უახლოეს წარსულში ჩატარებულ კონფერენციაზე სახელწოდებით „მეცნიერების უკანასკნელი მიღწევები ადამიანის ცნობიერების შესახებ“, რომელიც გაიმართა ა.შ.შ_ს არიზონა შტატის უნივერსიტეტში, გამოქვეყნებულ იქნა პეტერბურგელი მეცინეირის, დოქტორისა და სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატის, სანკტ-პეტერბურგის ფსიქოლოგიური ასოციაციის პრეზიდენტის, ბეხტერეევის სახელობის ფსიქო-ფიზიოლოგიის ლაბორატორიის გამგე პროფესორი ვალერი სლიოზინისა და სამედიცინო მეცნიერებებათა კანდიდატ ი.რიბინას თეზისები. ამ თეზისებში, რომლებმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია მრავალი ქვეყნის მეცნიერებს შორის, ლაპარაკია არაჩვეულებრივი (უნიკალური) ფენომენის აღმოჩენის შესახებ - კერძოდ კი ადამიანის ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარება ლოცვის ჟამს. უფრო დაწვრილებით ამ აღმოჩენის შესახებ საუბრობს ვალერი სლიოზინი:
„დიდი ხანია პრაქტიკაში ნერვული დარღვევების, ანუ ნევროზის განკურნებისთვის გამოიყენება თვითჰიპნოზი ან ე.წ. მედიტაცია. ეს მეთოდი, სპეციალისტების აზრით, არც თუ ისე ცუდ შედეგებს იძლევა. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეკვლია, თუ რა პროცესები მინდინარეობს ამ დროს ადამიანის ტვინში. გადავიღეთ ელექტროენცოფალოგრამა და აღმოვაჩინეთ, რომ მედიტაციის დროს ტვინი რთავს აღგზნების მექანიზმებს. ამის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანი ლოცულობს?..
იმის მიუხედავად, რომ იოგის სხვადასხვა სკოლების ზოგიერთი მიმდევარი მედიტაციას ლოცვასთან აიგივებს, ჩვენმა კვლევამ ეს არ დაამტკიცა. ექსპერიმენტის ზუსტად ჩასატარებლად მოვიწვიეთ ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი და მისი ლოცვის დროს ელექტროენცოფალოგრამა ჩავწერეთ. შედეგი განსაცვიფრებელი იყო. ამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ მართმადიდებელი ღვთისმსახურის ლოცვის დროს მისი ტვინი „გამორთული“ იყო... ადამიანი იჯდა და ლოცულობდა, მაგრამ ელექტრო იმპულსები, რომლებიც ტვინის მუშაობაზე რეაგირებენ, არ ფიქსირდებოდა. ანუ ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ადამიანის ტვინის „გამორთვას“ საღი ცნობიერების ჟამს. ამ ფენომენს ჩვენ ადამიანის ცნობიერების მეოთხე მდგომარეობა ვუწოდეთ. აქამდე სამი მდგომარეობა იყო ცნობილი: სიფხიზლე, ნელი და სწრაფი ძილის მდგომარეობა (бодрствование, медленный и быстрый сон), რომლებიც ერთმანეთისგან ელექტრო იმპულსების ხასიათებით გამოირჩევა. ახლა ჩვენთვის ცნობილი გახდა ახალი მდგომარეობა - თავის ტვინის ელექტრო აქტივობის სრული გამორთვა, მაშინ როდესაც ცნობიერება არ გამორთულა.“
როდესაც პროფესორს ჰკითხეს, თუ რაში მდგომარეობს ლოცვის განკურნებითი თვისებების საიდუმლოება მეცნიერ-მატერიალისტისთვის, როდესაც მორწმუნესთვის ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა ლოცვა შეისმინა, მკვლევარმა უპასუხა: „როგორც კვლევებმა გვაჩვენა, სიფხიზლის და სწრაფი ძილის დროს გადაღებული ელექტროენცეფალოგრამა იდენტურია. ახლა კი ჩვენ გავიგეთ, რომ ტვინის სრული გამორთვა ხდება როგორც ნელი ძილის მდგომარეობაში, ასევე ლოცვის დროსაც. აქედან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ ლოცვა ისევე აუცილებელი და საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის, როგორც დანარჩენი სამი მდგომარეობა. ადამიანის ცხოვრებაში ხდება ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა, არსებობს შენელების, გამორთვის სისტემები... როდესაც ადამიანის ცხოვრებაში მისივე სურვილის მიხედვით მეოთხე მდგომარეობა არ ფიგურირებს, მაშინ, როგორც ჩანს, ვითარდება ნეგატიური პროცესები. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ეკლესიის წინამძღვრების, მონასტრის უხუცესებისთვის დამახასიათებელია სულის სიმშვიდე...
- ღმრთის მსახურების დროს მოძღვარი არაერთხელ ამბობს: „მშვიდობა თქვენდა!“ ანუ ის გვისურვებს სულის სიმშვიდეს...
- როგორც ჩანს, პრაქტიკაში მლოცველობითი მდგომარეობის დანერგვის გარეშე, რთულია მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს. და სწორედ აქედანაა ლოცვის განკურნებითი თვისებებიც.
კვლევაში მონაწილეობას იღებდა ასევე კათოლიკე მღვდელი. მისი ლოცვის დროს ელექტროენცეფალოგრამამ ტვინის სრული გამორთვა არ დააფიქსირა, თუმცა შენარჩუნებული იყო ტენდენცია. თვითონ მღვდელმა თქვა, რომ მართმადიდებელი ქრისტიანები უფრო მეტად მლოცველები არიან, მხოლოდ მათთან შენარჩუნდა პრაქტიკა (შეუწყვეტელი) იესოსეული ლოცვებისა. ასევე მუსლიმი მსახურებიც იყვნენ მიჩვეულები, პროტესტანტებიც, მაგრამ იმათთან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და მონაწილეობაც არ მიუღიათ.
ნამდვილი ლოცვის დროს ხდება რეალობისგან მოშორება, რაც იწვევს პათოლოგიური კავშირების გაწყვეტას. როდესაც ადამიანი სამყაროს წყდება, პათოლოგიურ მოვლენებს ცილდება, ის გამოჯამრთელების გზაზე დგება. მეოთხე მდგომარეობა - ეს გზაა ჰარმონიისკენ.
ჩვენმა გამოკვლევებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ სხვა აღმოჩენებიც გაგვეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ სასოწარკვეთა, როკ-მუსიკა ადამიანს აშორებს ჰარმონიული მდგომარეობისგან, ასევე იწვევს ტვინში ელექტრო იმპულსებს, რომლებიც ეპილეფსიურ მდგომარეობასთან არის მიახლოებული.
- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ცნობიერების მეოთხე მდგომარეობა ეწინააღმდეგება თანამედროვე კულტურის განმანადგურებელ ძალას?
- ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე, სადაც, როგორც აღმოვაჩინეთ, არსებობს ოთხი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მაშინ ეს ოთხივე უნდა ენაცვლებოდეს ერთმანეთს ცხოვრების განმავლობაში. ერთ-ერთი მათგანის არარსებობა ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას არღვევს, იწვევს მის დეგრადაციას, ავადმყოფობას. ამიტომ მე გავბედავ ხმამაღლა იმის თქმას, რომ ადამიანის ცნობიერების მეოთხე მდგომარეობა ეხმარება ადამიანს დარჩეს ადამიანად!
წყარო: galactic.org.ua - МОЛИТВА КАК ОСОБОЕ СОСТОЯНИЕ СОЗНАНИЯ
Валентина КАЗАК,
Журнал "Русский дом" № 7 за 1999 год. Санкт-Петербург
ტეგები: Brain, Condition, Education, Information, Interesting, Isikhia, Medical, Meditation, Mind, Off, მეტი...Prayer, Qwelly, Reality, Spirit, გამორთვა, განათლება, გონება, ინფორმაცია, ისიხია, ლოცვა, მდგომარეობა, მედიტაცია, რეალობა, საინტერესო, სამედიცინო, სული, ტვინი
ვაუ, რა საინტერესო იქნება იმ ადამიანის გაცნობა რომლის ლოცვისასაც გაითიშა ტვინი. ცოტა მიკერძოებულ სტატიას ჰგავს, მართლმადიდებლების შეკვეთით დაწერილს, მაგრამ მადლობა თამო თარგმნისთვის!
ჩემი საქმე მხოლოდ თარგმნით შემმოიფარგლა, განხილვა თქვენზე იყოს :)
მადლობა თა _ მო. :)) განსახილველი ბევრი არაფერია, ეს ისედაც ცნობილია. სამონასტრო ცხოვრებასი ისიხაზმი არაა გასაკვირი მოვლენა, მაგრამ აქ ისეა დახატული - მარტო მართლმადიდებლებმა იციან ლოცვაო, არადა ასე არ მგონია იყოს :)
თა _ მო_მ თქვა:
ჩემი საქმე მხოლოდ თარგმნით შემმოიფარგლა, განხილვა თქვენზე იყოს :)
მაგაში მეც გეთანხმები და მაგაზეც მოგაწვდი თარგმანს :)
ლაშა_მ თქვა:
მადლობა თა _ მო. :)) განსახილველი ბევრი არაფერია, ეს ისედაც ცნობილია. სამონასტრო ცხოვრებასი ისიხაზმი არაა გასაკვირი მოვლენა, მაგრამ აქ ისეა დახატული - მარტო მართლმადიდებლებმა იციან ლოცვაო, არადა ასე არ მგონია იყოს :)
თა _ მო_მ თქვა:ჩემი საქმე მხოლოდ თარგმნით შემმოიფარგლა, განხილვა თქვენზე იყოს :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•