საგაზაფხულო მოსაცმელი

    არ არის საჭირო ფიქრი თუ რომელი ქურთუკი ჩაიცვათ, როცა ცხელა, ხოლო ზამთარში, ყინვაში პალტო არის ყველაზე მოსახერხებელი. მაგრამ არის დღეები როცა არც ცხელა და არც ცივა, გაზაფხულზე და ზაფხულში ამინდები ცვალებადია და თქვენ გჭირდებათ მსუბუქი პიჯაკი.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც გრილი დღეებისთვის არის განკუთვნილი და არამარტო ეხლანდელ სეზონზე გამოგადგებათ.

ლაბადა

ეს არის კლასიკური მოსაცმელი, რომელიც ყველა სეზონზე შეიძლება გამოგადგეთ, ელეგანტური, დახვეწილი და პრაქტიკული. უმკლავო ვარიანტი უხდება ზოლიან ბლუსკას და ჯინსებს.

ჯინსის პიჯაკი

ჯინსის პიჯაკს შეიძლება ეკავოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი თქვენს კარადაში. თქვენ ეს განსაკუთრებით დაგჭირდებათ ქალაქ გარეთ ყოფნისას, ან მეგობრებთან სეირნობის დროს.

ქურთუკი

ეს თხელი ნეილონის ქურთუკი შეიძლება მოგეჩვენოთ მეტისმეტად სპორტულად, რომელიც გამოდგება მხოლოდ დილით ვარჯიშის დროს, მაგრამ ეს არის მოსახერხებელი ჩასაცმელი, რომელიც უხდება შარვალს და შორტებს.

შალის პიჯაკი

კომფორტული, მოქსოვილი პიჯაკი შეგინარჩუნებთ სითბოს ღამის სიცივეში.

საწვიმარი

მისი მთავარი მიზანია დარჩეთ მშრალი წვიმაში მოხვედრისას, მაგრამ ის ამავდროულად შეიძლება იყოს ლამაზი მოსაცმელი.

ტეგები: Qwelly, ლაბადა, მოსაცმელი, პიჯაკი, საწვიმარი, ქურთუკი, შალი, ჯინსი

ნახვა: 3208

გამოხმაურებები!

შალის პიჯაკებში ბოლო მომეწონა ძალიან რა ლამაზია ♥♥♥

მეც შალის პიჯაკები მომეწონა :))

მეც იგივე მომეწონა რაც BrOliKa ს :D 

აქ მამაკაცებისთვის არაფერია ხომ? და თქვენ საუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე? :D

ჯინსის პიჯაკები მამაკაცებისაა აბა ვისია ლაშა? ქურთუკებიც თუ არ ვცდები :D 

ვინ სხვებისთვის კახუჩ? :P :D

ხო დავიბენი, ნუთუ მესამე სქესიც არსებობს კახუუჩ? :P :D

გენდერული უთანასწორობა სად შენიშნეთ? :D უბრალოდ ლაშა თქვენ უფრო ამტანები ხართ და სიგრილეში აღარ გჭირდებათ არაფრის მოცმა :D

თამარი, არ იცოდი მათი არსებობის ამბავი? რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ელექტრონულ ფოსტაზე ვრეგისტრირდებოდი და სქესის გრაფაში სამი არჩევანი მქონდა - ქალი / კაცი / სხვა :D ჰოდა, მეც მოვნიშნე სხვა. დადგნენ და იმტვრიონ თავები :D

თამარი_მ თქვა:

ხო დავიბენი, ნუთუ მესამე სქესიც არსებობს კახუუჩ? :P :D

მარიამ, მერე არ თქვათ არაყს რატომ ეტანებითო :D ამტანობა კი არ დაგვყვა ჩვენ - გამოვიმუშავეთ :D 

mariam kubaneishvili_მ თქვა:

გენდერული უთანასწორობა სად შენიშნეთ? :D უბრალოდ ლაშა თქვენ უფრო ამტანები ხართ და სიგრილეში აღარ გჭირდებათ არაფრის მოცმა :D

არაყს გადაურჩენილხართ :D ეს ხშირად უნდა აღნიშნოთ ხოლმე :D


ლაშა_მ თქვა:

მარიამ, მერე არ თქვათ არაყს რატომ ეტანებითო :D ამტანობა კი არ დაგვყვა ჩვენ - გამოვიმუშავეთ :D 

mariam kubaneishvili_მ თქვა:

გენდერული უთანასწორობა სად შენიშნეთ? :D უბრალოდ ლაშა თქვენ უფრო ამტანები ხართ და სიგრილეში აღარ გჭირდებათ არაფრის მოცმა :D

არყის დამსახურება ყოფილა ისტორიის ასეთი მსვლელობა :D ძეგლი უნდა დავუდგათ :D (ისე თავში არ აუვარდეს ამდენი ქება, მერე უფრო მიეძალებიან) :D

Kakha_მ თქვა:

არაყმა იმდენი ერი გადაარჩინა დიდი ამბავი ახლა რამდენიმეც თუ დავემატებით :DD

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp Diablo 4 Season 9:Bearing the Weight of Ghosts Quest Walkthrough

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 26, 2025.
საათი: 7:55am 0 კომენტარი

Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.

Season 9 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth That Lies…

გაგრძელება

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Qwelly World

free counters