საქართველოს ნაკრების თემა კი არის, მაგრამ აქ ვისაუბროთ ზოგადად ქართულ ფეხბურთსა და ფეხბურთელებზე.
ტეგები:
საქართველომ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ განაცხადს ერთობლივად საქართველო და აზერბაიჯანი შეიტანდნენ, მაგრამ აზერბაიჯანულ მხარესთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველომ განაცხადის შეტანა მარტომ გადაწყვიტა.
ამის შესახებ სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და ფეხბურტის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ განაცხადეს.
“ყველაფერს გავაკეთებ, რათა ბუბა ტყავაძე ქართულ ფეხბურთს ჩამოშორდეს. ფეხბურთი ასეთი პიროვნებებისგან უნდა გაიწმინდოს”.
“შესაძლოა, საქართველოს თასის ფინალში სათამაშოდ არ გავიდეთ”.
“გვაქვს ცნობა, რომ “მერანი”-“მეტალურგის” მატჩი (2:3) გარიგებული იყო კლუბების დონეზე. თუ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, მათ შემიძლია ეს ცნობები გადავცე”.
ეს ილია კოკაიას სიტყვებია. “ზესტაფონის” პრეზიდენტმა კლუბის ოფისში მიიწვია ჟურნალისტები და ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. თემა ისედაც ცნობილია: “ზესტაფონსა” და “მეტალურგს” ბოლო ტურის წინ 52-52 ქულა აქვთ, 20 მაისს იმერლები შინ “მერანს” მასპინძლობენ, რუსთაველებში კი ფოთში “კოლხეთს” ხვდებიან. ჯერაც უცნობია, ვინ გახდება ჩემპიონი თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (და არა აღმასკომის) გადაწყვეტილებით, პირველზე “მეტალურგია”, რადგან მათ მოგებათა მეტი რაოდენობა აქვთ. მაგრამ ეს რაოდენობა უშუალოდ 8 გუნდს შორის მოგებების მიხედვითაა და არა მთლიანად ჩემპიონატის მიხედვით – ჩემპიონატი კი გასულ ზაფხულს დაიწყო.
“თუ სფფ ჩემპიონად “მეტალურგს” გამოაცხადებს, ჩვენ “ზესტაფონს” გამოვაცხადებთ” – ეს კოკაიას სიტყვებია, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა სხვაც ბევრი რამ თქვა...
ჯერ დებულებას გავიმეორებთ, რომელიც 14 მაისს შემოგთავაზათ “მსოფლიო სპორტმა” (http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=35777&lang=1) და აქვე, პუნქტებს შეგახსენებთ:
4.4 უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
4.4.1. ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
4.4.2. უშუალოდ, ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
4.4.3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
4.4.4. ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
4.4.5. ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
4.4.6. ფეარ-ფლეის შედეგები (ყველა მატჩზე დელეგატის მიერ შევსებული გუნდებისა და მოთამაშეების ფეარ-ფლეის პრინციპების შეფასების გათვალისწინებით).
4.4.7. თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
ცნობისთვის: ეს ყველაფერი არის ფედერაციის აღმასკომმა დაამტკიცა.
15 მარტს კი ფედერაციიდან კლუბებს გადაეცათ წერილი, რომელსაც ხელს აწერს საშეჯიბრო განყოფილების უფროსი ნოდარ კაკულია.
15.03. 2012
უმაღლესი ლიგის კლუბებს
საქართველოს 2011-2012 წ.წ. ეროვნული ჩემპიონატის დებულების 3.3 და 4.4 მუხლების განმარტება.
უმარლესი ლიგის 1-8 ადგილებზე გასულ გუნდებს მეორე ეტაპზე გადაჰყვებათ პირველ ეტაპზე ერთმანეთში ნათამაშევი მატჩების შედეგები (თამაში, მოგება, ფრე, წაგება, ბურთების სხვაობა და ქულები). თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა 1-8 ადგილების საბოლოო ცხრილის შედეგების შესაბამისად ჩემპიონატის დებულების 4.4.1, 4.4.2, 4.4.3, 4.4.4, 4.4..5, 4.4.6 და 4.4.7 მუხლების მიხედვით.
ცნობისთვის: ეს აღმასკომზე არაა დამტკიცებული.
ახლა კი, კოკაიას ნაუბარი პრესკონფერენციაზე:
- დიდი მადლობა დაინტერესებისთვის, რომელიც ამ საკითხისადმი გამოიჩინეთ. ჩვენ ვუყურებთ აღმასკომის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტს და თუ რაიმე უნდა შეცვლილიყო, ეს აღმასკომს უნდა დაემტკიცებინა. აღმასკომს დამტკიცებული აქვს ის დებულება, სადაც წერია, რომ ჩემპიონატში მეტი მოგებაა პრიორიტეტული თანაბარი ქულების შემთხვევაში. ჩემპიონატში და არა 8 გუნდს შორის, ან პლეი ოფში. 15 მარტს მოსული წერილი კი არაფრით არ დგას აღმასკომზე დამტკიცებულ რეგლამენტზე მაღლა. აღმასკომის გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია მხოლოდ აღმასკომს. მითუმეტეს, მარტში მოსული ეს არაკანონიერი ძალის მქონე წერილიც არ არის დალაგებულად ჩამოყალიბებული, ეს არის დებულებაში ცვლილებების შეტანის მცდელობა.
- თუ თანაბარი ქულებით დასრულდება ჩემპიონატი და ფედერაცია “მეტალურგს” ჩემპიონად გამოაცხადებს, რას მოიმოქმედებთ?
- ასე თუ მიდეგბა საქმე, “ზესტაფონი” ჩემპიონად ‘ზესტაფონს” გამოაცხადებს. ფედერაციას მივმართავთ, რომ მათ გააგზავნონ წერილი უეფაში, რათა მათ გადახედონ. დღესვე ვაცხადებთ ამას და არ ვუცდით ბოლო ტურს. შესაძლოა, 26 მაისს საქართველოს თასის ფინალზე სათამაშოდ არ გავიდეთ
- ფედერაციაში ამბობენ, 15 მარტს რომ წერილი მიიღეს, მაშინ რატომ არ გამოხატეს პროტესტი და რაღა ახლა დაიწყეს პროტესტირება, როცა გაუჭირდათო.
- რას ნიშნავს, გაგვიჭირდა? მეორეზეც რომ გავიდეთ, ჩვენ არ გვიჭირს, მაგრამ ვერ შევეგუებით ამ უსამართლობას. ჩვენ მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გათვლების გაკეთება არ შეგვეძლო. ფედერაციის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ დავაკვირდეთ: ფედერაციის გადაწყვეტილებას არა ერთი ან ორი კაცი, არამედ აღმასკომი ამტკიცებს. აღმასკომი ყველაზე მაღალი ორგანოა. სფფ-ის პრეზიდენტის პოზიცია აღმასკომის პოზიციას არ ნიშნავს. ეს იქნება სადავო საკითხი და კიდევ ვიმეორებთ, არ შევეგუებით. “მეტალურგის” გენერალური დირექტორი ბუბა ტყავაძე ამბობს, “დილა”_”ზესტაფონს” დააკვირდით, რა სუნი ექნებაო. ამას ამბობს იმ კლუბის გენერალური დირექტორი, რომელიც ფართო წრემ მშვენივრად იცის, თუ როგორი მეთოდებით მოქმედებს. ასეთ რამეს ვერ ავიტანთ, მეტისმეტია. “გაღმა შეედევე, გამოღმა შეგრჩებაო”, ამაზეა ნათქვამი. ერთხელ და სამუდამოდ, ფეხბურთი უნდა გაიწმინდოს სიბინძურისგან. შარშან ყველამ ნახეთ, ჩემპიონატი პატიოსნად ჩატარდა და ვფიქრობ, ქართული კლუბები კარგად გამოვიდნენ ევროტურნირებზე. არ ვამბობ, რომ მათ შორის “ზესტაფონმა” ყველაზე კარგად ითამაშა ევროსარბიელზე, მაგრამ ხომ დამეთანხმებით, რომ შედარებით უკეთესი გამოსვლა იყო მთლიანად ქართული გუნდებისა. ეს ყველაფერი უკან-უკან წავა, როცა ისევ სიბინძურეები დაიწყო. 8 წელია, ფეხბურთში ვტრიალებთ, წინსვლა გარკვეულ მომენტში დაიწყო და აი, ისევ უკუსვლა. შარშან ფეხბურთელებს გარიგებული მატჩებისთვის სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ რეალურად, აისბერგის თავი სხვაგან იყო. სიბინძურეში ცნობილი ადამიანები დაუბრუნდნენ ქართულ ფეხბურთს. გუშინ “დილა”_”ზესტაფონის” მატჩს სულ 300-მდე კაცი დაესწრო. რატომ? იმიტომ, რომ ფეხბურთში ჩახედულმა ადამიანებმა იციან – ჩემპიონატი სუფთად არ ტარდება. გვაქვს ცნობა, რომ მარტვილში გამართული მატჩი “მერანსა” და “მეტალურგს” შორის (რუსთაველებმა 3:2 მოიგეს) გარიგებული იყო.
- რა ცნობები?
- თუ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, შემიძლია, მათ ეს ცნობები გადავცე.
- ვის დონეზე მოხდა გარიგება? ფეხბურთელების, მწვრთნელების თუ?
- კლუბების დონეზე.
- იგივე ეჭვები იყო “დილასა” და “მეტალურგს” შორის შეხვედრებზეც.
- მე მარტვილის მატჩზე მაქვს ცნობები და ვიმეორებ, თუ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან, მზად ვარ, გადავცე. და რაც შეეხება ტყავაძეს, მისი დემარშები უკვე ყელში გვაქვს ამოსული. ფედერაციაში დაურეკავს და ერთი ამბავი აუტეხავს “დინამოსთან” გუშინდელი მატჩის შემდეგ, ცუდად გვიმსაჯეს, ჩვენს წინააღმდეგ იყვნენო... ეს უკვე ყველა ნორმას სცილდება. ვერც იმას ავიტან, როცა ჩვენი გუნდის მწვრთნელებს გასძახის, მსაჯების გუნდი ხართო.
- ტყავაძემ “დინამოსთან” მატჩის შემდეგ თქვა, ცუდად გვიმსაჯესო?..
- დიახ. ამ დროს, მარტვილში ჩვენ საშინლად გვიმსაჯეს, ორი პენალტით დაგვსაჯეს, ხოლო “მეტალურგი” მარტვილში რომ ჩავიდა, გარიგებული მატჩი ითამაშა. გეტყვით, რომ წლეულს ჩემპიონატში მხოლოდ სამმა გუნდმა ითამაშა თავიდან ბოლომდე, რასაც თამაში ჰქვია: ჩვენ, “ტორპედომ” და “დინამომ”. ამიტომაცაა, რომ სამივე გუნდი არაქათგამოცლილია ფინიშისას. ფეხბურთელები არიან და არა – მანქანები. სად ყოველ ოთხ დღეში ბრძოლა და სად გარიგებული თამაში. მაგალითად, “დილას” მადლობას ვუხდი გუშინდელი თამაშისთვის. ვაჟკაცურად იბრძოლეს ჩვენთან და ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოვიგეთ. “დილამ” ორჯერ მოგვიგო ამ სეზონში და ვერაფერს ვუსაყვედურებ მათ. მადლობას ვერ ვეტყვი მათ, რომლებმაც წინასწარ იციან, რომ წააგებენ. ან პირიქით, მოიგებენ. კარგად ვიცი ფართო წრის დამოკიდებულება ჩვენი გუნდის მიმართ. უმეტესობა ამბობს, რომ “ზესტაფონი” ყველაზე გამართული გუნდია საქართველოში, სასიამოვნო ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ეს ამ შემთვევაში არაფერ შუაშია. საქმე ეხება იურიდიულ საკითხს.
- იყო ეჭვი, რომ სახელმწიფო სტრუქტურების კლუბების ურთიერთშეხვედრები საეჭვო ხასიათს ატარებდა.
- ერთ მატჩზე გითხარით. კარგია, რომ სახელმწიფო ფეხბურთით დაინტერესებულია. ამას მივესალმები, მაგრამ სხვა გზით მიდის ქართული ფეხბურთი, ისევ გამოჩნდა სიბინძურეები.
- ბოლო ტური 20 მაისს გაიმართება. რამდენად გაქვთ იმედი, რომ ჩემპიონი “ზესტაფონი” გახდება?
- ჩვენ ფედერაციას მივმართავთ, რომ მათ გააგზავნონ წერილი უეფაში, რათა მათ გადახედონ. გაიარონ უეფაში კონსულტაცია და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•