ბროლის ზღაპარი 1892 წელს დაიწყო. ჩეხური ბოჰემიის (ბროლის ოსტატთა განთქმული მხარე) მკვიდრმა უცნობმა ავსტრიელმა იუველირმა, დანიელ სვაროვსკიმ გამოიგონა მანქანა, რომელსაც შეეძლო ბროლის, ძვირფასი ქვებისა და კრისტალების დიდი რაოდენობით და თანაც საუკეთესო ხარისხით დამუშავება.
დაიწყო ახალი ერა ბროლის სამყაროში. 29 წლის გამომგონებელი ადგილობრივ ოსტატებთან კონკურენციას მოერიდა და ავსტრიაში გადაბარგდა, სადაც 1895 წელს ტიროლის ერთ-ერთ სოფელში – ვატენსში დააარსა ბროლის მწარმოებელი ქარხანა. იმ დროისათვის ასეთი სახის ნაწარმს ფართოდ იუენებდნენ მოდური ტანისამოსის და აქსესუარების გასაწყობად.
რამდენიმე წლის განმავლობაში დანიელმა თავისი ტექნოლოგია კიდევ უფრო დახვეწა, ხოლო 1911 წელს უკვე შვილებთან, ვილჰელმთან და ფრიდრიხთან, ერთად შეძლო ბროლის დამუშავებაში ახალი სიტყვის თქმა, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. სანკტ-პეტერბურგელი და პარიზელი ნოდის მოყვარულნი, სადაც სვაროვსკიმ პირველი ნიმუშები გააგზავნა, აღფრთოვანებულნი დარჩნენ და ბროლის "ბრილიანტების" შეკვეთები მოაწყდა სვაროვსკების ქარხანას.
გავიდა წლები და "სვაროვსკი" დახვეწილი, მდიდრული და საოცნებო სამკაულის სიმბოლოდ იქცა. ამ ფირმის აქსესუარები ამკობდა მარლენ დიტრიხის და ჯერი ჰოლის საღამოს კაბებს, ასევე მაიკლ ჯქსონის და თინა თერნერის სასცენო კოსტუმების განუყოფელი სამკაულიც იყო. ცნობილი სამოდელო სახლები – კრისტიან დიორი, ივ სენ ლორანი და შანელი, თავის კაბებს მხოლოდ "სვაროვსკის" თვლებით აწყობენ... და ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.
დღეისათვის სვაროვსკის მემკვიდრეები აწარმოებენ ბროლის ბიჟუტერიას, ასობით ათასი ფირმისა და ფერის ნამუშევრებს, ყველანაირი გემოვნებისათვის...
დღეისათვის ეს არის კომპანია, რომელიც ყველასგან განსხვავდება. მისი პროდუქცია, როგორც წარსულ წლებში, დღესაც ძველებურად პრესტიჟულია. თუ მსოფლიო ბაზარს გადავხედავთ, „სვაროვსკის" უკვე სამომავლოდაც გარანტირებული აქვს თავისი ადგილი. მოდის ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ კომპანიის უნიკალური პროდუქცია კიდევ დიდხანს იქნება პოპულარული.
1976 წელს ფირმამ შობის წინ დაამზადა პირველი ბროლის ფიგურა, ეს იყო პატარა თაგვი, აწყობილი რამდენიმე დეტალისაგან და ჭაღის ერთ-ერთ ატრიბუტს, კერძოს საკიდს წარმოადგენდა. წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, თაგვს მოჰყვა ზღარბი, კუ, ირემი, მარტორქა, გედი...
"სვაროვსკის" სიმბოლო თავდაპირველად ედელვაისი იყოს, მაგრამ ეს ალპური ყვავილი მხოლოს მთის მცხოვრებთათვის იყო ნაცნობი. ამიტომაც, როდესაც უკვე სახელგანთქმული კომპანიისათვის სიმბოლოს ხელახალი არჩევის საკითხი დადგა, მათ არჩევანი გედზე შეაჩერეს და იგის "სვაროვსკის" სიმბოლო 1899 წლიდან დღემდე.
ეს არის მოკლე ისტორია ჩემი უსაყვარლესი ბრენდის!
ტეგები: Bohemia, Czech_Republic, Daniel_Swarovski, Daniel_Swartz, Qwelly, Swarovski, design, fashion, jewelry, ავსტრია, მეტი...ბოჰემია, ბრილიანტები, ბროლი, ბროლის_ზღაპარი, ბრწყინვალე_თვალი, გედი, დანიელ_სვაროვსკი, დიზაინი, მევიოლინე, მოდა, საიუველირო, სამკაული, სვაროვსკი, ჩეხეთი, ჩეხეთის_რესპუბლიკა
ლამაზიაააააა :)) ჩემს საბანკეტო კაბას ჰქონდა სვაროვსკის თვლებიიი :))
me aqseesuarebi maqvs :)) samwuxarood dges xelcarieli gamovedi :(
რატოომ არაფერი მოოგეწონა თუ ზედმეტად ძვირი ღირდაა ? :(( :D
მარიამ ჩეკურიშვილი ❀_მ თქვა:
me aqseesuarebi maqvs :)) samwuxarood dges xelcarieli gamovedi :(
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აგვისტო 26, 2025.
საათი: 7:55am
0 კომენტარი
0 მოწონება
Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.
Season 9 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth That Lies…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
© 2025 George.
•