ადამიანის ტვინი ყველაზე დიდ ამოცანად რჩება მსოფლიოში. მართალია, მეცნიერებმა ბევრი საინტერესო ფაქტი დაადგინეს და ჩვენი ქცევების ამოცნობაც კი უკვე შესაძლებელია, მაგრამ ბევრი რამ ამოუცნობია.
იცით იმის შესახებ, თუ რამდენად სწორი და უტყუარია თქვენი მოგონებები? ან ის, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ყალიბდება თქვენი ჩვევები? ან რაოდენობა მეგობრებისა, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ?
ეს და სხვა ფსიქოლოგიური ფაქტები დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი:
1. თქვენი ტვინი ძილშიდაც ისევე აქტიურია, როგორც გაღვიძებულ მდგომარეობაში.
როცა თქვენ გძინავთ და ხედავთ სიზმარს, თქვენი ტვინი ამუშავებს და აჯამებს დღის განმავლობაში მიღებულ მთელ ინფორმაციას: წყვეტს რა შეინახოს, რა დაივიწყოს... ალბათ ხშირად გსმენიათ რჩევა გამოცდის ან მნიშვნელოვანი მოვლენის წინ: ,,კარგად გამოიძინე!“ თუ გნებავთ კარგად დაგამახსოვრდეთ ის, რაც ისწავლეთ საუკეთესო ვარიანტია დაიძინოთ, მას შემდეგ რაც იმეცადინეთ.
2. თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ მხოლოდ 3-4 ფაქტი ერთდროულად.
არსებობს წესი: ,,მაგიური ციფრი 7 პლუს მინუს 2“, რომლის თანახმადაც ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად 5-9 საინფორმაციო ბლოკზე მეტის შენახვა. მოკლევადიან მეხსიერებაში ინფორმაციის დიდი ნაწილი ინახება 20-30 წამი, ამის შემდეგ კი ჩვენ მას ვივიწყებთ. თუ რათქმაუნდა არ ვიმეორებთ ხშირად. დასამახსოვრებლად კარგი საშუალებაა ინფორმაციის განაწილება რაიმე საერთო ნიშნების მიხედვით. ასე მაგალითად: ტელეფონის ნომრის ცალ-ცალკე ციფრად დამახსოვრება ძალიან გვიჭირს, მაგრამ სიტუაცია ბევრად მარტივდება, როცა ვიმახსოვრებთ 2-2 ან 3-3 რიცხვისგან შემდგარ ციფრებს.
3. ადამიანი ძალიან ცუდად იმახსოვრებს წითელი და ლურჯი ფერების შერწყმას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერები ძალიან ბევრი ქვეყნის დროშაზეა გამოყენებული, მხედველობისთვის რთული აღსაქმელია ეს ორი ფერი ერთმანეთის გვერდით. ეს ხდება იმ ეფექტის გამო, რომელსაც ,,ხრომოსტერეოფსისი“ ჰქვია. მისი გავლენით ხდება ის, რომ ზოგიერთი ფერი ძალიან ჭრის თვალს, მის ფონზე კი მეორე ფერი საერთოდ ქრება, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვალის გაღიზიანებას და გადაღლას.
4. თქვენ აღიქვამთ ნივთებს სხვაგვარად, ვიდრე ხედავთ მათ.
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ,,არ ავქს მიშვნლნეობა რა თამნიდმეობივრთაა დალბაუგელი ასეობი სიყვატში. მთვარაია რომ პივრლეი და ბლოო ასო იყოს თვაის აგდილას.“
მაშინაც, კი თუ დანარჩენი სიტყვები არეულია, როგორც დარწმუნდით, თქვენ შეძლებთ წინადადების წაკითხვას. ეს ხდება იმიტომ, რომ ტვინი არ კითხულობს ცალ-ცალკე თითო ასოს, არამედ აღიქვამს სიტყვას მთლიანად.
5. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი ყურადღება ერთსა და იმავე საგანზე მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში.
იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ იმყოფებით რაიმე შეკრებაზე, სადაც განიხილავენ თქვენთვის საინტერესო თემას, მაქსიმალური ყურადღება რომელიც შეიძლება მოიკრიბოთ გეყოფათ 7-10 წუთი. ამის შემდეგ თქვენ დაიწყებთ მოდუნებას და აუცილებელი გახდება შესვენების გაკეთება, რათა შეინარჩუნოთ ინტერესი.
6. შესაძლებლობა - დროებით გადადოთ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, გვიჩნდება ჯერ კიდევ ბავშვობიდან.
ადამიანები, რომლებმაც ადრევე გამოიმუშავეს საკუთარ თავში ეს უნარი, უკეთ სწავლობდნენ სკოლაში, შემდგომში კი უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესს და იმედგაცრუებას.
7. ჩვენი დროის 30%-ს ჩვენ ოცნებებში ვხარჯავთ.
ფსიქოლოგების კვლევების თანახმად, ჩვენ ყველას გვიყვარს ოცნებებში გადავარდნა. როგორც მინიმუმ ჩვენი დროის 30%-ს ვხარჯავთ ამ პროცესებში, ზოგიერთი კი ბევრად მეტს, თუმცა ეს არ არის ყოველთვის ცუდი. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მეოცნებეები დიდი შემოქმედებითი უნარით გამოირჩევიან და უკეთ აგვარებენ სხვადასხვა პრობლემებს.
8. ჩვევები ყალიბდება 66 დღის განმავლობაში.
მეცნიერებმა, რომლებიც სწავლობდნენ ჩვევების ჩამოყალიბების პროცესს დაადგინეს, რომ ამ ყველაფერს საშუალოდ 66 დღე სჭირდება.
რაც უფრო რთულია ის ქცევა, რომელიც გვსურს, რომ გადაიზარდოს ჩვევაში, მით მეტი დრო სჭირდება ამ პროცედურას.
9. რაოდენობა მეგობრებისა, რომლებიც შეიძლება გყავდეთ შეზღუდულია.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სოციალურ ქსელში შეგიძლიათ დაიმატოთ და იამაყოთ ათასობით მეგობრის ყოლით, ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ბევრად ნაკლები ახლო კავშირი. ეს ციფრი შეადგენს 50-150-მდე ადამიანს.
10. თქვენ ხშირად ცვლით საკუთარ მოგონებებს.
თქვენ ინახავთ თქვენს მოგონებებს ტვინში და გგონიათ რომ ისინი ვიდეოს ჰგვანან, რომლებიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩართოთ და გააცოცხლოთ ისე როგორც ეს იყო, თუმცა ეს ასე არ არის. ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვუბრუნდებით მოგონებას, ჩვენ მას ვცვლით. ეს ხდება იმიტომ, რომ ნერვული უჯრედები ჩვენს ტვინში ყოველთვის სხვადასხვანაირად აქტიურდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: შემდეგში მომხდარი მოვლენები, ან ადამიანის სურვილი, შეავსოს სიცარიელე მეხსიერებაში.
11. თქვენ არ შეგიძლიათ არ მიაქციოთ ყურადღება საკვებს, სექსს და საფრთხეს.
შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ უბედურ შემთხვევას არცერთი ადამიანი არ უქცევს გვერდს, ყველა ჩერდება და ამ სცენას ცნობისმოყვარეობით აკვირდება.
ასევე კარგი მაგალითია სტატიები: არცერთი ჩვენგანი არ უვლის გვერდს სტატიებს, რომელთაც აქვთ სკანდალური სათაური და დაფიქსირებულია სიტყვები: საფრთხე, შემთხვევა, სექსი....
ტეგები: Qwelly, mind, ეს_საინტერესოა, საკითხავი, ფაქტები
მე რაღაცეები ვიცოდი :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•