მონოლოგი აღებულია ფილმიდან "დიდი დიქტატორი" (The Great Dictator). ფილმი გამოვიდა 1940 წელს, ფილმის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი გახლავთ ჩარლი ჩაპლინი. ფილმი მოგვითხრობს ფაშისტ დიქტატორზე "Adenoid Hynkel"_ზე და მის ანტისემიტურ პოლიტიკაზე.


სხვა ორიგინალი ვიდეოები Qwelly_ზე

დიდი დიქტატორი - ჩარლი ჩაპლინის მონოლოგი

     ძალიან ვწუხვარ. არ მსურს ვიყო იმპერატორი. ეს არ არის ჩემი საქმე. არ მინდა ვმართო ან დავიპყრო ვინმე. მსურს დავეხმარო ყველას, რამდენადაც შესაძლებელი იქნება: ებრაელებს, წარმართებს, შავკანიანებს, თუ თეთრკანიანებს. ჩვენ, ყველას გვსურს დავეხმაროთ ერთმანეთს, ეს ადამიანების ბუნებაშია. გვსურს ვიცხოვროთ ერთმანეთის ბედნიერებით და არა ერთიმეორის სიღარიბით. ჩვენ არ გვსურს გვძულდეს ერთმანეთი...

     საოცარი დედამიწა მდიდარია და შეუძლია ეს სიმდიდრე ყველას გაუზიაროს. ცხოვრება შეიძლებოდა მეტად თავისუფალი და მშვენიერი ყოფილიყო , მაგრამ ჩვენ გზა დავკარგეთ... სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიოს აქვს სიძულვილის ბარიკადები აღმართული და ჩვენც უაზროდ მივაბიჯებთ ამ სისხლისღვრაში.

     თითქოსდა წინ მივიწევთ, მაგრამ გაუთვიცნობიერებლად ვაფერხებთ საკუთარ თავს. ტექნოლოგიებმა მუდმივი სურვილის მდგომარეობაში ჩაგვაგდო. საკუთარმა ცოდნამ ცინიკოსები გაგვხადა და ნიჭიერებამ გაგვაბოროტა.ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას.

     არადა ტექნოლოგიებზე მეტად ადამიანობა გვჭირდება და სიჭკვიანეზე მეტად კი კეთილშობილება და შემწყნარებლობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.

     თვითმფრინავებმა და რადიომ დაგვაახლოვა ერთმანეთს. ეს გამოგონებები ადამიანების სიკეთისათვის, უნივერსალური ძმობისა და გაერთიანებისათვის შეიქმნა. თუნდაც ახლა, ჩემი ხმა მილიონობით ადამიანამდე აღწევს. ძალადობამ ცხოვრება სატანჯველად აქცია და უამრავი უდანაშაულო ადამიანები ცოდვაში ჩადგა ფეხი. მათ, ვინც ახლა მისმენს შემიძლია ვუთხრა: ნუ დაეცემით. მიუხედავად იმისა,რომ სიღარიბეში ვცხოვრობთ,დაივიწყეთ სიხარბე და სიმწარე. ადამიანების ურთიერთსიძულვილი დამთავრდება, დიქტატორი მოკვდება და ის ძალაუფლება, რომელიც მან ხალხს წაართვა, ხალხსვე დაუბრუნდება.

     ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, მაგრამ თავისუფლება არ იღუპება. ჯარისკაცებო, ნუ მისცემთ საკუთარ თავს მათ, ვისაც ეზიზღებით და გიმონებენ, რომლებიც ადგენენ თქვენი ცხოვრების წესს, გეუბნებიან რა იფიქროთ და იგრძნოთ, რომლებიც გაწვალებენ, გეპყრობიან როგორც პირუტყვს და გიყენებენ, როგორც საზარბაზნე ხორცს. არ ჩააგდოთ თავები ასეთი ადამიანების ხელში, ისინი ადამიანები კი არა მანქანები არიან, მანქანების გონებითა და გულით. თქვენ არ ხართ მანქანები! თქვენ არ ხართ პირუტყვები! თქვენ ადამიანები ხართ!!! თქვენ გულებში კაცობრიობის სიყვარული სუფევს. არ შეიძულოთ, რადგან ეს არაბუნებრივია თქვენთვის. ჯარისკაცებო, ნუ იბრძოლებთ დამონებისათვის, იბრძოლეთ თავისუფლებისათვის.

     წმინდა ლუკამ თქვა: "უფლის სამეფო ადამიანშია." არა ერთ რომელიმე ადამიანში, ან ადამიანთა ჯგუფში, არამედ ყოველ ადამიანში და მათ შორის თქვენშიც. თქვენ გაქვთ ძალა, რომ შექმნათ მანქანები და ძალა რომ შექმნათ ბედნიერება. თქვენ შეგწევთ ძალა, რომ შექმნათ თავისუფალი და მშვენიერი ცხოვრება და აქციოთ ეს სამყარო ლამაზ თავგადასავლად.

     დემოკრატიის სახელით გამოვიყენოთ ეს ძალა, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ახალი სამყაროსათვის. მსოფლიოსათვის, რომელიც ადამიანს შრომის საშუალებას მისცემს – ახალგაზრდებს მომავალს და მოხუცებს კი უსაფრთხოებას. ულმობელი და ცხოველი ადამიანებიც დაგპირდებიან ამ ყველაფერს, მაგრამ ისინი მატყუარები არიან და პირობებს არ ასრულებენ. დიქტატორები საკუთარ თავს ათავისუფლებენ, მაგრამ ადამიანებს იმონებენ. ახლა კი დროა ვიბრძოლოთ ამ პირობების შესრულებისათვის, ვიბრძოლოთ მსოფლიოს განთავისუფლებისათვის, მოვშალოთ ეროვნული ბარიერები, გავაქროთ სიხარბე, სიძულვილი და არატოლერანტობა. მოდით ვიბრძოლოთ მშვიდობიანი მსოფლიოსათვის, სადაც მეცნიერება და პროგრესი წარგვიძღვება თითუეული ჩვენთაგანს ბედნიერებისაკენ. ჯარისკაცებო, დემოკრატიის სახელით გავერთიანდეთ!

     აიხედე მაღლა, მაღლა აიხედე. ღრუბლები ირწევიან, მზე აცხუნებს და ჩვენც სიბნელიდან სინათლისაკენ მივექანებით! მივდივართ ახალ სამყაროში – კეთილ სამყაროში, სადაც ადამიანობა სიხარბეზე, სისასტიკესა და სიძულვილზე მაღლა დგას! სადაც ადამიანის სულისათვის ფრთები შეუსხიათ და საბოლოოდ მიუციათ შესაძლებლობა იმისა, რომ იფრინოს. და ისიც დაფრინავს, დაფრინავს ცისარტყელისკენ... იმედის ფერებში, ჩვენს მომავალში – დიდებულ მომავალში, რომელიც შენ გეკუთვნის და მე.. და ყველა ჩვენთაგანს... აიხედე მაღლა, მაღლა აიხედე...

ტეგები: Qwelly, ანტისემიტიზმი, დიქტატორი, მონოლოგი, საინტერესო, ფაშიზმი, ფილმი, ჩაპლინი

ნახვა: 1811

გამოხმაურებები!

მადლობა ლიკუნა!!! ამას მართლაც ბევრი მოწონებაააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!! 

ძალიან მაგარი მონოლოგია...

რა მაგარია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :( :( :(

მონოლოგს რომ თავი დავანებოთ, ჰანს ზიმერის მუსიკა Inception-ს ისე არ უხდება როგორც ამას!! ♥ შესანიშნავია

გენიალური სიტყვები((((

სწორედ იმიტომაა გენიალური ყველა დროს რომ ერგება....

RSS

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters