არსებობს ორი რამ, რაც უკვე დიდი ხანია ბარი კოქსისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს არის ხეები და ეკლესია. ბარი იზრდებოდა ახალ ზელანდიაში, 10 წლის ასაკში მას სურდა რომ გამხდარიყო პაპი, ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა მისი სიყვარული ეკლესიისადმი არ განელებულა. ის მოგზაურობდა ევროპაში და ამერიკაში, შეისწავლა და მოინახულა ძველი და ახალი, მცირე და დიდი ზომის ეკლესიები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მან დაიწყო თავისი საქმის განხორციელება.
ადგილმდებარეობის შეცვლის შემდეგ კოქსმა გადაწყვიტა მათი ფორმის შეცვლაც. მისი თქმით ახალი იდეა დაებადა 2011 წლის ერთ მშვენიერ დღეს: "ერთ დღეს მე გამოვედი უკანა კარიდან და ვფიქრობდი რომ ამხელა სივრცეს სჭირდება ეკლესია - და ასე დაიწყო ეს". მან შექმნა რკინის კონსტრუქცია და დიზაინი მოაწყო იმ ეკლესიების მაგალითზე სადაც მან ამდენი წელი დაჰყო.
ეკლესიის კედლებს წარმოადგენს ავსტრალიური ფოთლოვანი ჩაის ხე. კოქსი მის კორექტირებას 6 კვირაში ერთხელ აკეთებს, რომ ფორმა შეუნარჩუნოს. სახურავი გაკეთებულია მოჭრილი მურყანის ხისგან, რომელიც რკინის ჩარჩოს ბოლომდე წვდება, მას ალაგ-ალაგ აქვს ფოთლები, რათა მზის სხივებმა შეაღწიონ შიგნით.
შიგნით არის სკამები და მარმარილოს საკურთხეველი, რომლებიც არის ეკლესიიდან, სადაც კოქსის ოჯახი დადიოდა და თვითონ მსახურობდა როდესაც პატარა იყო, მაშინ როცა პაპობაზე ოცნებობდა. ეკლესიასთან იზრდება ამყოლი ვარდები რომლებიც ფარავენ მის ზედა ნაწილს, იგი ყვავის მთელი ზაფხულის განმავლობაში და სასიამოვნო სურნელით ავსებს მთელ სივრცეს. ეკლესია გარშემორტყმულია ყვავილებით, რომლებიც ღობეს ქმნიან.
თავდაპირველად კოქსი ფიქრობდა რომ ეკლესიას კერძოდ შეინახავდა, მაგრამ მისი მეგობრები და ნათესავები იმდენად იყვნენ დაინტერესებულნი როდის გაიხსნებოდა, რომ 2015 წლის იანვრიდან იგი გახდა საჯარო. პირველად აქ კოქსის ძმიშვილმა დაიწერა ჯვარი, მალე მას სხვა წყვილებიც შეუერთდნენ, მათ შორის ზოგი არ იყო რელიგიური. ერთ-ერთმა პატარძალმა განაცხადა: "ჩვენ არ ვართ მორწმუნეები, მაგრამ ვგრძნობთ რომ ხის ეკლესია ჩვენს ქორწილს სიღრმეს და სიმშვიდის გრძნობას მატებს".
ხის ეკლესიის შენახვა ზოგისთვის რთული ამოცანა შეიძლება იყოს, მაგრამ კოქსისთვის ეს არის შრომის სიყვარული
კოქსი ეკლესიის უკან გეგმავს ევროპული ბაღის გაშენებას, ბუნებრივი ამფითეატრის მოწყობას სხვადასხვა ღონისძიებების მოსაწყობად.
ტეგები: Qwellyland, ბუნება, დიზაინი, ეკლესია, იერიქონი, ლაბირინთი, საინტერესო
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•