დჰამეკი  ინდოთი

        დჰამეკი მდებარეობს უტარ - პრადეშის პროვინციიდან 13 კილომეტის სავალზე, დჰამეკი თარიღდება 249 წლით ქრ.შობ._მდე. მეფე აშოკას ბრძანებით აშენდა (P.S. მეფე აშოკას უკავშირდება ბუდიზმის პროპაგანდა ინდოეთში, მას უნდა უმადლოდეს ბუდიზმი სიდჰარტას უამრავი მონუმენტის აგებას)

 

 

სანჩის ნაგებობა - ინდოეთი

        სანჩის ნაგებობა უძველესი ქვის ნაგებობა მთელ ინდოეთში, ეს ნაგებობა ისევე როგორც დჰამეკი აგებულია მეფე აშოკას დროს, მესამე საუკუნეში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე და რა თქმა უნდა ბუდას კულტს უკავშირდება, აქ დაკრძალილია მეფე აშოკას პირველი ცოლი დედოფალი სამრაგი.

 

 

თრაკიული აკლდამა - ბულგარეთი

        კაზანლიკის ახლოს მდებარეობს თრაკიული აკლდამა რომელიც აგებულია აგურით ჩვენ წელთ აღრიცხვამდე  მეოთხე საუკუნეში. განკუთვნილია დასაკრძალად, შიგნით მდებარეობს მრგვალი ოთახები მიცვალებულთა დასაკრძალად. აკლდამა ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი ძეგლი(ბულგარეთში) რადგან თითქმის დაუზიანებლად არის შემონახული

 

 

პართენონი ათენი (საბერძნეთი)

        ნაგებობა აგებულია ჩვ.წ.აღ_მდე 5 საუკუნეში ათენის აკროპოლისზე. მსოფლიოში ის ყველაზე ცნობილი ნაგებობააა  და ბერძნული არქიტექტურის შედევრია.  მისი მშენებლობა დაიწყო ძვ.წ. აღ_ით 447 წელს და დასრულდა 438 წელს. პართენონი სიმბოლოა ბერძნული დემოკრატიის,  ცივილიზაციის, ხელოვნების და იმ დიდების რაც მას ანტიკურ ეპოქაში გააჩნდა.

 

 

კრონოსი  კრეტა

        კრონოსი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია კრეტაზე, მთავარი ქალაქის აგება კრეტაზე უკავშირდება მითოლოგიურ - ლეგენდარული მეფის მინოსის სახელს. (ეს აქაველთა ხანაა) ნაგებობა თარიღდება ჩვ.წ.აღ_მდე 1300 - 1100წწ.

 

 

ხეოფსის პირამიდა გიზა (ეგვიპტე)

        ყველასთვის ცნობილია ყველაზე დიდი  ხეოფსის პირამიდა. ხეოფსის პირადმიდა მდებარეობს ნეკროპოლისში ელ გიზაში ის  უძველესია მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის. ეგვიპტოლოგები თვლიან რომ ნაგებობა არის აგებული ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 2560 წელს, მეოთხე დინასტიის მეფობის დროს ფარაონ ხეოფსის ბრძანებით. მისი მშენებლობა გრძელდებოდა 20 წელიწადს და დახარჯულია  ორი მილიონ სამასი ათასი დიდი ქვა(ლოდი).

 

 

ჯოსერის პირამიდა (ეგვიპტე) 

        ჯოსერის პირამიდა თარიღდება 27_ს ჩვ.წ.აღ._მდე, მესამე დინასტიის ფარაონ ჯოსერის ბრძანებით, ჯოსერის დროს გაერთიანდა ზემო და ქვემო ეგვიპტე, მის დროს მიაღწია ეგვიპტემ დიდიებას და განვითარების ახალ ეპატს. პირამიდის სიმაღლეა 62 მეტრი. 

 

 

ტარშიენის ტაძარი  -  (მალტა)

        მალტაში სოფელ ტარშიენში აღმოჩენილი ტაძარი თარიღდება 3100 წლით ჩ.წ.აღ_მდე, ტაძრის კომპლექსი რესტავრირებულია, არქეოლოგებმა ის აღმაოჩინეს ნახევრად დანგრეული, მეოცე საუკუნის ნახევარში კი მას ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები და დღეს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძელთა სიაშია, ტაძარში მოპოვებული უნიკალური ნივთები მსოფლიოს მრავალ მუზეუმშია გამოფენილი, ასეთივე ტაძრები არის  იმავე სოფელში დაახლოვებით სამი ტაძარი მათგან ყველაზე ნაკლებად დაზიანებულია ეს ტაძარი.

 

ნახვა: 938

გამოხმაურებები!

ეს კარგი პოსტია!!! 

ეს ძალიან კარგი პოსტია!!! 

უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა :) მეტის ნახვა მინდოდა. კახაბერ დაგელოდები :)

Kakha_ს კახ მე  მომეწონა, მშვენიერია ))))

ვეთანხმები მეგობრებს. Kakha მართლაც, რომ უნიკალური პოსტია, ძალიან იშვიათი :) მიყვარს სიძველეები 

ბავშვები როცა ბრაზდებიან ერთ რაღაცას ამბობენ (ცუდს ნუ იფიქრებ) მომინდა გითხრა, მაგრამ თავს ვიკავებ. 

ათენი   <3

ინდოეთის ნაგებობა გამახსენდა.... ფილმ მესამე ხასისხის ახლო კონტაქტებშია....

 Kakha შეგძლებია საინტერესოს დაწერა : )) :D

ასე გგონია...?: )) უცხოპლანეტელებზე ფილმი თუ მოგწონს შემიძლია ლინკი გამოგიგზავნო.

დაუშვი, რომ აქამდე სხვა არ მინახავს და ვთქვი ფრაზა "შეგძლებია საინტერესოს დაწერა" :)))

Kakha_მ თქვა:

 nino  აქამდე რომელი იყო უინტერესო?:P:P

nino usenashvili_მ თქვა:

 Kakha შეგძლებია საინტერესოს დაწერა : )) :D

ამის გარდა კიდევ უუამრავი საოცარი ძეგლია, განსაკუთრებით  ქრისტიანულზე რომ არა ფერი ვთქვა ისლამური  ნაგებობები არის რაღაც საოცრება 

RSS

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters