„ეროვნული ფრონტი“
მ ი მ ა რ თ ვ ა
თანამემამულენო!
მოგეხსენებათ, დღეს უკვე აშკარა და ყველასთვის თვალნათელი გახდა, თუ როგორ უმოწყალოდ სხვისდება ქართველი ერის საკუთრება, წინაპართა მიერ სისხლით და ოფლით დაცული ქართული მიწა–წყალი, ეკონომიკურად წელში გატეხილი ქართველი გლეხი კი იძულებულია მამაპაპისეული ფუძე მიატოვოს ან ახალ უცხოტომელ მემამულეთ შეუდგეს მომსახურედ. ხშირად კი ისეც ხდება, რომ ახალ მემამულეთ სწორედ თავიანთი თანატომელნი ჩამოჰყავთ სამოსახლოდ და დასაქმებისთვის და ასე, ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ და გეგმაზომიერად იზღუდება ქართველთა სივრცე საქართველოს ტერიტორიაზე.
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო 20 წლის მანძილზე ქართულმა სახელმწიფომ და ქართველმა ერმა მრავალი ტრაგედია და ჭირ–ვარამი გამოიარა. მაშინ, როდესაც ქვეყნის მმართველთ მკვიდრი ერის გამოცოცხლებასა და მის ეკონომიკურ მოღონიერებაზე უნდა ეზრუნათ, საეჭვო „კეთილისმსურველთა“ რეკომენდაციებით და პროექტებით სულ მთლად დასცეს და დააუძლურეს ქართველი გლეხი, ქართული სოფელი მისუსტდა, სოფლის მეურნეობის საწარმოო პოტენციალი კი სრულად დაქვეითდა. მეტიც, 2006 წელს გართულებული პოლიტიკური ვითარების ფონზე რუსეთის ფედერაციის მიერ ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებამ ქართველ გლეხს და ფერმერს გასაღების ბაზარი დააკარგვინა. „კეთილისმსურველებმა“ ესაც არ იკმარეს და უცხოური პროდუქიის იმპორტი არნახული შეღავათებით წაახალისეს, თითქოს საგანგებოდაც, ადგილობრივი წარმოების სრულად ჩასაკლავად. შედეგად, ქართული სოფლის მწარმოებლურობა კატასტროფულად შემცირდა, სოფლები დაიცალა, სოფლის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა ქალაქებსა და უცხოეთს მიაშურა ლუკმა–პურის საშოვნელად. ამასობაში კი აღმოჩნდა, რომ ქართული სასოფლო–სამეურნეო მიწები ერთობ სასურველ ლუკმად შეუგულებიათ სხვადასხვა ჯურის გადამთიელთ და აკი დაიწყეს კიდეც ქართული მიწა–წყლის მასობრივად შესყიდვა. 2011 წლის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 30 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო–სამეურნეო მიწაა გასხვისებული და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. უკანასკნელი მონაცემებით, მიტოვებული ქართული მიწა–წყლის დაპატრონებით დიდად არიან დაინტერესებულნი ჩინეთისა და ინდოეთის მაცხოვრებელთა მოზრდილი ჯგუფები. ვითარებას ისაც ართულებს, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, არ მოქმედებს სავიზო რეჟიმი, საოცრად გამარტივებულია მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები, დარღვეულია ქართული ენის კონსტიტუციური უფლებები. ასეთი ყოფა კი სწორედ მოღალატური პოლიტიკის შედეგია, რადგან მივისწრაფვით ცივილიზებული ევროპისკენ, მაგრამ იქ ვერსად ვნახავთ საკუთარი ქვეყნისა და ერისადმი ასეთ უპატივცემლობას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დღეს რეალური საფრთხე ემუქრება ქართველი ერის არსებობის ფუნდამენტურ პრინციპებს, რადგან ის საკუთარ ქვეყანაში კარგავს მესაკუთრის ფუნქციას და ხდება დროებითი დაქირავებული მომსახურე ფენა. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ თქვენს მიერ ინიცირებული „ქართული სოფლის“ პროექტის დამუშავება და განხორციელება წარმოადგენს ერთადერთ გამოსავალს მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ქართული სოფლის შესანარჩუნებლად და ასაღორძინებლად, ქართველი გლეხის და ფერმერის მოსაძლიერებლად.
მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მიგვაჩნია, რომ უნდა:
1.აიკრძალოს ქართული სასოფლო–სამეურნეო მიწების, სატყეო და წყლის რესურსების გასხვისება;
2.გამკაცრდეს სავიზო და საიმიგრაციო რეჟიმი;
3.გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები და შესაბამისობაში მოვიდეს ის ევროპულ სტანდარტებთან;
4.აიკრძალოს შრომითი მიგრანტების დაშვება ქვეყნის ტერიტორიაზე;
5.დაცულ იქნას ქართული ენის უზენაესობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე;
6.დაიწყოს „ქართული სოფლის“ მიზნობრივი სამთავრობო პროგრამის შემუშავება და განხორციელება ქართული სოფლის გადასარჩენად და ასაღორძინებლად.
7. უკანონოდ გაყიდული ეროვნული ქონება დაუბრუნდეს მის ერთადერთ კანონიერ მფლობელს და მესაკუთრეს – ქართველ ხალხს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•