ნინა სუბლატი - Nina Sublatti

ნინა სუბლატის ბიოგრაფია, bio, biography, contestant, eurovision, eurovision 2015, interesting, musician, nina sublatti, qwelly, singer, warrior, winner, გამარჯვებული, ევროვიზია, ევროვიზია 2015, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, კონკურსანტი, მომღერალი, მუსიკის ტექნოლოგია, მუსიკოსი, ნინა სუბლატი, ნინა სულაბერიძე, საქართველოს ვარსკვლავი

     ნინა სუბლატი 1995 წლის 31 იანვარს დაიბადა მოსკოვში (რუსეთის დედაქალაქი).

     ნინა სულაბერიძე (ნინა სუბლატის ოფიციალური გვარია სულაბერიძე) ბავშვობიდან იღებდა მუსიკალურ განათლებასაც. სწავლობდა თბილისის 51_ე საშუალო სკოლაში და პარალელურად მუსიკალურ სკოლაში ფერტეპიანოს სპეციალობით. 2008 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა. 51-ე საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ და ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერისა და დიზაინის ფაკულტეტზე.

     2010-2011 წლებში ნინა მუსიკალურ მოღვაწეობა იწყებს სხვადასხვა ჯგუფთან ერთად და საქართველოს მასშტაბით ატარებს კონცერტებს.

     2011 წელს დაიწყო თანამშრომლობა "Georgian Dream Studio" (GDS)-სთან. მას მუშაობა უწევდა როგორც მომღერალ ბერასთან, ასევე ლონდონიდან, ლოს-ანჯელესიდან და ნიუ-იორკიდან სპეციალურად მოწვეულ ვოკალის პედაგოგებსა და ქორეოგრაფებთან. აქ იგი უფრო საფუძვლიანად ეუფლებოდა მუსიკის თეორიას, ისტორიას, ქორეოგრაფიას, ფსიქოლოგიას, ვოკალის ტექნიკას და ა.შ.

     ნინა სუბლატი ფართო აუდიტორიის წინაშე 2013 წელს წარსდგა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მუსიკალურ პროექტში - "საქართველოს ვარსკვლავი". კონკურსში მონაწილეობამ სულ მალე მოუპოვა პოპულარობა და პროექტის გამარჯვებულად დასახელდა. მთავარი ჯილდოს სახით მიიღო მოწვევა ლონდონის მუსიკალური ინსტიტუტიდან - ვოკალის კურსზე. პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" დასრულებისთანავე, მომღერალმა სადებიუტო ალბომზე დაიწყო მუშაობა.

     2014 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით "Dare to be Nina Sublatti", რომელიც Bravo Records-ში ჩაიწერა. ალბომში შესულია პოპულარული სიმღერების ხუთი ქავერ-ვერსია და ნინას საკუთარი, ხუთი ახალი სიმღერა. ამავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საბაკალავრო პროგრამაზე "მუსიკის ტექნოლოგია" (კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი). პირველი სოლო ალბომის გამოშვებისთანავე, მომღერალმა საკუთარი სტუდია შექმნა და მუშაობა მეორე ალბომზე დაიწყო.

     ნინა სუბლატი ალტერნატიულ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას და საუბარში ხშირად საყვარელ მომღერლად Bjork_ს ასახელებს. ნინა არა მხოლოდ კარგი შემსრულებელია იგი გამოირჩევა ინდივიდუალური სტილითაც რომელიც ხალხს უყურადღებოდ არ რჩება. ინტერვიუებში აცხადებს, რომ მისი ინსპირაცია მისივე ხასიათს გამოხატავს! ამას ადასტურებს მომღერლის სხეულზე დახატული 8 ტატუც! ბრენდებს არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ ხარისხი მისთვის მნიშვნელოვანია!

     2015 წელს ევროვიზიის სიმღერის რიგით 60-ე კონკურსზე ნინა სუბლატი გაემგზავრა ვენაში (ავსტრიის დედაქალაქი). საქართველოში, შიდა შესარჩევ ტურში მისმა სიმღერამ "Warrior" გამარჯვება მოიპოვა. ამავე წლის 19 მაისს, ნინა სუბლატმა ევროვიზიის ფინალის საგზური აიღო და ფინალში 40 ქვეყანას შორის მეთერთმეტე ადგილი მოუტანა საქართველოს. ევროვიზიის გამარჯვებულთა პირველი 15 ქვეყანა:

  1. შვედეთი: მონს ზელმერლიოვი (Måns Zelmerlöw), სიმღერით "Heroes"
  2. რუსეთი: პოლინა გაგარინა (Полина Сергеевна Гагарина), სიმღერით "A Million Voices"
  3. იტალია: ილ ვოლო (Il Volo), სიმღერით "Grande Amore"
  4. ბელგია: Loïc Nottet, სიმღერით - "Rhythm Inside"
  5. ავსტრალია: Guy Sebastian, სიმღერით - "Tonight Again"
  6. ლატვია: Aminata, სიმღერით - "Love Injected"
  7. ესტონეთი: Elina Born & Stig Rästa, სიმღერით - "Goodbye To Yesterday"
  8. ნორვეგია: Mørland & Debrah Scarlett, სიმღერით - "A Monster Like Me"
  9. ისრაელი: Nadav Guedj, სიმღერით - "Golden Boy"
  10. სერბეთი: Bojana Stamenov, სიმღერით - "Beauty Never Lies"
  11. საქართველო: Nina Sublatti, სიმღერით - "Warrior"
  12. აზერბაიჯანი: Elnur Huseynov, სიმღერით - "Hour Of The Wolf"
  13. მონტენეგრო: Knez, სიმღერით - "Adio"
  14. სლოვაკეთი: Maraaya, სიმღერით - "Here For You"
  15. რუმინეთი: Voltaj, სიმღერით - "De La Capat/ All Over Again"

ნინა სუბლატის ბიოგრაფია, bio, biography, contestant, eurovision, eurovision 2015, interesting, musician, nina sublatti, qwelly, singer, warrior, winner, გამარჯვებული, ევროვიზია, ევროვიზია 2015, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, კონკურსანტი, მომღერალი, მუსიკის ტექნოლოგია, მუსიკოსი, ნინა სუბლატი, ნინა სულაბერიძე, საქართველოს ვარსკვლავი

ტეგები: Qwelly, ევროვიზია, მოდელები, მომღერლები

ნახვა: 1713

გამოხმაურებები!

გვირგვინიც რომ დაედგა თავზე, წარმოდგენაც არ მინდა რა კრიტიკა იქნებოდა :)) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Pop Tracks Dominate Our Playlists

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?



The Anatomy of a Pop Hit



Pop tunes are built to be infectious. With their…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters