ჩემი აზრით ტრანსფერები გუნდისთვის ისეთივე საჭიროა, როგორც ფეხბურთის თამაშისვის ბურთი)) გუნდი იზრდება და ყალიბდება ტრანსფერებით, ანუ ფეხბურთელების გადაადგილებით სხვადასხვა გუნდებში, მათი სხვა მოთამაშეთა ჩანაცლებით- ეს მუდმივი და აუცილებელი პროცესია. აქ ვისაუბროთ და დავდოთ ყველა ის სიახლე რაც ამ ეტაპზე საზაფხულო თრანსფერებს შეეხება.
ტეგები:
27 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი ტრანკილო ბარნეტა კარიერას “შალკეში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ბოლო დღეების განმავლობაში, ბარნეტას “შალკეში” გადასვლის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. დღეს, გელზენკირხენელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ “შალკემ” შვეიცარიელ შუახაზელთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ ბარნეტას ყოფილ კლუბთან, “ლევერკუზენთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და “შალკეს” იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ბილბაოს “ატლეტიკისა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველ ხავი მარტინესით დაინტერესდა. გერმანული პრესის ცნობით, ბავარიელებმა ბასკებთან უკვე მოლაპარაკებაც წამოიწყეს.
“მარტინესს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ნამდვილად შეუძლია ჩვენი კლუბისთვის სარგებლის მოტანა. ანალოგიურად ფიქრობენ “ბაიერნის” ხელმძღვანელებიც. ძალიან საჭირო ფეხბურთელია და მაღალი სატრანსფერო ფასიც სავსებით ლოგიკურია”, – განაცხადა ბავარიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა.
“ატლეტიკის” ხელმძღვანელობა ხავი მარტინესი 40 მილიონ ევროდ შეაფასა. “ბაიერნის” გარდა ნახევარმცველის გადასაბირებლად “ბარსელონაც” აქტიურობს.
დადასტურდა - ზლატან იბრაჰიმოვიჩი "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელია. პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შვედი თავდამსხმელი პსჟ-ში მომდევნო 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.
"მილანის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რომ კარიერას საფრანგეთის დედაქალაქში განაგრძობდა, ეს აქამდეც ცნობილი იყო. გუშინ, შვედის ტრანსფერი პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ დაადასტურა, დღეს კი, ტრანსფეროს გაოფიციალურება ფრანგული კლუბის ვებგვერდმაც გვამცნო.
არაოფიციალური ინფორმაციით, "მილანი" ზლატანის სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ფეხბურთელს, ხელფასის სახით, წლიური 14 მილიონი დაენიშნება.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ს მე-4 შენაძენია და პარიზელებმა ოთხივე ეს ფეხბურთელი იტალიურ ფეხბურთს "წაართვეს". შვედის ტრანსფერამდე, კარლო ანჩელოტის გუნდს ეზეკიელ ლავესი, ტიაგო სილვა და მარკო ვერატი შეუერთდნენ.
ძალიან მიქარა "ჩემმა მილანმა" ეს და ტიაგო სილვა რომ გაუშვა... უბრალოდ, ჩემამდე არ დადის რატომ უნდა გაყიდო ისეთი ფეხბურთელები, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული კონკრეტულ თამაშში, ჩემპიონატსა თუ მთლიანად გუნდის განწყობაში. ახლა, ამის გამო, ანტონიო კასანომაც გამოთქვა სურვილი გუნდიდან წასვლისა, რობინიოც მიდის და ფაქტიურად მილანის შეტევის ხაზი იშლება. ხოლო, თუ როგორ და რა ფეხბურთელებით შეავსებენ ამ ადგილს, ეს მხოლოდ ბერლუსკონიმ იცის, ან მანაც არ იცის...
"ვალენსია" "რეალს" არგენტინელი ნახევარმცველის ტრანსფერზე შეუთანხმდა.
26–წლის ფერნანდო მადრიდულ გრანდს აღარ სჭირდებოდა,"რომამ" კი,სადაც გასული სეზონი ფეხბურთელმა არენდის წესით გაატარა,იმ თანხის გადახდა არ ისურვა,რამდენსაც "ბლანკოსი" გაგოში ითხოვდა.
"ვალენსიას" ოფიციალური საიტის ინფორმაციით,კლუბი გაგოსაც და "რეალსაც" შეუთანხმდა.ესპანეთის ჩემპიონი ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს,ფერნანდო კი "ღამურებთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
aha ) exla ki gavige rom *Milani* - shenia )) aqamde Silviosi megona ))))
Rati Inashvili said:
ძალიან მიქარა "ჩემმა მილანმა" ეს და ტიაგო სილვა რომ გაუშვა... უბრალოდ, ჩემამდე არ დადის რატომ უნდა გაყიდო ისეთი ფეხბურთელები, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული კონკრეტულ თამაშში, ჩემპიონატსა თუ მთლიანად გუნდის განწყობაში. ახლა, ამის გამო, ანტონიო კასანომაც გამოთქვა სურვილი გუნდიდან წასვლისა, რობინიოც მიდის და ფაქტიურად მილანის შეტევის ხაზი იშლება. ხოლო, თუ როგორ და რა ფეხბურთელებით შეავსებენ ამ ადგილს, ეს მხოლოდ ბერლუსკონიმ იცის, ან მანაც არ იცის...
ოღონდ სილვიოსი არ იყოს და ნებისმიერ ჩვენს კურსელს გადავცემდი, მაგალითად ნატო კოკაიას )))
rato ? ras erchi Silvois ? iseTi bunchula kacia ))))
Rati Inashvili said:
ოღონდ სილვიოსი არ იყოს და ნებისმიერ ჩვენს კურსელს გადავცემდი, მაგალითად ნატო კოკაიას )))
გარეგნობა, ხასიათი და კარიერა ისეთ ბიზნესში, როგორიც ფეხბურთია წარმატების გარანტია არაა... მხოლოდ ფულს უყურებს დონ სილვიო და არა იმას, თუ რა სჭირდება გუნდს. ამის გამოვლინებაა მაგალიათად თავის დროზე კაკას გაყიდვა, კაცს წასვლა არ უნდოდა მაგრამ ვინ ჰკითხა, ახალ კი ტიაგო სილვაა, რომელიც აპირებდა, რომ მილანის ლეგენდა მინდა გავხდეო, მაგრამ მას ეს სურვილი ერთმა ბიძიან, რომელიც ფულზე ძალიანაა შეყვარებული, "სანაგვეზე გადაუგდო" და უთხრა, წადი პსჟ-ში, შენც ფულს გააკეთებ და ჩვენც გავისქელებთ ჯბესო.
aha:
იტალიური "მილანის" გულშემატკივრები კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილებას საჯაროდ გამოხატავენ.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, "როსონერი" არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. მათ შორის არიან გუნდის ყოფილი ლიდერები ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგუ სილვა. ბუნებრივია, ასეთი ფეხბურთელების წასვლამ გულშემატკივართა განაწყენება გამოიწვია, ხოლო Trofeo Tim-ზე წარუმატებლობის შემდეგ, "მილანის" ქომაგებმა საპროტესტო აქციის გამართვა გადაწყვიტეს. ამხანაგურ ტურნირზე, "როსონერი" ჯერ "იუვენტუსთან" დამარცხდა, ხოლო შემდეგ - "ინტერთან".
დღეს, "მილანის" შტაბბინასთან, კლუბის გულშემატკივრები შეიკრიბნენ, რომლებმაც, გუნდის "გარდაცვალებასთან" დაკავშირებით, ადგილზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს.
სავრაუდოდ, უახლოეს მომავალში, გულშემატკივრებს სილვიო ბერლუსკონი მიმართავს და მათ კლუბის განვითარების სამომავლო გეგმას გააცნობს.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•