იმის ნაცვლად, რომ ტესტირების (საკონტროლოს ან მოხსენებს წაკითხვის) წინა ღამე მეცადინეობაში გაატაროთ, გირჩევნიათ ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე დაიძინოთ. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ როდესაც ჩვენი ტვინი სიზმრებს ნახულობს, ეს გვეხმარება ახალი მასალის უკეთ ათვისებასა და რთული პრობლემების გადაწყვეტაში. ეს ხდება იმიტომ რომ ძილის დროს ადამიანის ტვინი არჩევს, ამუშავებს და ითვისებს ახალ ინფორმაციას.იმისთვის რომ თქვენი ძილი იყოს ღრმა და მშვიდი და, შესაბამისად, ახალი ინფორმაციის ათვისების ხარისხი გაუმჯობესდეს, გამორიცხეთ ნებისმიერი ხმაური საძილე ოთახში. იგივე ტელევიზორი უარყოფითად მოქმედებს სიზმრების ნახვის სიხშირესა და ხარისხზე.
როგორც აცხადებს სიზმრების ექსპერტი და მედიუმი ლორი ლოენბერგი, ყველაზე გვარცელებული სიზმარია მეუღლის ან საყვარელი ადამიანის ღალატი (ხშირად თქვენს საუკეთესო მეგობართან).მან გამოკითხა 5 000 ადამიანზე მეტი და აღმოაჩინა, რომ სწორედ პარტნიორის ღალატი არის ყველაზე გავრცელებული სიზმარი ყველა სქესისა და ასაკის ადამიანებს შორის. ხანდახან ამ სიზმრებს რეალური საფუძველი აქვთ, მაგრამ უფრო მეტად რეალობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.
ექსპერტების თქმით, ერთი ღამის განმავლობაში რამდენიმე სიზმარს ვნახულობთ, თუმცა ყველას რა თქმა უნდა ვერ ვიმახსოვრებთ. ღამის განმავლობაში ყოველ 90 წუთში ერთხელ ვნახულობთ სიზმრებს, და ყოველი მომდევნო ციკლი წინაზე უფრო ხანგრძლივია. თქვენი პირველი სიზმარი გრძელდება დაახლოებით 5 წუთს, ხოლო ბოლო – 45 წუთიანია. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი დაახლოებით 100 000 სიზმარს ნახულობს.
ოდესმე გაღვიძებულხართ საოცრად ლამაზი სიზმრისაგან, ისე, რომ გაღვიძება აღარ გინდოდათ? თქვენ წარმოიდგინეთ, შეგიძლიათ გაღვიძების მერეც გააგრძელოთ ეს სიამოვნება. არ გაინძრეთ, დარჩით ლოგინში იგივე მდგომრეობაში და რამოდენიმე წუთში ისევ დაუბრუნედებით თქვენს ოცნებას.
ფსიქოტერაპევტი ჯეფრი სტამბერი ჰარვარდიდან ამბობს, რომ ყველა სიზმარს, არარეალურსაც კი, შეიძლება ჰქონდეს სიმბოლური მნიშვნელობა და შეიძლება ახსნილ იქნას. იგი დამოკიდებულია იმაზე, რაც უნდა ვიცოდეთ საკუთარ თავსა და გარშემო სამყაროზე. თუ დაგესიმზრათ ძალზე უცნაური რამ, დაფიქრდით, როგორი რეაქცია გქონდათ. ხანდახან უჩვეულო მოვლენები გვესიზმრება იმისთვის, რომ განვიცადოთ ემოციების საჭირო სპექტრი, რომელიც გვაკლია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გქონიათ შემთხვევა, როცა ერთი და იგივე სიზმარი რამდენიმეჯერ მეორდება? ლოენბერგი გვაფრთხილებს, რომ განმეორებითი სიზმარი არის მესიჯი საკუთარ თავს, იგი რაღაცის მანიშნებელია. ასე მაგალითად, საკმაოდ გავრცელებულია განმეორებითი სიზმარი, რომელშიც ადამიანს კბილი სტკივა. გასათვალისწინებელია, რომ კბილები და პირი ადამიანის სიტყვებს აღნიშნავს. ასე რომ სიზმარი, რომელიც კბილებს უკავშირდება, გვაფრთხილებს: საკუთარ სიტყვებს უნდა დავუკვირდეთ.
მრავალრიცხოვანი კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ ადამიანის უმეტესობას შეუძლია მართოს თავისი სიზმარი. მეცნიერები ამბობენ, რომ სიზმრის მართვა – ესაა უნარი, რომლის განვითარება შეუძლია ყველას. განსაკუთრებით სასარგებლო ეს იქნება იმათთვის, ვისაც საშინელი სიზმრები ტანჯავს.
ტკბილ ძილს გისურვებთ!
☺☺☺☺☺
ტეგები: Qwelly, საინტერესო, საკითხავი, სიზმრები, ფაქტები
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•