interesting, lips, lipstick, make up, qwelly, დიდი აღმოჩენა, მაკიაჟი, პომადაზე, პომადის წასმა, საინტერესო, სიყვარულის_ჩხირი, ტუჩები, ფაქტები

      ამბობენ ქალის ხასიათის მეტ-ნაკლები სიზუსტით ამოცნობა იმის მიხედვითაც შეიძლება თუ რა ფერის პომადას იყენებს და როგორ ისვამს მასო.

      თუ ტუჩებს იშვიათად, თანაც მსუბუქად და მქრქალი ფერის პომადით იღებავთ - მორიდებული, თავშეკავებული, ეკონომიურად მხარჯველი მანდილოსანი ბრძანდებით. გიძნელდებათ ადამიანებთან კონტაქტი, განსაკუთრებით - მამაკაცებთან. იშვიათად გამოხატავთ გრძნობებს.

      თუ საათობით დგახართ სარკის წინ და პომადას წამდაუწუმ იმატებთ - ისე, რომ იგი სქელ ფენად რჩება ტუჩებზე, მაშინ თავმოყვარე, მფლანგველობისკენ მიდრეკილი ადამიანი ხართ; გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, განსაკუთრებით – მამაკაცების წრეში. ხშირად ჰყვებით გრძნობებსა და ემოციებს.

      თუ გაკვრით, ულაზათოთ ისვამთ – ისე, რომ პომადა ზოგჯერ ტუჩის კონტურსაც სცილდება, მაშინ უზრუნველი ხართ. არცთუ დიდ ყურადღებას უთმობთ საკუთარ გარეგნობას. გამოირჩევით იმპულსურობითა და გულკეთილობით.

      თუ გულდასმით ისვამთ; იყენებთ არა მარტო პომადას, არამედ კონტურისთვის განკუთვნილ ფანქარსაც, მაშინ თავდაჯერებული ხართ. ყველანაირ სიტუაციაში ინარჩუნებთ გამბედაობასა და იშვიათად კარგავთ წონასწორობას. თქვენი გული ემორჩილება გონებას, ამიტომ მამაკაცებთან ავანტიურა გამორიცხულია.

      თუ პომადას ყოველთვის ტანსაცმლის ფერის მიხედვით არჩევთ, ოპტიმისტი და კეთილი ხართ. გყავთ ბევრი მეგობარი, თუმცა ამასთანავე, ცოტა არ იყოს, სენტიმენტალურობაც გახასიათებთ. მოგონებები ყოფილ მამაკაცებზე, თქვენი სისუსტეა.

      თუ პომადას ბოლომდე ხარჯავთ – ისე, რომ შიგ აღარაფერი რჩება, ემოციური ქალბატონი ბრძანდებით. განწყობილება ხშირად გეცვლებათ – ხან გულიანად იცინით, ხანაც ატირებას არაფერი გიკლიათ. თუმცა კარგი მეგობრობა შეგიძლიათ.

      თუ წლების განმავლობაში ერთი და იმავე ფერის პომადას ხმარობთ, გულმავიწყი ხართ. ცხოვრებაში არცთუ ცოტა პრობლემა გქონიათ. უზუსტობის, გულმავიწყობისა და არათანამიმდევრულობის გამო, ხშირად გიწევთ დამატებითი საქმის კეთება და მეგობრებთან ურთიერთობის გარკვევა.

      თუ პომადას იშვიათად, მხოლოდ საღამოობით ან საგანგებო შეხვედრის წინ ისვამთ, ენერგიული და მიზანდასახული ხართ, ისწრაფვით კარიერისკენ.

      თუ სინჯავთ ყველანაირ პომადას, რაც კი მოდურია, მაშინ იმპულსური ხართ, თქვენთვის უცხოა სიმშვიდე და მოთმინება. მუდამ მოძრაობასა და მოქმედებაში ხართ. იოლად შეგიძლიათ მეგობრების აყოლიება, საზოგადოების სული და გული ხართ და ირგვლივ მყოფთა სიყვარულსაც იმსახურებთ.

      ქალებს ოდითგანვე უყვარდათ კოსმეტიკის საშუალებით თავიანთი მშვენიერების გამოკვეთა. პომადა, რომელიც დღეს მაკიაჟის განუყოფელი ნაწილია, ძველ ეგვიპტეში შეუქმნიათ – იქ თურმე ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ ისვამდნენ ტუჩებზე ცვილისა და რკინის ჟანგის ნარევს. ანტიკური ეპოქის ლამაზმანები ტუჩებს ცხიმიანი ფერადი თიხით იღებავდნენ, ძველ რუსეთში კი ბაგეების შესაღებად ჭარხალს, მარწყვსა და ჟოლოს იყენებდნენ.

      პომადის სრულყოფაში დიდი როლი შეასრულა კარდინალმა რიშელიემ, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ვაშლის სურნელი.

საინტერესო ფაქტები

  • 1803 წელს ამსტერდამში, მსოფლიო გამოფენაზე, წარმოდგენილ იქნა ირმის ცხიმისგან მომზადებული პომადა, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
  • 1915 წელს პომადის ტუბებით გამოშვება დაიწყეს. ერთი ტუბი 75 დოლარი ღირდა, რაც იმხანად საკმაოდ დიდი ფასი იყო. სარა ბერნარმა ახალ პროდუქციას "დიდი აღმოჩენა" უწოდა და ის "სიყვარულის ჩხირად" მონათლა.
  • პომადის წარმოებაში გადატრიალება მოახდინა ელენ რუბინშტეინმა. 1920 წელს მან გამოუშვა პროდუქციის პირველი პარტია, რომლის თითოეული ეგზემპლარი 2 დოლარი ღირდა.
  • აშშ-ში ჩატარებული გამოთვლით, ქალი, რომელიც რეგულარულად ისვამს პომადას, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამ კოსმეტიკური საშუალების დაახლოებით 35 კგ-ს მოიხმარს.

      პომადამ ფსიქოსადიაგნოსტიკო დატვირთვაც კი შეიძინა. მისი ფერის, მოხმარების წესის, ტუჩზე წასმის მეთოდისა და სხვა შტრიხების საფუძველზე ფსიქოლოგები ქალის ტიპაჟზე, ხასიათზე, ბუნებაზე მსჯელობენ. ასე, მაგალითად:

  • თუ შეღებვისას ქალი ტუჩებს ფორმას კი არ უცვლის, არამედ ზუსტად მათი მოყვანილობის შესაბამისად ისვამს პომადას, ის თავდაჭერილი, კანონმორჩილი, თანმიმდევრული და პრინციპულია.
  • თუ პომადა გამოყენებისას თავისთავად იძენს დახრილ ზედაპირს და ასე მახვილკუთხა რჩება ე. ი. მისი პატრონი გახსნილი და კონტაქტური ადამიანია, თუმცა ყოველ შემხვედრს არ უმეგობრდება, არ უყვარს შეზღუდვები, საკმაოდ თვითდაჯერებულია.
  • პომადის თანაბრად მომრგვალებული ზედაპირი იმაზე მეტყველებს, რომ მისი პატრონი კარგი მეოჯახეა. მისთვის სახლსა და ოჯახს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მარტოობა კი ტანჯვას აყენებს. შესაძლოა, ჯიუტი და ძალაუფლების მოყვარულიც იყოს.

      ექსპერტების აზრით, პომადის ფერიც არანაკლებ მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო დეტალია. ღაჟღაჟა წითელს სიცოცხლის მოყვარული და ენერგიული ქალბატონები ირჩევენ, ვარდისფერს – რომანტიკოსები და მეოცნებენი, ნარინჯისფერ-მოწითალოს – ექსტრავაგანტულნი, მარგალიტის ელფერის მქონე პომადა კარიერისტებს უყვართ. მთავარი ის არის, რომ ამ კოსმეტიკური საშუალებით მსოფლიოს ქალთა 70% სარგებლობს და, რაც მთავარია, პომადა ჯანმრთელობისთვის სრულიადაც არ არის მავნებელი, როგორც ხშირად წერენ სილამაზის მოყვარული ქალბატონების დასაშინებლად.

ტეგები: interesting, lips, lipstick, make_up, qwelly, დიდი_აღმოჩენა, მაკიაჟი, პომადაზე, პომადის_წასმა, საინტერესო, მეტი...სიყვარულის_ჩხირი, ტუჩები, ფაქტები

ნახვა: 555

გამოხმაურებები!

აწი სხვაგვარად წავისვამ :D

რა კარგია გოგო რომ ხარ, დიდ მრავალფეროვნებას აქვს ადგილი ^_^ 

RSS

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters