ამ ”მოშვებულ” ხალხს აქვს საკმაო სიმამაცე, ისინი ეთაყვანებიან დროის ტარებას ღრუბლებში. ეს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ფესტივალია, რომელიც თავს იწონებს ულამაზესი ხედებით. თოკები გადაჭიმულია იტალიის ალპებში, ფესტივალი იმართება Monte Piana-ში. ჰამაკში დასვენების დროს შეიძლება ვერ იგრძნოთ თავი ფესტივალზე, მაგრამ საღამოობით ყველა ერთად აღნიშნავს, სამზარეულო, მუსიკა, ბარი არის ადგილი სადაც იკრიბებიან, აგრეთვე პარაპლანით ფრენაც შეგიძლიათ.
ეს არ არის მაგრად დაჭიმული ბაგირი, არამედ მოშვებული თოკია, რაც ქანაობის საშუალებას მოგცემთ, აქედან მომდინარეობს გუნდის სახელი ”მოშვებულები”. იტალიის ალპები გამოირჩევა სილამაზით, თუმცა არსებობს სხვა მიზეზიც რის გამოც ფესტივალი ამ ადგილზე ტარდება და ყველა კუთხიდან მოდის ხალხი. პირველი მსოფლიო ომის დროს ამ ადგილზე 15 000 ახალგაზრდა ჯარისკაცი დაიღუპა.
ფესტივალის ვებსაიტზე, დამფუძნებელი წერს: "ჩვენ გვინდა განვავითაროთ ეს ისტორიული ადგილი სხვა კუთხით და სხვა გზით. ომის დროს აქ ჯარისკაცები იბრძოდნენ, მათი ყოველდღიური ცხოვრება დარდით, შიშით და სიძულილით იყო ნაკარნახევი."
ზამთარი, როდესაც ისინი დაიღუპნენ, სავსე იყო საშინელი ხმებით, რომელმაც ზარივით ჩამორეკა ამ მშვენიერ მთებში. ჯგუფი, რომელიც აქ მოდის ზამთარში, იგივე დროს, გრძნობს რომ შეუძლიათ შექმნან აბსოლიტურად განსხვავებული გარემო, რათა იგრძნონ მწუხარება, რაც ერთხელ ამ მიწამ დაიტია. ჯგუფის წევრები აღნიშნავენ: "აქ ყველაფერია, ბედნიერება, გუნდური მუშაობა და ძლიერი ემოცია."
მსგავსი ფესტივალის შესახებ შეიძლება არასდროს გსმენიათ, მონაწილეები სხვადასხვა გასართობებით კავდებიან მთლი დღის განმავლობაში:
- ჰაერში გაჭიმული 18 თოკი, 6 დან 100 მეტრ სიგრძეზე
- იმართება სხვადასხვა კონკურსები
- ფილმები და სხვადასხვა გასართობი პრეზენტაციები
- იოგას გაკვეთილები
არ იფიქროთ რომ მართლა ”მოშვებულები” არიან, სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობაში, არამარტო ჰამაკებით არიან ჩამოკიდებულები, არამედ თოკზეც დადიან, რასაც გამბედაობა და სიმამაცე სჭირდება.
თუ იტალიის ალპები თქვენგან შორსაა, შეგიძლიათ სხვა მსგავს ღონისძიებას ეწვიოთ, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იმართება. ეს სპორტი სუსტი გულის ადამიანებისთვის არაა განკუთვნილი, თუმცა საკმაოდ კარგი აღჭურვილობაა, რაც რისკის საფრთხეს მინიმუმამდე იყვანს.
ტეგები: Qwelly, ალპები, ექსტრემი, მთები, ქველი, ჰამაკი
Kakha შენც შეურთდებოდი ამათ? :D იტალიაში ღირს ამის გამო წასვლა :D
Kakha_მ თქვა:
აი ეს არის ხელოვნება!! არა რაღაც ზე ხელოვნებაა! ჭეშმარიტი შემოქმედება :D
აქაც რომ იყოს მართლა რა კარგი იქნებოდა :D ყველანაირი პირობები გვაქვს, ერთი თოკის გაბმაღა აკლია :D
ლაშა მაქედან ალბათ აღარც წამოხვიდოდი :D
ლაშა_მ თქვა:
არაფერი ჯობს სუფთა ჰაერზე ძილს, ჭამას და სუნთქვას :D
რამხელა გამბედაობა და სიმამაცეა აქ "დასვენება".. სად შემიძლია მე ამდენი :D :D
რატომ თათია :D ძალიან კომფორტული ჰამაკებია მე თუ მკითხავ :D:D
თათია_მ თქვა:
რამხელა გამბედაობა და სიმამაცეა აქ "დასვენება".. სად შემიძლია მე ამდენი :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•