ეს არის იმ უიშვიათესი ფაქტების ჩამონათვალი, რომელიც მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია, რომელსაც მხოლოდ ქართველი დედა აკეთებს და რაც მთავარია აკეთებს იმ სიყვარულით, რომელიც არანაირი მიწიერი საზომით არ იზომება.
მხოლოდ საქართველოში: დედა ეუბნება შვილს,როდესაც მას რამე უჭირს "ვაიმე შვილო, შენ მოგიკვდეს ჩემი თავი".
მხოლოდ საქართველოში: დედა სიცოცხლის ბოლომდე ეხმარება შვილს მიუხედავად იმისა, მას უჭირს რამე თუ არა.
მხოლოდ საქართველოში: დედას როგორ ძალიანაც არ უნდა ჭირდებოდეს ექიმთან წასვლა, უკანსაკნელ კაპიკსაც შვილს მისცემს, იმ ფიქრით რომ, "ჩემს შვილს გულს არაფერი დააკლდეს თანატოლებში არ დამეჩაგროსო".
მხოლოდ საქართველოში: დედა ასე მიმართავს შვილს, "ჩემო ერთა" ჩემო ოცნება, ჩემი სიყვარული, ჩემი სიცოცხლე,ჩემი ანგელოზი.
მხოლოდ საქართველოში: დედას შეუძლია გვიანობამდე არ დაიძინოს და დაელოდოს,თუ მისი შვილი სახლში არ არის,
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ოხრავს ძილში, ისე სევდიანად, რომ თვალზე ცრემლი მოგადგება მის შემყურეს.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ზრუნავს შვილზე ისე რომ მისნაირად, შვილზე ვერავინ და ვერასოდეს იზრუნებს.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა, შვილზე დარდით, შეიძლება გაჭაღარავდეს და გადაჰყვეს მასზე დარდს.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ საქართველოში უჯდება შვილი დედას კალთაში, სრულწლოვანიც კი, დედა თავზე ხელს უსვამს და ამხნევებს, "შვილო დედის კალთა ხომ მაინც ყველაზე ტკბილია".
მხოლოდ საქართველოში: შვილმა შეიძლება დედა ანერვიულოს და მეორე წუთს დედა მას თვალებს უკოცნიდეს.
მხოლოდ საქართველოში: დედები მზად არიან საკუთარი სიცოცხლე დათმონ შვილების სანაცვლოდ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
მხოლოდ საქართველოში: 20 წლის დაქვრივებული დედა მზად არის, საკუთარი დარჩენილი სიცოცხლე შვილებს მიუძღვნას და მამინაცვალი არ დაუსვას სახლში.
მხოლოდ საქართველოში: ყველაზე თბილად იხუტებს დედა, შვილს.
მხოლოდ საქართველოში: დედას შეუძლია შვილის გულისთვის ყველანაირი ფიზიკური და ფსიქიკური შეურაცხყოფა აიტანოს.
მხოლოდ საქართველოში: დედა ნერვიულობს მის შვილს საჭმელი ნაჭამი აქვს თუ არა, და თუ ნაჭამი აქვს,ეყო თუ არა მას ეს საჭმელი.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ეუბნება შვილს: "დედა გენაცვალოს".
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია იტიროს შვილთან ერთად.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველ დედას ჰგონია თავისი შვილი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე კარგი.
მხოლოდ საქართველოში: დედა სცემს შვილს ტაკოებზე, და თან ფიქრობს, რომ რამე არ ატკინოს.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია მორწყას ცრემლებით, შვილის საფლავი.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედა ამბობს, რომ ჯობია მისმა შვილმა იტიროს დედა, ვიდრე დედამ იტიროს შვილი.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ ქართველი დედის ცრემლია, ყველაზე წმინდა ცრემლი, რომელიც კი ამ ცოდვილ დედამიწაზე დაცემულა.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ საქართველოში დედა არის ყველა სიწმინდის, სიკეთის, ყველაფერ კარგის და ლამაზის დამტევი სიტყვა.
მხოლოდ საქართველოში: მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ ქართველ დედებს, მხოლოდ მათ შეუძლიათ შვილების მთელი გულით და არსებით სიყვარული.
და იცით რა?? მოეფერეთ დედებს, მათ იცი რა მაგრად უყვარხართ?
წყარო: ქართველი დედის სიტყვა, ცრემლი, ტკივილი და სიყვარული.
ტეგები: qwelly, გამონათქვამები, დედა, საინტერესო, საკითხავი, საქართველო, ფაქტები
მხოლოდ საქართველოში ყვარებია დედას შვილი:))))
მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია ცხრა შვილის გაზრდა სამშობლოსათვის!!!
მხოლოდ ქართველ დედას შეუძლია გაზარდოს შვილი ისე რომ შვილმა მამით ობლობა ვეერ გაიგოოს და ოჯახში ქალიც ის იყოს და კაციც,მხოლოდ ქართველ დედას
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.
Rising Tensions and Humanitarian Issues
During the West Bank, the expansion of Israeli settlements has escalated tensions, with Palestinian…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•