ვისაუბროთ ზოგადად ქართულ ფეხბურთზე, ჩვენს ჩემპიონატზე, გუნდებზე და ფეხბურთელებზე

ტეგები: Qwelly, Qwellyland

ნახვა: 358

გამოხმაურებები!

თბილისის “დინამოს” ახალი იმიჯის შექმნაზე შვეიცარიული სააგენტო – “ინტერბრენდი” ზრუნავს. შარშან დაწყებული რებრენდინგის პროცესი ამჟამადაც გრძელდება.
“ინტერბრენდი” საფეხბურთო სამყაროში ცნობილი კომპანიაა. ტურინის “იუვენტუსი”, დონეცკის “შახტარი”, ყაზანის “რუბინი” – ეს იმ გუნდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა იმიჯის განახლებაზეც შვეიცარიელებმა ბოლო წლებში იმუშავეს და დიდ წარმატებებსაც მიაღწიეს. მათ შეისწავლეს გუნდის, თბილისის ისტორია და ფასეულობები. შედეგად შეიქმნა იმიჯი, რომელიც “დინამოს” სიმბოლოდ იქცევა. ტრადიციული ფერები – ლურჯი და თეთრი, და “დინამოს” კლასიკური სიმბოლო – ლათინური ინტერბრენდის დიზაინერებმა თბილისისა და თავისუფლების სიმბოლოსთან – მიმინოსთან შეახამეს.
ახალი იმიჯის პრეზენტაცია გუნდის თბილისში დაბრუნების შემდეგ გაიმართება, სადაც ქომაგი ბრენდის განვითარების გეგმებსაც გაეცნობა. სლოვენიურ შეკრებაზე გუნდი ახალი ეკიპირებით გაემგზავრა.
რებრენდინგთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სიახლეა. წლეულს “დინამო” ამერიკული კომპანია “ნაიკის” ეკიპირებით შეიმოსება. ბუნებრივია, უცვლელია ძირითადი სათამაშო ფერები – ლურჯი და თეთრი. მესამე, ნეიტრალური ფორმა კი წითელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ სლოვენიური შეკრების პირველ მატჩში “დინამომ” სერბული “ბორჩა” 1:0 დაამარცხა. გოლი 79-ე წუთზე ესპანელმა ლეგიონერმა, ალბერტ იაგუემ გაიტანა.დინამოს ლოგო

დავით დიღმელაშვილი და რევაზ გოცირიძე ქუთაისის “ტორპედოში” აღარ ითამაშებენ. დავით გამეზარდაშვილისა და თემურ ფარულავასთან ერთად, ქუთათურთა ხელმძღვანელობა ამ ფეხბურთელებსაც შეელია.
გია გეგუჩაძის სტრატეგია გასაგებია: ასაკოვან ფეხბურთელებზე მეტად, ახალგაზრდებთან მუშაობა სურს. უკვე 4 ფეხბურთელი მოისაკლისა “ტორპედომ”. გუნდში რომ ცვლილებებია საჭირო, ეს ყაზახურ “აქტობესთან” მატჩებში კარგად გამოჩნდა.
დიდი შანსია, “ტორპედოში” ახალწვეულები გამოჩნდნენ: ერთ-ერთი მათგანის გადასვლა კი თითქმის გადაწყვეტილია - საუბარია საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი ნიკა აფაქიძეზე, რომელიც “ზუგდიდში” თამაშობს.


არნემის “ვიტესი”, რომლის მეპატრონე მერაბ ჟორდანიაა და სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი: გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი გამოდის, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
პლოვდივის “ლოკომოტივთან” სტუმრად ნათამაშები ფრის (4:4) შემდეგ, ჰოლანდიელებმა საკუთარ მოედანზე მეტოქე 3:1 დაამარცხეს. არნემელებს შეუცვლელად უკაპიტნა გურამ კაშიამ, ხოლო გიორგი ჭანტურია თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო და ძირითადი დროისთვის დამატებულ პირველ წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. ყაზაიშვილი 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. “ვიტესს” მესამე ეტაპზე ურთიერთობის გარკვევა მახაჩყალის “ანჟისთან” მოუწევს.
ტურკუს “ინტერი”, რომლის შემადგენლობაშიც ირაკლი სირბილაძე გამოდის, პირველ მატჩში სტუმრად ჰოლანდიის “ტვენტეს” დაუზავდა (1:1) და ფინელებს მომდევნო წრეში გასვლის იმედი ჰქონდათ. თუმცა, საპასუხო მატჩში ჰოლანდიელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 5:0 დაამარცხეს. ქართველმა თავდამსხმელმა სრულად ითამაშა.
კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილი ბაქოს “ინტერმა”, რომელიც ქართველი ფეხბურთელების სიმწირეს არ უჩივის, სტუმრად ბერძნულ “ასტერასთან” 1:1 ითამაშა. ვინაიდან პირველი თამაში ანალოგიური ანგარიშით დასრულდა, დამატებითი დრო დაინიშნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში “ასტერასმა” 4:2 მოიგო. “ინტერის” რიგებში მყოფი ქართველებიდან თავიდან ბოლომდე ითამაშეს გიორგი ლომაიამ და ილია კანდელაკმა, ხოლო მათ მსგავსად სასტარტოში მყოფი გიორგი ადამია 61-ე წუთზე შეცვალეს. 71-ე წუთზე ჩაერთო თამაშში ბაჩანა ცხადაძე, ხოლო ვალერი აბრამიძე თადარიგში იყო. განაცხადში ვერ მოხვდა მეკარე რევაზ თევდორაძე. ცხადაძემ 79-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და საკუთარი შანსი პენალტების სერიაშიც გამოიყენა.
კიშინიოვის “ზიმბრუმ”, რომელშიც ლევან კორღალიძე ირჯება, პირველ თამაში შვეიცარიის “იანგ ბოიზთან” გასვლაზე (0:1) წააგო, საპასუხოს ძირითადი დროში კი, 1:0 მოიგო. დამატებით დროში გოლი ვერცერთმა გუნდმა გაიტანა, ხოლო პენალტების სერიაში შვეიცარიელებმა 4:1 გაიმარჯვეს. კორღალიძემ პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა.
სტუმრად 1:2 დამარცხების შემდეგ, კაპანის “განძასარმა” შვეიცარიულ “სერვეტთან” 1:3 წააგო. სომხური გუნდის 18-კაციან განაცხადში არ იყო გიორგი კრასოვსკი.

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters