ზოგჯერ არის ისეთი პერიოდი, რაც ადამიანებს ერთად კრავს ცხოვრების აღსანიშნავად. წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ფესტივალებს, რომლებიც უნდა ნახოთ სიცოცხლის მაძილზე.
ჰოლი არის უძველესი ინდური ფესტივალი, რომელიც აღნიშნავს სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე. ფესტივალი იწყება ჰოლის წინა საღამოს, კოცონების დანთებით, შემდეგ მონაწილეები ესვრიან ფერად ფხვნილს ყველას, რათა გაუზიარონ თავიანთი სიხარული.
Nabana No Sato ბოტანიკურბაღში, ზამთარს აღნიშნავენ ელეგანტური სტილით. სადღესასწაულო გარემოს ქმნის 7 მილიონი ნათურა, რომლითაც დაფარულია ბაღის უმეტესი ნაწილი და იტენება დღის შუქზე.
1162 წელს ვენეციის რესპუბლიკამ გაიმარჯვა თავდამსხმელთა წინააღმდეგ. ვენეცილებმა გამარჯვება აღნიშნეს სან მარკოს მოედანზე. დღესდღეობით ვენეციის კარნავალს აღნიშნავენ მარხვის დაწყებამდე. კარნავალი გამორჩეულია დახვეწილი კოსტიუმებით, რაც არ შეცვლილა მისი წარმოშობის დღიდან.
ცეცხლის ფესტივალი, რომელიც იმართება სეზონის ბოლოს და მაყურებლებს აბრუნებს უკან დროში. შეტლანდის კუნძულების ქუჩებზე ეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობები, რომლებიც მთავრდება ჩირაღდნებით ხელში ვიკინგების გემზე.
არსებობს ლეგენდა, რომ პამიდვრების სროლა დაიწყო 1945 წლიდან, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას ტყის ქმნილებები ესროდნენ ბოსტნეულს. დღეს უკვე, ყოველ აგვისტოს, 20 000 ფესტივალის მონაწილე დღეში ერთმანეთს ესვრიან 150 000-ზე მეტ პამიდორს.
ყველაზე მაშტაბური საჰაერო ბურთების ფესტივალი მსოფლიოში, სადაც 750 საჰაერო ბურთი მონაწილეობს და გრძელდება 9 დღე. ფესტივალი სათავეს იღებს 1972 წლიდან, როდესაც 13 საჰაერო ბურთი გაუშვეს 770 KOB Radio იუბილეს აღსანიშნავად.
ცეცხლოკიდებული კაცი ყოველწლიური ღონისძიებაა ხელოვნებისა და კულტურის აღსანიშნავად. თავდაპირველად აშენებენ დიდ დანადგარებს. ყველაფერი დიდი ხის კაცის დაწვით მთავრდება, რომელიც 100 ფუტი სიმაღლისაა.
ფარნების ფესტივალი აღინიშნება უძველესი დროიდან, ლუნისოლარული კალენდრის პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს. ჩინური და ვიეტნამური წარმოშობის ტაძრები შემკულია ათასობით ფარნებით და გაფორმებულია ლამაზი დიზაინით. საოცარი სანახაობაა, ბოლო ღამეს ფარნები მიფრინავენ, რაც განასახიერებს წარსულისგან გათავისუფლებას.
Garma ფესტივალი აღინიშნება მკვიდრი ავსტრალიელების, Yolngu ხალხის მიერ. ფესტივალი მიზნად ისახავს დაიცვას და ხელი შეუწყოს ტრადიციული ცეკვის, სიმღერის და ხელოვნების შენარჩუნებას. ის აგრეთვე მიზნად ისახავს გაუზიაროს ცოდნა იმ იღბლიანს, ვინც მათთან სტუმრად იქნა მიწვეული.
ინკების იმპერიის არსებობის ჟამს, მზის ფესტივალი წელიწადის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დროს წარმოადგენდა. ცერემონიის მეშვეობით ისინი მზის ღმერთის მიმართ თავიანთ პატივისცემას გამოხატავდნენ. 1944 წლიდან, ყოველ ივნისში პერუ უმასპინძლდება თეატრალურ მსველობას, ინკების ხალხის საპატივსაცემოდ, რაც ათასობით მნახველს იზიდავს.
გაგრძელება: *ლეგენდარული ფესტივალები 2*
ტეგები: Qwelly, ლეგენდა, საინტერესო, ფერი, ფესტივალი
კიი, პამიდვრების ფესტივალს რა ჯობია, თან ზაფხულში და სიცხეში :D დუელზე კიდე მთლად მასეთი დარწმუნებულიც ნუ ხარ, კახა კარგი სეკუნდანტის პოვნა საკმაოდ რთული საქმე იყო :D :D
Kakha_მ თქვა:
პამინდვის ფესტივალი კარგია, ვენეციისაც არუშავს, ეს ფერების ფესტივალი რა არის, მე უკეთესს მოვიფიქრებდი:D იარაღის ფესტივალიც უნდა იყოს გამოიწვიო ვინმე დუელში :D ძველი დრო ყველაზე კაი იყო, ესროდი ხელთათმანს და ვსო მოიშორებდი ერთ არასასურველ ადამიანს, თუ რა თქმა უნდა კარგი სეკუნდანტი გეყოლებოდა:D
აი მე პირადად იაპონიის ფესტივალი მევასა ძალიან :დ კიდევ ცეცხლის ფესტივალი რომ იყო, საჰაერო ბურთებისაც ძაან მაგარია ტოო და ფარნების ხო ვაფშე. იმენა ლამაზი იქნება ძაან ახლოდან რომ ნახო, სურათს რამდენი ხანი ვაკვირდებოდი და ვტკბებოდი და ახლოდან ძალიან მაგარი იქნება :D
აუ რა პომიდვრის ტო. :დ მანდ არ ჩავალ პომიდორი კი კაია მარა სასროლად არ გამომიცდია და არც მინდა გამოვცადო ნამდვილად :D :D შანსი არაა პომიდორი რომ მომხვდეს ვიღაცას წიხლს გადავაყლაპებ ალბათ :D
Kakha_მ თქვა:
პამინდვის ფესტივალი კარგია, ვენეციისაც არუშავს, ეს ფერების ფესტივალი რა არის, მე უკეთესს მოვიფიქრებდი:D იარაღის ფესტივალიც უნდა იყოს გამოიწვიო ვინმე დუელში :D ძველი დრო ყველაზე კაი იყო, ესროდი ხელთათმანს და ვსო მოიშორებდი ერთ არასასურველ ადამიანს, თუ რა თქმა უნდა კარგი სეკუნდანტი გეყოლებოდა:D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•