იმპერიაში ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ჩამოყალიბდა. რომის იმპერატორები 300 წლის განმავლობაში დევნიდნენ ქრისტიანებს. მათი პირველი დევნა უკავშირდება ნერონს, რომელმაც რომის გადაწვა ქრისტიანებს დააბრალა და ისინი საჯაროდ დასაჯა. ქრისტიანების დევნა შეწყდა კონსტანტიკე დიდის დროს. იგი ნგრევის პირას მისული რომის იმპერიის აღდგენას და აღორძინებას ქრისტიანობის გზით ცდილობდა.

ნიკეის პირველი საეკლესიო კრება

არიოზი იყო ალექსანდრიელი მღვდელი, რომელიც სამების ერთიანობას უარყოფდა. იგი თვილდა, რომ „იყო დრო, როცა არ იყო ქრისტე“. ალექსანდრიის არქიეპისკოპოსი შეეცადა მის გადარწმუნებას, მაგრამ უშედეგოს. მან არიოზი განკვეთა ეკლესიიდან, ის კი პალსეტინაში გაიქცა, სადაც ნიკომედიის ეპისკოპოსმა ევსევიმ შეიფარა. ამ განხეთქილების აღკვეთა გახდა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების, რომელიც 325 წელს კონსტანტინე პირველმა მოიწვია ქალაქ ნიკეაში. კრებამ დაგმო არიოზის შეხედულებები და დაადგინა ქრისტიანული მრწამსი. ასევე დადგინა აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის დრო – გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველი კვირა დღე. შემოიღეს 20კანონი ეკლესიის მოწყობისა და წესრიგის შესახებ.

კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრება (რიგით მეორე)

მეორე სეკლესიო კრება მოიწვია თეოდოს პირველმა 381 წელს კონსტანტინოპოლში. ამ კრების მთავარი აზრი იყო დაეგმო ეპისკოპოს მაკედონის შეხედულება, რომელიც უარყოფდა სულიწმინდის არსებობას და მიიჩნევდა მას ქრისტეს ძალად. კრებამ დაადგინა, რომ სამების წევრები თანასწორნი და თანაარსებულნი არიან. ამავე კრებაზე დამტკიცდა, რომ კონსტანტინოპოლი იყო ახალი რომი.

ნიკეისა და კონსტანტინოპოლის საერთაშორისო კრებებზე საფუძველი ჩაეყარა რომის იმპერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებას.

ეფესის პირველი საეკლესიო კრება(რიგით მესამე)

სამების დოგმატის განსაზღვრის შემდეგ დავა დაიწყო ღმერთის ორბუნებიანობის შესახებ. ამის საბაბი გახდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნესტორის ნაშრომში განვითარებული აზრი. ის ამბობდა, რომ ქრისტეში არსებობდა ორი ბუნება – ღვთაებრივი და ადამიანური, მაგრამ მისი მტკიცებით, ქრისტე დაიბანა როგორც ადამიანი, ხოლო ღვთაებრიობა მისი უცოდველი ცხოვრების შედეგად მიიღო. ქრისტე იყო არა ღმერთი, არამედ ღვთაების მატარებელი, შესაბამისად მარიამისთვის უნდა გვეწოდებინა არა ღვთისმშობელი, არამედ ქრისტეს მშობელი. მას წინ აღუდგნენ ალექსანდრიის პატრიარქი კირილე და რომის პაპი ცელესტინი. ამ დავის აღსაკვეთად თეოდოს მეორემ 431 წელს ეფესში მოიწვია მესამე საეკლესიო კრება.კრებამ ერთხმად დაგმო ნესტორის იდეები. აქვე დადგინდა დოგმა ღვთისმშობლის შესახებ.

ქალკედონის პირველი საეკლესიო კრება(IV)

ნესტორის მოძღვრების მოწინააღმდეგე ევტიხი აცხადებდა, რომ ქრისტეში ადამიანური ბუნება საერთოდ არ არსებობდა. მისი ეს იდეა მოიწონა ალექსანდრიის პატრიარქმა დიოსკორმა, მაგრამ დაგმო კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფლავიანიმა. ამის გამო დიოსკორმა მოითხოვა საეკლესიო კრების მოწვევა, რომელიც 451 წელს ქალკედონში ჩატარდა იმპერატორ მარკიანეს დროს. ქალკედონის კრებამ მიიღო განსაკუთრებული დოგმატი – “ქრისტეს ორბუნებნოვისა და ერთი სახეობის შესახებ”. დადგინდა ქრისტოლოგიური განსაზღვრება: ქრისტეში მოცემულია ერთმანეთისგან განსხვავებული და განუყოფელი ორი ბუნება – ღვთაებრივი და ბუნებრივი. კრების მონაწილეთა ნაწილმა (150 ეპისკოპოსი) არ მოაწერა ხელი ამ დადგენილებას. აღმოსავლეთ ქრისტიანულ სამყაროში – სომხეთში, სირიასა და ეგვიპტეში ამ დროიდან დამკვიდრდნენ მონოფიზიტები.  აქვე შემუშავდა 30 საორგანიზაციო კანონი, რომელთაგან 28-ე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ეს კანონი განსაზღვრავდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ადმინისტაციულ და სასამართლო მოღვაწეობის არეალს. იგი გაუტოლდა დასავლეთში რომის პაპს.

კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო კრება ( რიგით მეხუთე)

VI საუკუნეში, იუსტინიანეს მმართველობის ხანაში, იმპერატორი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შერიგებას თვილდა. მონოფიზიტები მოითხოვდნენ V საუკუნის ცნობილი მოღვაწეების თეოდორე მოფსუეტელის, თეოდორე კვირიელისა და ივა ედესელის განკვეთას. მონოფიზიტები თვლიდნენ, რომ ნესტორიელები ხსენებული პირევის წერილებს მათ წინააღმდეგ ბოროტად იყენებდნენ. იუსტინიანემ დაუთმო მონოფიზიტებს და კონსტანტინოპოლში მოიწვია მეხუთე საეკლესიო კრება, სადაც ამ ავტორების თხზულებები განიხილეს და აკრძალეს.

კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრება  (VI)

მონოფიზიტების წინაშე დათმობამ ახალი დავები წარმოშვა. კონსტანიკე V პოგონატი იძულებული გახდა 681 წელს მოეწვია კონსტანტინოპოლის მესამე საეკლესიო კრება და ეღიარებინა ნიკეა-კონსტანტინოპოლის მიერ დადგენილი მრწამსი.

ნიკეის მეორე საეკლესიო კრება (VII)

VII საეკლესიო კრება შედგა ნიკეაში 787 წელს. დაგმეს ხატმებრძოლეობა. კრების მთავარი დადგენილება იყო ხატთაყვანისცემის დოგმატის დაწესება. მიიღეს 22 კანონიკური წესდება, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმონიის ( საეკლესიო თანამდებობებით ვაჭრობა) აკრძალვის, საეკლესიო ქონების გასხვისებასა და საეკლესიო თანამდებობებზე საერო პირის დანიშვნის შესახებ.

წყარო: შუა საკუნეების ისტორია – “ეკლესია ადრეულ შუა საუკუნეებში” .

ტეგები: qwelly, კრება, მსოფლიო, საეკლესიო

ნახვა: 807

გამოხმაურებები!

kargia

RSS

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters