ჰოლოკოსტის მუზეუმი ბერლინში
დანიელ ლიბესკინი არის პოლონური წარმოშობის ებრაელი არქიტექტორი, რომლის შემოქმედებაც მიეკუთვნება დეკონსტრუქტივიზმის მიმდინარეობას. როგორც ცნობილია, ამ მიმდინარეობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეგნებულად შეიქმნას სრულიად მოულოდნელი, ეპატაჟური გადაწყვეტილება, განსხვავებული იმისაგან, რასაც მნახველი მოელის. რთული კომპოზიცია, დეფორმირებული, მოულოდნელი და თითქოს დამტვრეული ფორმები. ეს ნაგებობები ქალაქის სტრუქტურაში განსაკუთრებით აგრესიული "შეჭრით" გამოირჩევა. სწორედ ამ ნიშნების მატარებელია დანიელ ლიბესკინის შენობები. ასეთია, მაგ., იმპერიული ომის მუზეუმი მანჩესტერში, დენვერის ხელოვნების მუზეუმი, ონტარიოს სამეფო მუზეუმი, ბორდ გაისის თეატრი დუბლინში და ა.შ.
თუმცა დღეს ყურადღება მინდა შევაჩერო ლიბესკინის პირველ სერიოზულ ნამუშევარზე, რომლითაც ის მსოფლიოში ცნობილი აქრქიტექტორი გახდა. ეს არის ბერლინის ჰოლოკოსტის მუზეუმი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპის ებრაულ მუზეუმებს შორის. ის ორი შენობისგან შედგება, რომელთაგანაც მხოლოდ ერთი ააგო ლიბესკინმა. ამ შენობებში როგორც მუდმივ, ასევე დროებით გამოფენებზე წარმოდგენილია გერმანულ-ებრაული ისტორიის ორი ათასწლეული.
პირველი ებრაული მუზეუმი ბერლინში 1933 წელს დაარსდა, მაგრამ ნაცისტურმა ხელისუფლებამ ის მალევე დახურა. 1988 წელს ბერლინის მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი ახალი მუზეუმის დიზაინისთვის. გაიმარჯვა ახალგაზრდა უცნობი არქოტექტორის, დანიელ ლიბესკინის პროექტმა, რომელიც სხვების მიერ შემოთავაზებული ნეიტრალური დიზაინისგან განსხვავებით, გულისხმობდა რადიკალურ, ზიგზაგოვან ფორმას, რომელსაც მეტსახელად "ელვაც" კი შეარქვეს. ლიბესკინის აზრით, სწორედ ეს ზიგზაგოვანი ფომა განასახიერებს გერმანულ-ებრაულ ისტორიაში მომხდარ მთელ ძალადობებსა და განხეთქილებას. თუმცა ელვის ფორმა მხოლოდ ზემოდან, ციდან აღიქმება ხოლო ქუჩიდან შენობა ბევრად უფრო სადაა. მუზეუმი აშენდა XVIII ს-ის, ბაროკოს სტილში ნაგები კოლეჯის გვერდით, რომელშიც თავის დროზე პრუსიის უმაღლესი სასამართლო იყო განთავსებული. გარედან ძველსა და ახალ შენობას არაფერი აკავშირებთ და ისე ჩანს, თითქოს ისინი უბრალოდ ერთმანეთის გვერდზე განათავსეს, მაგრამ სინამდვილეში, ახალი შენობის შესასვლელი ძველი ბაროკალური ნაგებობიდანაა მოწყობილი. ეს არის დაუმუშავებელი ბეტონის დიდი კარიბჭე წაწვეტებული კუთხეებით. მასში შესვლისას დამთვალიერებელი ხვდება განიერ კიბეზე, რომელიც იმის ნაცვლად რომ ზემოთ ადიოდეს, როგორც ყველა ჩვეილებრივ მუზეუმში, მიწისქვეშეთისკენ მიემართება, რაც თავიდანვე მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. მუზეუმის დათვალიერება ძველი შენობის სარდაფებით იწყება. ბეტონის კოშკი თითქოს იცავს შესასვლელს მიწისქვეშა სივრცეში, რომელიც ერთი შეხედვით ბევრად უფრო მარტივი ჩანს ვიდრე ნაგებობის ზედა ნაწილის ტეხილი გეგმარება. თუმცა მიწისქვეშა სივრცე მთელი პროექტის ნამდვილ გულს წარმოადგენს. აქ არის სამი დერეფანი. ცენტრალურ ნაწილში სამკუთხა კედელია, რაც იმას ნიშნავს, რომ დერეფნებიდან მხოლოდ ორის დანახვა შეიძლება ერთდროულად. ლიბესკინი ამ დერეფნებს ღერძებს უწოდებს. ეს სამი ღერძი განასახიერებს გერმანული იუდაიზმის სამ მთავრ მოვლენას: უწყვეტობა, გადასახლება (გაძევება) და ჰოლოკოსტი. ეს არის სამი ბილიკი, მრავალი განშტოებით, რომელიც უხეშადაა ხაზგასმული ჭერზე დამონტაჟებული სინათლის ხაზებით. ისევე როგორც ზღაპრებში გვხვდება ხოლმე, ამ ბილიკებიდან მხოლოდ ერთ-ერთი მიემართება მუზეუმის გალერეებისაკენ. ეს არის მათგან ყველაზე გრძელი, რომელსაც ლიბესკინი უწყვეტობის ღერძს უწოდებს და ის ებრაული ისტორიის უწყვეტობას განასახიერებს გერმანიაში. დერეფანი ბოლოვდება კიბით, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ მოკრძალებული გვეჩვენება. მაგრამ კიბეზე ასვლისას უეცრად ჩნდება ფართო სივრცე. მთელს შენობაში ეს ერთადერთი ამ ზომის სწორი ვერტიკალური სივრცეა, რომელიც სარდაფიდან მესამე სართულამდე ადის. მაგრამ ლიბესკინი სივრცეს მხოლოდ ერთი მიმართულებით ათავისუფლებს - ზემოთკენ. კიბე იმაზე განიერი არ არის, ვიდრე მიწისქვეშა დერეფანი. ორ კედელს შორის მოქცეული კიბის თავზე უზარმაზარი ბეტონის ძელებია გადებული და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ ძლივს უჭირავთ კედლები. ეს ხაზს უსვამს იმ ძალისმხევასა და სირთულეს, რომელიც ადამიანს სჭირდება გზის გასაკვლევად, რომ დღის შუქს დაუბრუნდეს.
დანარჩენი ორი მიწისქვეშა ღერძი (დერეფანი) საგამოფენო სივრცეებია. არქიტექტორის მიერ დაგეგმარებული კაბინეტები ხელოვნების თვასლაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვან ექსპონატებს წარმოგვიდგენენ - მხოლოდ ფოტოებსა და ბავშვების ნახატებს, ისეთს, როგორიც ნებისმიერ ოჯხში ინახება. თუმცა ჩვეულებრივი არქივისგან განსხვავებით, ეს ნიმუშები წარმოგვიდგენენ გადასახლებისა და ჟლეტის ამსახველ ნივთებს, რაც მათ განსაკუთრებულობას სძენს.
ორი დერეფნიდან ერთს ჰქვია ჰოლოკოსტის დერეფანი, მის ბოლოში მოთავსებულია შავი კარი. კარის უკან ბეტონის კოშკია, რომელიც წყვდიადშია ჩაძირული - ჰოლოკოსტის კოშკი. შიშველი კედლები მხოლო მათ შორის დატოვებულ მცირე ჭრილში შემომავალი მზის სხივებით ნათდება. ჰოლოკოსტის კოშკი ფაქტობრივად ახალი შენობის გარეთაა მოთავსებული და მას მხოლოდ მიწისქვეშა დერეფნით უკავშირდება.
ჰოლოკოსტის დერეფანს კვეთავს მესამე - გადასახლების, გაძევების დერეფანი და ის პირდაპირ ეზოში გადის. ლიბესკინი ამ ადგილს გაძევების ბაღს უწოდებს. ეს დაკიდებული ბაღია, რომელიც ალბათ ბაბილონში გადასახლებასთან ასოცირდება. მაგრამ ეს ხეები, რომლებიც 49 ბეტონის სვეტშია ჩარგული, უბრალოდ ამოძირკვის, ფესვებიდან მოწყვეტის სიმბოლოდაც შეიძლება აღვიქვათ. ბაღი წარმოადგენს ზოლებად განლაგებული სვეტების ლაბირინთს, რომელიც დამთვალიერებელს წონასწორობის გრძნობას აკარგვინებს. ფაქტობრივად ეს იდეალური კვადრატია, რომელიც დახრილია ერთი კუთხით და დისბალანსის შეგრძნებას იწვევს ადამიანში. ჰოლოკოსტის კოშკის მსგავსად ბაღიც ჩიხია. მისი გარეგნული სახის საწინააღმდეგოდ, ის მთლიანად გარშემორტყმულია მშრალი თხრილით, რითაც ციხე-სიმაგრეს ემსგავსება. მუზეუმის სივრციდან სუფთა ჰაერზე თავის დაღწევა მხოლოდ ილუზიაა. გადასახლება ასევე დატყვევებაა. არ არსებობს სხვა გზა გარდა მიწისქვეშა დერეფნებში დაბრუნებისა.
ძველი და ახალი შენობები, ჰოლოკოსტის კოშკი და გაძევების ბაღი ერთმანეთთან დერეფნების მიწისქვეშა ქსელითაა დაკავშირებული, თუმცა გარედან ისინი სრულიად დამოუკიდებელი ნაგებობებია. ჰოლოკოსტის კოშკის ბეტონის ფასადები, და გაძევების ბაღის სვეტები ძალიან განსხვავდებიან მთავარი შენობისგან, რომელიც მთლიანად თუთიითაა დაფარული. მთავარი შენობის ფასადი მხოლოდ სხვადასხვა ფორმის ფანჯრებითაა დანაწევრებული. ზოგიერთს უბრალო ზიგზაგოვანი ნაპრალის ფორმა აქვს, ხოლო ზოგი უფრო დიდი ზომისაა, რაც წმინდა უტილიტარული მოთხოვნითაა განპირობებული - ზედა სართულზე განთავსებულია ადმინისტრაციის ოფისები, რომლებსაც განათება სჭირდებათ. თუმცა ლიბესკინი ამ დიდ ფანჯრებსაც არაორდინალურ ფორმას აძლევს, რომელიც კარგად ჯდება შენობის საერთო იერსახეში. ეფექტი, რომელიც ამ ღიობებს შენობის შიდა მხრიდან აქვთ ასეთივე გამაოგნებელია. რა თქმა უნდა ასეთი გადაწყვეტა გალერეებში ექსპონატების მოთავსების სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმის მშენებლობა 1998 წელს დასრულდა, ის მაშინვე არ გახნილა, რადგან მუზეუმის პროექტს რამდენჯერმე გადახედეს და გადადეს გახსნა მისი არაორდინალური ფორმების გამო. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა გამოსაფენი მასალა, 1999 წელს ის მაინც გაიხნა და ცარიელი შენობა ორი წლის განმავლობაში 350 000-მა ვიზიტორმა ნახა. ბევრი მათგანი ფიქრობდა, რომ ჯობდა ის ასევე დაეტოვებინათ, რადგან არქრიტექტურა თავად იყო გამოფენის საგანი. მაგრამ ამხელა თანხა მხოლოდ იმისთვის არ დახარჯულა, რომ შენობა ცარიელი დარჩენილიყო. 2001 წლის სექტემბერში მუზეუმი ოფიციალურად გაიხნა გამოფენილი 4 000-ზე მეტი ნივთით, რომლებიც ებრაელების გერმანიაში ცხოვრების ორიათასწლიანი ისტორიას ასახავდნენ. წარმატება ელვისებური იყო. რა თქმა უნდა საჭირო გახდა რამდენიმე ცვლილების შეტანა. მაგრამ დარჩა ერთი დეტალი, რომელსაც ფორმა არ შეუცვლია. ეს არის ექვსი ბეტონის კოშკი, რომელიც მთავარი შენობის შიგნით დგას და ფრომით განსხვავებდება ერთმანეთისგან. მათში ერთადერთი განათება ჭერში გაჭრილი ფანჯრებიდან შემოდის. მათში არაფერია. მათში შესასვლელი არ არსებობს (მხოლოდ ფანჯრიდან შეიძლება შიგნით შეხედვა). არქიტექტორი მათ უწოდებს სიცარიელეებს. ისინი არიან ინკარნაციები იუდაიზმის უკანასკნელი ცნებისა - ეს არის არყოფნა. ეს ცარიელი კოშკები გარედან არაფრითაა მინიშნებული. მხოლოდ სახურავზე დამონტაჟებული ფანჯრები ქმნიან სწორ ხაზს, რომელიც მთელს ზიგზაგს კვეთს. რა თქმა უნდა ლიბესკინს უხდებოდა დაერწმუნებინა სპონსორები, რომ ამგვარი სივრცის გაკეთება საჭირო, იყო რაშიც ისინი თავიდან არ ეთანხმებოდნენ. "ეს ის შემთხვევა არ არის, როცა შეგიძლია თქვა, რომ გააკეთე მუზეუმი და მორჩა. ეს არის ამბავი, რომელიც მუდმივად გრძელდება. ჩვენ შევქმენით მიმართება ამ ამბის იმ მხარეს შორის - ერთი, რომელიც შეიძლება მოყვე და მეორე, რომელსაც ვერაფრით მოყვები, უბრალოდ უნდა იგრძნო" - ამბობს ლიბესკინი ერთ-ერთ ინტერვიუში. ამ ექვსი კოშკიდან მხოლოდ ერთია დამთვალიერებლისთვის მისაწვდომი და მისი სახელია ხსოვნის სიცარიელე. აქ მთელს იატაკზე დაყრილია ლითონის სახეები და გავლისას ყველას აუცილებლად უწევს მათზე ფეხის დაბიჯება, რაც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს.
ბერლინის ჰოლოკოსტის მუზეუმი ტრადიციული მუზეუმების კონცეფციისაგან რადიკალურად განსხვავდება. მასში ექსპონატის როლი უკანა პლანზე იწევს და წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება არქიტექტურას, ატმოსფეროს, ადამიანის გრძნობებსა და განცდებს. ფაქტი ერთია, რომ ამ მუზეუმიდან გამოსული ადამიანი არ შეიძლება გულგრილი დარჩეს იმის მიმართ რაც ნახა, მეტიც აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ დამთვალიერებელი ბოლომდე შეძრას ჰოლოკოსტის სისასტიკემ და ადამიანთა შეუწყნარებლობამ. ალბათ ვერცერთი ტრადიციული მუზეუმი, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი კოლექცია ჰქონოდა, ვერ მოახერხებდა მნახველზე ისეთი შთაბეჭდილების მოხდენას, როგორც ამას ლიბესკინის შენობა ახერხებს. არქიტექტორმა იდეალურად შეძლო მის წინაშე დაყენებული ამოცანის გადაწყვეტა და ხელოვნების ძალიან საინტერესო ნიმუში შექმნა, რომელიც ალბათ მრავალი წლის განმავლობაში დაამშვენებს ბერლინს.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•