ამ პოსტში წარმოგიდგენთ ფესტივალებს, სადაც მთელი მსოფლიოდან მიდის ხალხი და ეს დღე ყველას სამუდამოდ ამახსოვრდება.
დასაწყისი: *ლეგენდარული ფესტივალები*
ყოველი თებერვლის 7 დღის განმავლობაში, ასობით მონოლითურ სკულპტურას ნახულობს მილიონობით ადამიანი. თოვლის ფესტივალი სათავეს იღებს 1950 წლიდან, როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლეებმა ააშენეს 6 თოვლის ქანდაკება Odori პარკში. 1955 წელს ადგილობრივი არმია შეუერთდა მხიარულებას და პირველად შეიქმნა მასიური თოვლის ქანდაკებები.
ინდურ კულტურაში სპილოებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ, ყოველ მარტს სპეციალურად მათთვის იმართება ფესტივალი. პროცესია იწყება საოცრად მორთული სპილოების მსვლელობოთ.
“Dia De Los Muertos” ანუ სიკვდილის დღეს აღნიშნავენ მექსიკაში, ამ დროს ხალხი ერთად იკრიბება, რომ გაიხსენონ თავიანთი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებმაც უკვე დატოვეს ისინი, მათ აცვიათ სპეციალური კოსტიუმები. დღესასწაული სათავეს იღებს აცტეკების ფესტივალიდან.
თეთრი ღამეები არის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი, რომელიც იმართება იმ დროს, როდესაც მზე ჯერ კიდევ ჩანს შუაღამისას. ღონისძიების ნაწილი ალისფერი იალქნებია, როდესაც იალქნებიანი გემი მიცურავს ნევის მდინარეზე, რომელსაც თან ახლავს ფეიერვერკები, გართობა და მილიონობით მაყურებელი. ტრადიცია სათავეს იღებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც სტუდენტებმა გადაწყვიტეს აღენიშნათ სკოლის დამთავრების ერთი წელი. ღონისძიება მალე გახდა სკოლისგან თავისუფლების დემონსტრაცია და ტოტალიტარული კომუნისტური წესის წინააღმდეგი.
ელექტრო ტყის ფესტივალი ოთხდღიანი ღონისძიებაა, სადაც მოწვეულები არიან სხვადასხვა ბენდები. იმართება ივნისში, მიმდებარე გარემო და შთამბეჭდავი განათება ერთმანეთში ისე ირევა, რომ ქმნის სიურეალისტურ გამოცდილებას. შემოსავლის ნაწილი საჩუქრად გადაეცემა ადგილობრივ მოსახლეობას.
ყველაზე გრანდიოზული ქვიშის ქანდაკებების ფესტივალი მსოფლიოში, რომელიც სანაპიროს დიდ ფართობზეა გადაჭიმული. ყოველ წელიწადს 60 ხელოვანი აგროვებს 35 000 ტონაზე მეტ ქვიშას, რათა შექმნან 50 შეუდარებელი ხელოვნების ნიმუში.
ჯუნგლების შუაგულში ათასობით დროსმტარებელი იკრიბება, მსოფლიოს მუსიკის აღსანიშნავად. ყოველ წელიწადს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ბენდები. აქ თქვენ ყველანაირი მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ.
Guadix და Baza, ეს ორი ქალაქი გრანადაში მდებარეობს, სამხრეთ ესპანეთში. 500 წლის წინ, Guadix-ის ერთ-ერთმა მუშამ იპოვნა Virgen de la Piedad-ის დამარხული ნახატი, მაგრამ Baza-ში არსებულმა დაჯგუფებამ მოიპარა ის. მათ შორის ჩხუბი დღესაც გრძელდება, და იმართება ფესტივალი ყოველ წელიწადს, რომელსაც ხალხი სხვადასხვა ქალაქებიდან უერთდება, ისინი საღებავებით ბრძოლაში ერთვებიან.
1970 წლიდან მოყოლებული გლასთანბერი არის ადგილი, სადაც იმართება მსოფლიოში ყველაზე დიდი და საუკეთესო მუსიკალური ფესტივალები. 2013 წელს, 135 000 ადამიანი დაესწრო ფესტივალს, Arctic Monkeys და Rolling Stones-ის ცოცხლად შესრულებული მუსიკის მოსასმენად, ფესტივალზე აგრეთვე იმართება ცეკვები, კომედიები, თეატრი და საცირკო წარმოდგენები.
ტეგები: Qwelly, საინტერესო, ფესტივალი, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 11:51am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•