ქვის კალენდარი საჰარაში

       საჰარის უდაბნოში, ეგვიპტეში, სამყაროს ყველაზე იდუმალ ადგილას არის ერთი ასტრონომიული "ქვაყრილი" რომელიც მთელს მსოფლიოში ცნობილია Nabta_ს სახელწოდებით. Nabta ათასი წლით ადრე შეიქმნა სტოუნჰენჯამდე და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და გამოუცნობ "ნაგებობას" წარმოადგენს. იქ, სადაც nabta არის განლაგებული უწინ ტბა უნდა ყოფილიყო. თუ გავითვალისწინებთ ქვათა განლაგების კონსტრუქციასაც, შეიძლება ეს სწორედ ტბისადმი მიძღვნილი საკულტო ნაგებობა ყოფილიყო ან შემდგომი და უკვე არსებული პროცესების ერთგვარი "კალენდარი". ისტორიული შესწავლის შემდეგ დგინდება ამ ადგილებში სხვადასხვა ტბებისა და ტენიანობისას მომატებული წყლების ნაკადების არსებობა.

 

 

ჩინეთის მოზაიკური ნიმუში

       ეს უცნაური ხაზები ნაპოვნია ჩინეთის პროვინცია განსუ შენში. პრაქტიკულად, ამ მოვლენის შესახებ არაფერია ცნობილი. არაოფიციალურ ჩანაწერებში იგი გამოჩნდა 2004 წელს. აღსანიშნავია რომ იგი ნაპოვნია გამოქვაბულ მოგაოსთან, რომელიც მთელი მსოფლიოს დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს. ეს ხაზები ინარჩუნებენ თავის პროპორციებს, მიუხედავად მისი დიდი ზომისა.

 

 

აუხსნელი ქვის თოჯინა

       1889 წელს, ქალაქ ნამპაში აიდაჰოს შტატში, ბურღვის დროს აღმოჩენილი იქნა 320 ფუნტის სიღრმეზე ადამიანის პატარა ფიგურა, რამაც აღაფრთოვანა გასული საუკუნის მსოფლიო საზოგადოება. ეს ადამიანის ხელით იყო შექმნილი. მთელი გამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ფიგურა თუ ვიმსჯელებთ მისი ამ სიღრმეზე მდებარეობის მიხედვით, იმყოფებოდა აქ დიდი ხნით ადრე, ვიდრე

       ადამიანი გამოჩნდებოდა პირველად მსოფლიოს ამ ნაწილში.

       უნდა ითქვას, რომ მეცნიერებში ამ აღმოჩენას კამათი არ მოჰყოლია, რადგან ყველას ერთი აზრი გააჩნდა: "ასეთი რამ წარმოუდგენელია."

 

 

300 მილიონი წლის რკინის ხრახნი

       1998 წელს, რუსი მკვლევარები იკვლევდნენ 300 კილომეტრიან მოედანს, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მეტეორის ნაწილების აღმოჩენის მიზნით და წაააწყდნენ ქვას, რომლის შუაგულშიც ჩადებული რკინის ბოლტი ნახეს. გეოლოგების შეფასებით, ქვის ასაკი–300–320 მილიონი წლისაა.

       ამ დროისათვის ამ ადგილას დინოზავრებიც არ იყვნენ ჯერ, არა თუ ცივილიზებული მსოფლიო. ბოლტის სიგრძეა ერთი სანტიმეტრი, ხოლო სიგანე სამი მილიმეტრი.

 

 

უძველესი სარაკეტო გემი

       კლდეზე შესრულებული ნახატი, იაპონიის ერთ-ერთი გამოქვაბულიდან თარიღდება 5000 წლით. ჩვ. წ. მდე.

 

 

ძაღლების აუხსნელი თვითმკვლელობა.

       ხიდი, რომელიც აშენებულია 1859 წელს ოვერტაუნში ( შოტლანდია), ცნობილი გახდა ძაღლების გამოუცნობი თვითმკვლელობების მთელი სერიის შემდეგ. პირველად ასეთი ინციდენტები დაფიქსირებული იქნა დაახლოებით 1950-60 წლებში, როდესაც შემჩნეული იქნა რომ ძაღლები მოულოდნელად ხტებოდნენ თხუთმეტმეტრიანი ხიდიდან სიკვდილთან შესახვედრად.

 

 

გაქვავებული გიგანტი

       1895 წელს ინგლისის ქალაქ ანტრიში, მთაზე მუშაობის დროს აღმოჩენილი იქნა გაქვავებული გიგანტი, რომლის სიგრძე იყო დაახლოებით სამი მეტრი და სამოცდაათი სანტიმეტრი. მკერდის გარშემოწერილობა ორი მეტრი, ხოლო ხელების სიგრძე ერთი და ორმოცი სანტიმეტრი. მარჯვენა ფეხზე კი ექვსი თითი აღმოაჩნდა.

 

 

აუხსნელი ალუმინის სოლი

       1974 წელს ტრანსილვანიაში, აღმოჩენილი იქნა ალუმინის სოლი, დაფარული ოქსიდის სქელი ფენით. იგი იპოვეს მასტოდონტის ნეშთის ნაწილებს შორის (დინოზავრის ერთ-ერთი სახეობა). რომლის ასაკი გახლდათ ოციათასი წელი. ჩვენ ვიცით რომ ალუმინის წარმოება ქარხნულად 1808 წელს დაიწყო. ეს აღმოჩენა დღემდე შესწავლის საგანია და ინახება საიდუმლო ადგილას.

 

 

ლოლადოფის თეფში

       ნეპალში ნაპოვნი იქნა ქვის დაფა, რომლის ასაკიც 12000 წელია. როგორც ჩანს არა მარტო ეგვიპტეს სტუმრობდნენ უცხოპლანეტელები ძველ დროში. თეფშის ფორმის დაფაზე მკვეთრად არის გამოსახული მფრინავი ობიექტი და ადამიანთა ფიგურები.

 

 

მუმიფიცირებულ გიგანტთა გვამები

       სან დიეგოს არქეოლოგიური საზოგადოების მონაცემების თანახმად, 1947 წლის 5 აგვისტოს, არიზონას, ნევადასა და კალიფორნიის უდაბურ ადგილებში მუმიფიცირებულ გიგანტთა გვამები აღმოაჩინეს. ეს გვამები ტყავის უცნაური შესამოსელით იყვნენ შემოსილნი. მკლევართა ჯგუფმა ისინი წინდაწინვე ოთხმოცი ათასი წლით დაათარიღეს.1931 წელს პენსიაზე გასულმა დოქტორმა ფ. ბრიუს რასელმა ქ. ცინცინატიდან (შტატი ოჰაიო, აშშ - რედ.) აღმოაჩინა რამოდენიმე გვირაბი, რომელიც სიკვდილის ველზე მდებარეობდა. ის ამ ადგილას 1947 წლამდე ვერ დაბრუნდა და დახმარებისთვის დოქტორ დანიელ ბოვის მიმართა, ადამიანს, რომელმაც ნიუ მეხიკოს კლდეებში ახალი დასახლება აღმოაჩინა და მსოფლიოს ამცნო. მის მიერ აღმოჩენილი საგნები  National Geographic Magazine-ის ერთ ერთ ნომერშიც მოხვდა.

       დოქტორ ბოვის დახმარების წყალობით რასელმა აღადგინა რამოდენიმე გიგანტის გვამი, რომელთა სიმაღლე რვადან ცხრა ფუტამდე იყო."ამ გიგანტებს - ამბობს ჰილი - აცვიათ საშუალო ზომის პერანგები და შარვლები, რომლებიც მუხლებთან ფართოვდება. ტექსტური მიხედვით მასალა ნაცრისფრად შეღებილ ცხვრის ქურქს მოგვაგონებს, ოღონდ, ქურქი, როგორც ჩანს, ეკუთვნის ჩვენთვის უცნობ ცხოველს.

 

 

წყალქვეშა ქალაქი (კუბა)

       წყალქვეშა სტრუქტურის მთელი სერია იყო აღმოჩენილი კუნძულ კუბასთან 2001 წელს. ამ სტრუქტურამ დააინტერესა მრავალი არქეოლოგი, ისტორიკოსი და ატლანტიდაზე მონადირეები მთელი მსოფლიოდან. მკვლევართა ჯგუფის მიერ გადაღებულმა ჰიდროლოკატორულმა გამოსახულებამ გაამჟღავნა სიმეტრიულად და გეომეტრიულად სწორი სტრუქტურა, რომელიც განთავსებულია დაახლოებით ორ კვ.მეტრ კილომეტრზე, 600-დან 750-მდე მეტრ სიღრმეზე.სკეპტიკოსები თვლიან რომ ეს ნაგებობა მდებარეობს იმდენად ღრმად, რომ არ შეიძლება ეს ადამიანის ნახელავად ჩაითვალოს. მათი შეფასებით სპეციალური სამშენებლო მოწყობილობები რომ მოთავსდეს ასეთ სიღრმეზე საჭიროა გაიარო არანაკლებ 50 ათასი წელი.

თუ მოიძებნება დამამტკიცებელი საბუთი იმისა რომ ეს ადამიანის ხელითაა შექმნილი, მაშინ ბევრი რამ შეგვიძლია დავამატოთ ჩვენ ცოდნას მაიას ცივილიზაციის შესახებ და იმ ქალაქზე რომელიც ოკეანის სიღრმეში მდებარეობს.

 

 

პირამიდის ძალა

       არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა მექსიკის ველური რაიონების კვლევისას მაიას ტომის უძველესი ქალაქი აღმოაჩინა. ეს გახლავთ კულტურული ცენტრი სადაც ოდესღაც ათობით ათასი ადამიანი ცხოვრობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ქალაქში ადამიანს ბოლო ათასი წლის განმავლობაში ფეხი აღარ დაუდგამს. ქალაქი რომლის პირამიდები განსაკუთრებული წესით და მასალით არის ნაგები. ახლადაღმოჩენილი უძველესი ქალაქი 22 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და მისი უახლოესი დასახლებული პუნქტი ქალაქი ჩუტემალი 120 კმ-ითაა მისგან დაშორებული.

 

 

სიკვდილის ხეობა

       ეროვნული პარკის ულამაზესი ხეობა მდებარეობს აღმოსავლეთ კალიფორნიაში.მცურავი ქანების სიკვდილის ველი არის საიდუმლო გეოლოგიური მოვლენა.Racetrack Playa არის სეზონურად მშრალი ტბა, სწორედ მის ზედაპირზე მისტიურად გადაადგილდებიან “მცურავი კლდეები, ქვები'' . ზუსტად არავინ არ იცის, თუ როგორ ან რა ძალა გაადაადგილებს ამ ქანებს.მაგარამ ფაქტია, რომ მათ არ მართავს არც ადამიანის და არც ცხოველის ძალა.ისინი ძალიან ნელა მოძრაობენ და მათი თვალით შემჩნევა ძნელია.არის საკმაოდ ბევრი თეორიები, ყველაზე პოპულარულია მათგან, ის რომ ისინი გადაადგილდნენ ძლიერი ქარის დარტყმის გამო.აქ წვიმა ძალინ მცირე რაოდენობით მოდის წელიწადში ერთხელ, ტალახდება ზედაპირი და შეიძლება მაშინ ქარის გამო გადაადგილდნენ.მაგარამ ამ თეორიას მაინც ვერავინ ვერ ამტკიცებს.ჯერჯერობით ეს მოვლენა ამოუხსნელი და საიდუმლოებებით არის მოცული.

ტეგები: Anormal, Desert, Intereting, Maya, Qwelly, კუბა, მაია, საიდუმლო, საინტერესო, სამყარო, მეტი...სტოუნჰენჯი, უდაბნო

ნახვა: 1960

გამოხმაურებები!

გენიალურია

ყველაზე მეტად რომელმა გაგაოცა ? :)) 

enele_მ თქვა:

გენიალურია

საინტერესოა ნამდვილად :)) 

Giorgi Chekurishvili_მ თქვა:

მაგარი პოსტია,ბრავო..

ქვის თოჯინა :) :o :o :O :O და გიგანტი :(

ძალიან საინტერესო პოსტია :) ისე სუიციდის შემთხვევა ძაღლებშიც თუ ფიქსირდებოდა არ ვიცოდი :o :D

არა მარტო ძაღლებში :)

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ძალიან საინტერესო პოსტია :) ისე სუიციდის შემთხვევა ძაღლებშიც თუ ფიქსირდებოდა არ ვიცოდი :o :D

არქეოლოგიური სფერო ყოველთვის მიზიდავდა.:)

გაოცებული და გაოგნებული დამტოვა ამ პოსტმა :))))

თა _ მო კეთილი იყოს შენი მობრძანება დედამიწელებთან :))) 

თა _ მო_მ თქვა:

გაოცებული და გაოგნებული დამტოვა ამ პოსტმა :))))

RSS

ბლოგ პოსტები

Unlocking EA FC 26 New Moves:A Guide by MMOexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 19, 2026.
საათი: 11:51am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters