თუ გადავხედავთ ისტორიულ პირებს, რომლებსაც გენიოსებად მოიაზრებენ, როგორიცაა: ალბერტ აინშტაინი, ლეონარდო და ვინჩი, ბეთჰოვენი, აღმოვაჩენთ რომ მათ აქვთ ერთი საერთო თვისება, რაც გამოარჩევს საზოგადოების ძირითადი მასისგან, ისინი განსხვავებულად აზროვნებდნენ, რაც იპყრობდა დანარჩენების ყურადღებას. ამაზე დაყრდნობით ნაჩვენებია რამდენიმე გზა, თუ როგორ უნდა იაზროვნოთ გენიოსივით.
გენიოსებს თავიანთი საქმე ძალიან უყვარდათ, თუ გინდათ რომ გენიოსივით იფიქროთ, იპოვეთ საქმე რომელიც გიყვართ და მთლიანად გადაეშვით მასში, თავდაუზოგავად იშრომეთ.
1) გაერკვიეთ რა არის თქვენი სწავლების სტილი და შემდეგ გამოიყენეთ ის. მისი ძირითადი სახეებია: აუდიტორია, ვიზუალური სივრცე, კინესტეტიკური სწავლება. სცადეთ სხვადასხვა მეთოდები, დაიმახსოვრეთ მათი თავისებურებები და შემდეგ აირჩიეთ ის სადაც საუკეთესოდ შეგიძლიათ მუშაობა.
2) მეტი განათლება მიიღეთ, ამისთვის ინტერნეტში უამრავი რესურსია, შეგიძლიათ ისარგებლოთ კოლეჯებით, ბიბლიოთეკებით, რომელთა მეშვეობითაც უამრავი მასალა იქნება ხელმისაწვდომი.
3)იყავით აქტიური და და დასვით კითხვები, ყოველდღე შეიძლება ხვდებით ადამიანებს რომლებსაც სხვადასხვა სფეროს ცოდნა გააჩნიათ და შეუძლიათ ეს თქვენც გაგიზიარონ. დაინტერესებული იყავით ყველაფრით როგორც გენიოსი.
4)რასაც შეძლებთ ისწავლეთ ყველაფერი, ოღონდ სრულყოფილად და ბოლომდე გააზრებულად.
5)როდესაც ისწავლით სხვადასხვა დისციპლინებს, შემდეგ იპოვეთ მათ შორის დამაკავშირებელი გზა.
წამოიწყე საქმე და მიიყვანე ბოლომდე. გენიოსური აზრები ხშირად ჩნდებოდა სწორედ იქ, სადაც მას დევნიდნენ და მის თანამედროვეებს სიგიჟედ მიაჩნათ ეს. შეუქმენი შენს თავს სიახლის აღმოჩენის შესაძლებლობები, იმოგზაურე იქ სადაც ჯერ არავინ არ ყოფილა.
ეს არის ცოდნის ის საფეხური, სადაც აღმოჩენები და ინოვაციები ხდება. არ შეგეშინდეთ ეჭვქვეშ დააყენოთ საყოველთაოდ მიღებული აზრი, რადგან გენიოსი ხშირად ერთადერთია ვინც აყალიბებს მიმდინარე ჩვეულებას.
სცადე ბევრჯელ სანამ შედეგს არ მიიღებ. ეს ზრდის შენი წარმატების შანსებს და გამოცდილებას გაძლევს ამ გზაზე. ისტორიას რომ გადავხედოთ გენიოსები სიცოცხლის განმავლობაში ბევრ რამეს აკეთებდნენ, მაგრამ ყველა გაკეთებული საქმე არ იყო გენიალური. არსებობს თეორია თუ როგორ გახდეთ ნებისმიერი სფეროს სპეციალისტი, პრაქტიკისთვის გჭირდებათ 10 000 საათი, პროფესიონალი ორკესრის წევრები და პროგრამისტები ამის ნათელი მაგალითები არიან.
ბლუმის ტაქსონომია მოიცავს აზროვნების ექვს დონეს, იწყება ყველაზე დაბალი დონიდან და მთავრდება ყველაზე მაღალ დონეზე, ამის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ აზროვნების განვითარება.
1) ცოდნა იღებს და ეთანხმება გარკვეულ ფაქტს, მაგ: 2 + 2 = 4 და არ აქვს მნიშვნელობა თქვენ იცით თუ არა რა გზით შესრულდა მოცემული მაგალითის ამოხსნა.
2) ფაქტის გამოყენება უნდა ვიცოდეთ. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ რომ ორ კატას დამატებული ორი კატა, სულ იქნება ოთხი კატა, არ იცით რას ნიშნავს 2 + 2 = 4, მაგრამ მისი გამოყენება შეგიძლიათ.
3)ფაქტის გაგება - თქვენ გესმით კონცეფცია და ისიც იცით როგორ კეთდება 2 + 2 = 4
4) ანალიზი არის ინფორმაციის ნაწილებად დაყოფა 4 - 2 = 2; (1 + 1) + (1 + 1) = 2 + 2 = 4
5) სინთეზი არის ახლის შექმნა, (2 + 2) + (2 + 2) = 4 + 4
6) შეფასება - არსის, ხარისხის განხილვა 2 + 2 = 4
შენ ხარ განსხვავებული და ფიქრობ სხვანაირად. ყველა სახის ნიჭი არის განსხვავებული და ინდივიდუალური. ყველა სახის მოსაზრებაში შეიძლება იყოს რაღაც ჭეშმარიტი და ისეთი რამ რისი სწავლაც შეიძლება. გახსოვდეთ რომ განსხვავეულ აზრს ისტორიის მანძილზე ხშირად უარყოფითი რეაქცია მოსდევდა საზოგადოების მხრიდან და შეიძლება თქვენზეც მსგავსი რამ განმეორდეს, გენიოსები არასოდეს უშინდებოდნენ ამას, არც თქვენ უნდა შეუშინდეთ და მიზნისკენ წახვიდეთ.
1. ისწავლე შენიშვნების და კრიტიკის მიღება პოზიტიურად. ბევრი რამის სწავლა შეიძლება განათლებული ადამიანისგან, თუ მას მოვუსმენთ.
2. არ იკითხო მხოლოდ გენიოსების შესახებ, არამედ ისიც თუ რას წერდნენ თავად გენიოსები, რითაც გაიგებ მათ აზროვნებას. ყოველთვის ეძებე პირველადი წყარო.
3. არ იკითხო მხოლოდ წარმატებების შესახებ, აგრეთვე წარუმატებლობის შესახებაც, ისწავლე მათგან.
4. თუ ფიქრობ რომ თითქმის ისეთივე ჭკვიანი ხარ როგორც გენიოსი, დაისახე ახალი უფრო დიადი მიზანი.
5. შეხედეთ შერლოკ ჰოლმსს და ჯეიმს მორიატს. ისწავლე თუ როგორ ფიქრობდნენ ისინი. ეს შეიძლება დაგეხმაროს მაშინ როცა ორ წინააღმდეგობას შორის ხარ.
6. იკითხე გენიოსების შესახებ, განსაკუთრებით ის სფერო რაც გაინტერესებს. რა წვლილი მიუძღვის ნიკოლა ტესლას, ან რა შექმნა რიჩარდ ფეინმანმა.
7. ყველა გენიოსია, მაგრამ მათ აქვთ სხვადასხვა გზები. იაზროვნეთ ფართოდ.
8. არ შეწყვიტო სწავლა და სიახლის ძიება, თუ გენიოსი ხარ იმ შემთხვევაშიც კი.
1. თუ ბევრს ისწავლი და გამოხატავ შენს ცოდნას სხვებთან, არ იტრაბახო. გენიოსები ფიქრობდნენ რომ მათ იცოდნენ ცოტა, რაც ეხმარებოდა მათ გაეგრძელებინათ სწავლა. ეს არის მათი წარმატების მიზეზი.
2. არ იბრძოლო არავისთან. იფიქრე თუ როგორ დაიმეგობრო ისინი.
3. არ იყო ეგოისტი, თუ გენიოსივით აზროვნებ.
ტეგები: Beethoven, Leonardo, Qwellyland, Tesla, აზროვნება, აინშტაინი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
1 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
© 2025 George.
•