არსებობს მრავალი ლეგენდა მასონური ლოჟების შესახებ. როგორც ცნობილი მკვლევარი ბ.ბაშილოვი მიიჩნევს, მასონობის ისტორია ლეგენდური საბურველით იმიტომ შემოსეს, რომ თავიდანვე გასაიდუმლოებულიყო მათი წარმომავლობა.

       არსებობს ვერსია, რომ მასონობის წარმოშობა მოდის ჯერ კიდევ სოლომონ მეფის დროიდან, როცა მან იერუსალიმის ტაძრის აგება არქიტექტორ ჰირამს დაავალა, რომელიც ცნობილი იყო, როგორც იმ დროის ბრძენი ხუროთმოძღვარი. მან მუშები პირობითად სამ ჯგუფად დაჰყო. შემოიღო საიდუმლო ნიშნები და სიტყვები, რათა ფარულ წევრებს ერთმანეთი ეცნოთ. ამ დროიდან დგინდება მასონი ძმების განსაკუთრებული სიმბოლური ენა და ხარისხი. მასონების კურთხევის /ხელდასხმის/ სისტემა შედგება სამი ხარისხისაგან: მოწაფე, ქარგალი, ოსტატი.

       სხვა ლეგენდური ვერსიით მასონობის დამკვიდრება ეგვიპტელი, ინდოელი, ქალდეველი სწავლულებისა და ქურუმების მოღვაწეობას უკავშირდება. ისინი მათ მიერ დადგენილი ზნეობრივი პრინციპებით ზრდიდნენ საგულდაგულოდ შერჩეულ თავიანთ მიმდევრებს. ხოლო მესამე ვერსიით, ტამპლიერთა (მეტაძრეთა) ორდენიდან იღებს მასონობა სათავეს, რომელიც შემდეგ ერესში გადავიდა. პაპმა კლიმენტი V_მ ეს ორდენი სატანიზმისათვის ამხილა, ხოლო საფრანგეთის მეფე ფილიპე IV–ს ბრძანებით დაარბიეს. რის შემდეგ მათ უკვე იატაკქვეშეთში ფარულად გააგრძელეს საქმიანობა.

       მიჩნეულია რომ მასონობის იდეოლოგიური საფუძველი არის იუდაისტური რელიგია. მდიდარმა იუდეველმა რაბინებმა რომლებიც ხალხის რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები იყვნენ ჩამოაყალიბეს კასტა რომელსაც - "სიონელ ბრძენთა" სახელი ეწოდათ. სიონისტები თავს იუდაიზმის "მესიანურ" ელიტად თვლიდნენ.

       მასონი – ფრანგულ და ინგლისურ ენაზე ნიშნავს "ქვის მთლელს". ქვა ადამიანის სიმბოლოა. მასონობის სიმბოლოა ჩაქუჩი, რომელიც სიმბოლურად ნიშნავს ძალაუფლებას ქვაზე, რადგან ქვა ადამიანის სიბოლოა. ე.ი. – ძალაუფლება ადამიანებზე – ანუ "გამოთალო" ადამიანი ისე, რომ მისცე შენთვის სასურველი აზროვნება. მასონობის სიმბოლოებია აგრეთვე: ფარგალი, გონიო, სახაზავი, შვეული. მასონებმა კაბალიდან ისესხეს გადაბრუნებული წითელი სამკუთხედი, რომელიც ამავე დროს ეშმაკის სიმბოლოცაა. ხუთქიმიანი ვარსკვლავი კი არის ქრისტეს ჯვარის ძლევისა და დამხობის მასონური სიმბოლო. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მასონთა ლოჟის წარმომადგენელმა და წითელი არმიის ფუძემდებელმა ლევ ტროცკიმ ბოლშევიკური მოძრაობის ძირითად სიმბოლოდ სწორედ ხუთქიმიანი ვარსკვლავი შემოიღო.

ამჟამად არსებულ მასონურ ლოჟებს შორის "თავისუფალი კალატოზები" ერთ-ერთი უძველესია. ისინი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან. ღმერთს "სამყაროს ხუროთმოძღვარს" უწოდებენ. ეგვიპტურ "მკვდართა წიგნში" კი ამ ღმერთს გროსმაისტერი ჰქვია. "თავისუფალ კალატოზთათვის" სულიერი ცოდნა სიმბოლიკაზეა დამყარებული, როგორიცაა მასონური ხელის ჩამორთმევა, საიდუმლო სიმბოლური ენა, პირამიდა, პენტაგრამა, რიცხვების 3,7,13,33 გამოყენება გერბებში, ემბლემებში, თანამედროვე საფირმო დაწესებულებებში. "თავისუფალი კალატოზების" საფლავის ქვების წარწერებზე გამოსახულია ქალა და გადაჯვარედინებული ძვლები. ტრადიციის სათავე 1127 წლიდან რაინდ-ტამპლიერების წრისაგან მომდინარეობს.

XIV საუკუნეში ჩაისახა "გველის ძმობის" ორდენი, რომელსაც ლათინური სახელწოდების მიხედვით "ილუმინატები" ეწოდებათ. ილუმინატე ლათინური სიტყვაა და განათლებას, ცოდნას, გაგებას ნიშნავს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათ ჰქონდათ ფარული ცოდნა იმისა, თუ როგორ შესძლებოდნენ ძალაუფლება მოეპოვებინათ ადამიანებზე. ილუმინატების ერთ–ერთი განშტოება არის როზენკრეიცერების ორდენი, რომელიც შემდგომ "წმ იოანეს ორდენის" სახელწოდებით ჩამოყალიბდა. ეს ორდენი ალბერტ მაკის "მასონობის ენციკლოპედიაში" – განმარტებულია როგორც "თავისუფალ კალატოზთა" საიდუმლო მისიის ორგანიზაცია.

1917 წლის 24 ივნისს ლონდონში შედგა ოთხი მსხვილი ლოჟის შეხვედრა, რომლის დროსაც შეიქმნა ინგლისური "დიადი ლოჟა”-რომელსაც "მსოფლიოს დედალოჟას” უწოდებენ.

ევროპაში მოქმედებს ნახევრად გასაიდუმლოებული ორგანო სის – საერთაშორისო კავშირების საბჭო, რომელიც ხელმძღვანელობს ამერიკის მმართველ ლოჟებს.

მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი საიდუმლო ორგანიზაცია არის "კომიტეტი 300". რომელსაც როკფელერის სინდიკატი მართავს. ისინიც საკუთარ თავს "ილუმინატებს” უწოდებენ. ჯონ კოულმანი წიგნში: "კონსპირატორების იერარქია" აღწერს მათ წარმოუდგენელ ძალაუფლებას. მიიჩნევენ, რომ ილუმინატებთან და როზენკრეიცერებთან კავშირი ჰქონდა მარტინ ლუთერს, – რომლის პირადი ბეჭედი იყო ვარდი და ჯვარი. ვარდი და ჯვარი წარმოადგენს ასევე როზენკრეიცერების სიმბოლოსა და ბეჭედს. როზენკრეიცერთა ორდენი კი მიზნად ისახავდა რელიგიათა სინთეზირებას. ჯვარი ქრისტანობის სიმბოლოა. ვარდი_ისლამის. ლუთერანელებს ლუთერის სიკვდილის შემდეგ ხელმძღვანელობდა – როზენკრეიცერების უმაღლესი ხელმძღვანელი ინგლისში სერ ფრენსის ბეკონი.

1969 წელს "300-თა კომიტეტმა" ჩამოაყალიბა ჯგუფი V – 6–სის, რომელიც სპეცმომსახურებას გადიოდა დიდი ბრიტანეთის საიდუმლო ბაზაზე. მასონობის ცნობილი მკვლევარნი საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ადასტურებენ, რომ "300თა კომიტეტის" მიერ მოხდა "დემოკრატიული რუსეთის" სათავეში ბორის ელცინის მოსვლა, რომელიც პრეზიდენტობის დროს დირექტივებს V – 6 –სის- დან იღებდა.

ცნობილი რუსი პოლიტოლოგი გლებ პავლოვსკი წერს, რომ ელცინის კარიერის დასასრულს შემუშავებული იქნა პროექტი სახელწოდებით – "წამსვლელი ელცინი". რომელიც 3 წელი მუშავდებოდა. ამ დროს პრეზიდენტობის ალტერნატად მოისინჯა ათობით ადამიანი, ვისაც უკეთ შეეძლო მათი დავალების შესრულება.

მალტის ორდენის დიდმა კომანდორმა, ალკოჰოლიკმა ბორის ელცინმა საახალწლოდ მთვრალ რუსეთს წარუდგინა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პიროვნების ვლადიმერ პუტინის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე.

XX საუკუნის 90-იან წლებში ნეოკოსმოპოლიტებმა შემოიტანეს იდეა "მსოფლიო სახელმწიფოს" შექმნის შესახებ, რომელსაც იდეოლოგიურ საფუძვლად დაუდეს მონდიალიზმის დოქტრინა. მონდიალიზმი ფრანგული სიტყვაა და გულისხმობს "მსოფლიო სინათლეს". მათი უპირველესი ამოცანა არის მსოფლიოს ყველა ერში წაიშალოს – ნაციონალობა, პატრიოტიზმი, ტრადიციები.

მასონები თითქმის ყველა ქვეყანაში ავრცელებენ თავიანთ იდეოლოგიას. ცნობილი ჩინელი ასტროფიზიკოსი "ჩინელ სახაროვად" წოდებული ჟან ლიჩეი – წერს: – "ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ მასონური პატრიოტიზმს, რადგან იგი უკვე საკმაოდ საშიში ძალა ხდება და ვეღარ ეტევა თანამედროვე მსოფლიოს ჩარჩოებში". გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა პერეს დე კუელერმა ვაშინგტონში გამოსვლისას განაცხადა: "ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი გლობალური იდეით მოაზროვნე ხალხთა საზოგადოება, მათ ისე ღრმად უნდა ჰქონდეთ გამჯდარი იდეა გლობალიზაციისა, როგორც ადრე ჰქონდათ გრძნობა ნაციონალური პატრიოტიზმისა".

1986 წელს მსოფლიოს მასონთა პატრიციუსმა ჰენრი კისინჯერმა მონდიალიზმი მიიჩნია უძლიერეს იარაღად გლობალიზაციის იდეოლოგიისა. მონდიალისტებმა – სოფისტური აზროვნებით – თავიანთი იდეოლოგიის გასამართლებლად გამოიყენეს პლატონის გამონათქვამი – "მწყემსის გარეშე ვერც ცხვრები და ვერც სხვა ცხოველები ვერ იცხოვრებენ, ასევე მონებიც ვერ იცხოვრებენ ბატონების გარეშე". ურიცხვი სექტების შემოტევით – ფარულად და ღიად დაწყებულია მსოფლიო მასონობის შემოტევა მართლმადიდებლობაზე. მასონური სამმხრივი კომისიის მდივანმა ზბიგნევ ბჟეზინსკეიმ პირდაპირ, დაუფარავად განაცხადა, რომ "ამერიკის მთავარი მტერია მართლმადიდებლობა". 1997 წელს ილუმინატებისა და მასონური სამმხრივი კომისიის ინიციატივით ამერიკაში, ინგლისსა და არგენტინაში ჩატარდა – ოკულტისტებისა და სექტანტების კონფერენციები.

მონდიალიზმის ანუ ნეოატლანტიზმის იდეის არსი არის – დასავლეთის ცივილიზაციის გამარჯვება მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებსა და ტრადიციულ რელიგიებზე. ზბიგნევ ბჟეზინსკი ასკვნის "ამერიკას აქვს უფლება იყოს მსოფლიოს პატრონი".

დიტერ რიუგჰებერგის წიგნში "საიდუმლო პოლიტიკა" (გვ 75) მოჰყავს რუზველტის გამონათქვამი: "ხილული ხელისუფლების უკან, ტახტხე ზის უხილავი ხელისუფლება, რომელიც სრულებით არ ენდობა ხალხს და არავის პასუხისმგებლობას არ იღებს თავზე".

აუცილებლობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მასონობისა და სხვა საიდუმლო ორგანიზაციათა ძირითადი იდეოლოგია არის სატანიზმი. მასონობის აღიარებული მკვლევარი ჰელზინგი მიუთითებს, რომ ილუმინატებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ "თავისუფალი კალატოზების" უფროსთან სატანისტ სუვერენ გროსმაისტერ ალბერტ პაიკთან –რომელმაც შემდგომში ჩამოაყალიბა_”კუ კლუს კლანი”, ის როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მოიხსენიებოდა დამატებით "დიდი დრაკონის" სახელწოდებით. კკკ–ს მმართველი ორგანო იყო "თავისუფალი კალატოზები". თავის საქმიანობაში ის იყენებდა მალტის ჯვარს. 1867 წელს სატანისტი ალბერტ პაიკი დაუპირისპირდა ამერიკის პრეზიდენტ ენდრიუ ჯეკსონს – იმ მოტივით, რომ ის მასონობის კიბეზე მე–4 ხარისხიდან უსამართლოდ იყო დაწინაურებული 32–ე ხარისხში. 40 დღის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი იძულებული გახდა გადამდგარიყო. დღემდე ვაშინგტონში აღმართულია ალბერტ პაიკის ძეგლი. მასონური იერარქიის საფეხურები

(შოტლანდიური წესდება)

  1. მოსწავლე; შეგირდი
  2. ქვეოსტატი
  3. ოსტატი (ჩამოყალიბების გრადუსი---"წითელი მასონობა")
  4. საიდუმლო ოსტატი
  5. სრულყოფილი ოსტატი
  6. საიდუმლო მდივანი
  7. ზედამხედველი და მსაჯული
  8. მშენებლობის ზედამხედველი
  9. ცხრათა შორის რჩეული
  10. სახელოვანი ოსტატი (რაინდი)-თხუთმეტთა შორის რჩეული
  11. დიდი რჩეული რაინდი
  12. დიდი ოსტატი-არქიტექტორი
  13. ენოქის სამეფო რაინდი
  14. უმაღლესი, სრულყოფილი ქვისმთლელი ისტორიული---ფილოსოფიური გრადუსი (ვარდისა და ჯვრისსაზოგადოება-წითელი მასონობა)
  15. აღმოსავლეთის ანუ მახვილის რაინდი
  16. იერუსალიმის და დასავლეთის რაინდი
  17. აღმოსავლეთის რაინდი
  18. თავადი როზენკრეიცერი-ტრადიციონალური და რაინდული გრადუსი (კადოშის აეროპაგი) "შავი მასონობა" )
  19. ციური იერუსალიმის დიდი პანტიფიკატი
  20. დიდი ოსტატი ყველა სიმბოლური ლოჟისა "Ad Vitam"
  21. დიდი ნოეს პატრიარქი
  22. სამეფო ნაჯახის ანუ ლივანის რაინდი
  23. სკინიის რაინდი
  24. სკინიის თავადი
  25. სპილენძის გველის რაინდი
  26. მოწყალების რაინდი (თავადი)
  27. რაინდი-ტაძრის კომანდორი
  28. მზის რაინდი
  29. წმინდა ანდრეას დიდი რაინდი_ადმინისტრაციული გრადუსი-("თეთრი მასონობა")
  30. კადოშის დიდი რჩეული რაინდი ანუ შავ-თეთრი არწივის რაინდი (არეოპაგი)
  31. დიდი კომანდორი-ინსპექტორ ინკვიზიტორი (ტრიბუნალი)
  32. სამეფო საიდუმლოს უმაღლესი თავადი (კონსისტორია) საპატიო გრადუსი
  33. დიდი მაგისტრი (უმაღლესი საბჭო)

ტეგები: mason, mythology, ინფორმაცია, მასონი, მითი, რეალობა, საინტერესო

ნახვა: 2965

გამოხმაურებები!

ამათ ეხლა დაიწყეს ამაზე ლაპარაკი და სიუჟეტების კეთება ქველზე კი თითქმის 4 წლის წინ დაიდო ეს ყველაფერი ;)

RSS

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters