ფაქტები ძილის შესახებ, ძილის ფაქტები, ფაქტები, საინტერესო, Qwelly

1. ძილის მეშვეობით შეგიძლიათ აითვისოთ სასწავლი მასალა

      იმის ნაცვლად, რომ ტესტირების (საკონტროლოს ან მოხსენებს წაკითხვის) წინა ღამე მეცადინეობაში გაატაროთ, გირჩევნიათ ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე დაიძინოთ. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ როდესაც ჩვენი ტვინი სიზმრებს ნახულობს, ეს გვეხმარება ახალი მასალის უკეთ ათვისებასა და რთული პრობლემების გადაწყვეტაში. ეს ხდება იმიტომ რომ ძილის დროს ადამიანის ტვინი არჩევს, ამუშავებს და ითვისებს ახალ ინფორმაციას.იმისთვის რომ თქვენი ძილი იყოს ღრმა და მშვიდი და, შესაბამისად, ახალი ინფორმაციის ათვისების ხარისხი გაუმჯობესდეს, გამორიცხეთ ნებისმიერი ხმაური საძილე ოთახში. იგივე ტელევიზორი უარყოფითად მოქმედებს სიზმრების ნახვის სიხშირესა და ხარისხზე.

2. ყველაზე გავრცელებული სიზმარი

      როგორც აცხადებს სიზმრების ექსპერტი და მედიუმი ლორი ლოენბერგი, ყველაზე გვარცელებული სიზმარია მეუღლის ან საყვარელი ადამიანის ღალატი (ხშირად თქვენს საუკეთესო მეგობართან).მან გამოკითხა 5 000 ადამიანზე მეტი და აღმოაჩინა, რომ სწორედ პარტნიორის ღალატი არის ყველაზე გავრცელებული სიზმარი ყველა სქესისა და ასაკის ადამიანებს შორის. ხანდახან ამ სიზმრებს რეალური საფუძველი აქვთ, მაგრამ უფრო მეტად რეალობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.

3. ერთი ღამის განმავლობაში რამდენიმე (თორმეტამდე) სიზმარს ნახულობთ.

      ექსპერტების თქმით, ერთი ღამის განმავლობაში რამდენიმე სიზმარს ვნახულობთ, თუმცა ყველას რა თქმა უნდა ვერ ვიმახსოვრებთ. ღამის განმავლობაში ყოველ 90 წუთში ერთხელ ვნახულობთ სიზმრებს, და ყოველი მომდევნო ციკლი წინაზე უფრო ხანგრძლივია. თქვენი პირველი სიზმარი გრძელდება დაახლოებით 5 წუთს, ხოლო ბოლო – 45 წუთიანია. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი დაახლოებით 100 000 სიზმარს ნახულობს.

4. გაღვიძებისას შეგიძლიათ იოცნებოთ

      ოდესმე გაღვიძებულხართ საოცრად ლამაზი სიზმრისაგან, ისე, რომ გაღვიძება აღარ გინდოდათ? თქვენ წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ გაღვიძების მერეც გააგრძელოთ ეს სიამოვნება. არ გაინძრეთ, დარჩით ლოგინში იგივე მდგომრეობაში და რამოდენიმე წუთში ისევ დაუბრუნედებით თქვენს ოცნებას.

5. ყველაზე არარეალური სიზმარიც კი შეგვიძლია ავხსნათ

      ფსიქოტერაპევტი ჯეფრი სტამბერი ჰარვარდიდან ამბობს, რომ ყველა სიზმარს, არარეალურსაც კი, შეიძლება ჰქონდეს სიმბოლური მნიშვნელობა და შეიძლება ახსნილ იქნას. იგი დამოკიდებულია იმაზე, რაც უნდა ვიცოდეთ საკუთარ თავსა და გარშემო სამყაროზე. თუ დაგესიმზრათ ძალზე უცნაური რამ, დაფიქრდით, როგორი რეაქცია გქონდათ. ხანდახან უჩვეულო მოვლენები გვესიზმრება იმისთვის, რომ განვიცადოთ ემოციების საჭირო სპექტრი, რომელიც გვაკლია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

6. სიზმრები, რომლებიც ხშირად მეორდება, აუცილებლად რაღაცის მანიშნებელია

      გქონიათ შემთხვევა, როცა ერთი და იგივე სიზმარი რამდენიმეჯერ მეორდება? ლოენბერგი გვაფრთხილებს, რომ განმეორებითი სიზმარი არის მესიჯი საკუთარ თავს, იგი რაღაცის მანიშნებელია. ასე მაგალითად, საკმაოდ გავრცელებულია განმეორებითი სიზმარი, რომელშიც ადამიანს კბილი სტკივა. გასათვალისწინებელია, რომ კბილები და პირი ადამიანის სიტყვებს აღნიშნავს. ასე რომ სიზმარი, რომელიც კბილებს უკავშირდება, გვაფრთხილებს: საკუთარ სიტყვებს უნდა დავუკვირდეთ.

7. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი სიზმრების მართვა

      მრავალრიცხოვანი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ადამიანის უმეტესობას შეუძლია მართოს თავისი სიზმარი. მეცნიერები ამბობენ, რომ სიზმრის მართვა – ესაა უნარი, რომლის განვითარება შეუძლია ყველას. განსაკუთრებით სასარგებლო ეს იქნება იმათთვის, ვისაც საშინელი სიზმრები ტანჯავს.

ტკბილ ძილს გისურვებთ!

☺☺☺☺☺

ტეგები: Qwelly, საინტერესო, საკითხავი, სიზმრები, ფაქტები

ნახვა: 1199

გამოხმაურებები!

სიზმრების მართვა უნდა ვცადო, საინტერესო ჩანს. 

ბებია და ეფრემვერდი გამახსენა ამ პოსტმა, ყველაზე არარეალურ სიზმარსაც მარტივად ახსნიდა  ხოლმე. )

 

RSS

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters