ქართულ ეთნოლოგიურ მეცნიერებას, რომელსაც მეცნიერული საფუძვლები აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ ჩაუყარა, მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს მოპოვებული. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დღემდე არაერთი საყურადღებო ნაშრომი გამოქვეყნდა, რომლებიც საქართველოსა და კავკასიის ეთნიკური კულტურის ყველა სფეროს - მატერიალურ და სულიერ კულტურას, სამეურნეო ყოფასა და სოციალურ ურთიერთობებს - ეხება. სამწუხაროდ, ქართულ ეთნოლოგიაში შემაჯამებელი, განმაზოგადებელი ნაშრომები არ იქმნებოდა, არადა შესანიშნავ მეცნიერთა მთელ ჯგუფს ეს ხელეწიფებოდა. ამასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ერთ-ერთი ის იყო, რომ ეთნიკურ ტრადიციებს ახალ დროში სასწრაფოდ ნოვაციები ცვლიდა. მოსასწრები იყო ქართველი ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილი და თაობიდან თაობაზე გადმოცემული კულტურის ყველა ელემენტის ფიქსაცია და მათი მეცნიერული ანალიზი, განზოგადება. როგორც აღინიშნა, რამდენიმე თაობამ ეს ტვირთი სათანადოდ ასწია. სხვათა შორის, ქართველი ხალხის ეთნიკური კულტურის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი დიდ ივანე ჯავახიშვილსაც აქვს შეტანილი. რომ არაფერი ვთქვათ "საქართველოს ეკონომიური ისტორიის" ორტომეულზე, ივანე ჯავახიშვილის მეთაურობითა და მის მიერვე შედგენილი კითხვარებით საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ ბრწყინვალე ეთნოგრაფიული მასალები შეიკრიბა.

      ეთნოლოგიას გარდა თეორიულ-შემეცნებითი მნიშვნელობისა, ცნობილია, რომ პრაქტიკულ-გამოყენებითი, აღმზრდელობითი და პროგნოსტიკული ფუნქციებიც აქვს. ქართული ეთნოლოგია თავიდანვე ისტორიული მიმართულების მეცნიერებად ჩამოყალიბდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მას თანამედროვეობასთანაც ბევრი საერთო აქვს - ის ხომ ეთნოსთა შორის ურთიერთობებსაც იკვლევს. დღევანდელ დღეს ეთნოლოგიური მეცნიერების მნიშვნელობა იმიტომაც იზრდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მოდერნიზაციისა და გლობალიზაციის გარდუვალობას დაემთხვა. დასავლეთის მიერ შემოთავაზებული ტრადიციული საზოგადოებების მოდერნიზაცია ჩვენს ქვეყანასაც ეხება. თუმცა არ შეიძლება არ ითქვას, რომ ქართული საზოგადოებისათვის მოდერნიზება არასდროს უცხო არ ყოფილა _ ჩვენში დასვლური კულტურის ელემენტები ყოველთვის ინერგებოდა. გარკვეულად ხელისშემშლელი ძირითადად ის იმპერია იყო, რომლის შემადგენლობაშიც ვცხოვრობდით. რამდენადაც ეთნიკური კულტურის ცოდნა ქართული ეთნიკური ცნობიერებისა და მენტალობის შენარჩუნების უცილობელი რამაა, ამდენად ტრადიციების, წეს-ჩვეულებების ცოდნა ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა. ამის გამო საქართველოს ეთნოლოგია არა მარტო უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ საჯარო სკოლებშიც კი უნდა ისწავლებოდეს. ამით მხოლოდ ქართველთა წინა თაობების შექმნილ ეთნიკურ კულტურას კი არ მივაგებთ პატივს და თეორიულ ცოდნას ვიმაღლებთ, არამედ ქართული ეროვნული ცნობიერების სიმტკიცესაც სათანადო ბალავარი ჩაეყრება.

      2006 წელს ამ წიგნის რედაქტორმა "საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია: მოკლე სალექციო კურსი" დაბეჭდა, რომელიც კონსპექტურ კურსს წარმოადგეს. საჭირო გახდა მისი გაფართოვება და 2008 წელს დღის სინათლე იხილა ამავე ავტორის "საქართველოს ეთნოლოგიის" სახელმძღვანელომ. ბუნებრივია, ისინი ვერ აკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნილებას, რადგან მათში ყველა პრობლემა ერთნაირი სიღრმით არაა დაწერილი. ამის გამო, ავტორთა კოლექტივმა დაგეგმა "საქართველოს ეთნოლოგიის" ვრცელ წიგნზე მუშაობა, რომელიც რუსთაველის ფონდის ხელშეწყობითა და ფინანსური დახმარებით 2006-2009 წლებში იწერებოდა. "საქართველოს ეთნოლოგიის" წინამდებარე წიგნი, ზემოხსენებული წიგნებისაგან განსხვავებით, სახელმძღვანელო არაა, მაგრამ ის დამხმარე სახელმძღვანელოდ სტუდენტებსაც გამოადგებათ, განსაკუთრებით მათ, ვისაც აღნიშნული საკითხები უფრო ვრცლად აინტერესებს.

      ამავე დროს, ავტორები და რედაქტორი შორს არიან იმ აზრისაგან, რომ საქართველოს ეთნოლოგიის ესა თუ ის პრობლემა ამომწურავად წარმოადგინეს, რადგან აბსოლუტურად სრულყოფილი და ყოვლისმომცველი ნაშრომი საერთოდ არც არსებობს.. ყველა ავტორს პრობლებისადმი მიდგომის თავისებური ხედვა აქვს.. ესეც ბუნებრივია - ჩვენ აღარ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, რომელშიც ყველა ერთნაირად აზროვნებდა.. მეცნიერებაშიც ასე იყო, განსხვავებულ აზრს იშვიათად ეძლეოდა გასაქანი.. იმასაც მოვესწარით, რომ ერთი მკვლევარი თუ მუშობდა გარკვეულ პრობლემაზე, სხვა მეცნიერისათვის ამ პრობლემას ტაბუ ჰქონდა დადებული.. ამის თქმა იმიტომაც დაგვჭირდა, რომ მომავალში სხვა მკვლევარებს და მკვლევართა ჯგუფებს საქართველოს ეთნოლოგიის ანალოგიურ პროექტებზე მუშაობის ხელისშეწყობა ჰქონდეთ..

      ავტორთა კოლექტივი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეთნოლოგიის სხვადასხვა საკითხების წარმოჩენას მეტ-ნაკლები სისრულით გაართვა თავი, ყოველ შემთხვევაში, მათ წინაპართაგან შექმნილი ტრადიციების სიყვარული ამოძრავებდათ.. ავტორები თავს ვალდებულად თვლიან გაიხსენონ წინამორბედი მკვლევარები, რომლებიც ეთნოლოგიის როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებისა და ფორმირების სათავეებთან იდგნენ.. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ არ შეიძლება არ გავიხსენოთ გიორგი ჩიტაია, სერგი მაკალათია, ვერა ბარდაველიძე, ალექსი რობაქიძე, რუსუდან ხარაძე, მიხეილ გეგეშიძე, გიორგი ჯალაბაძე, ლუბა ბოჭორიშვილი, გერცელ ჩაჩაშვილი, ანდრია ლეკიაშვილი, ილია ჭყონია, ირაკლი სურგულაძე.. ჩვენ მხოლოდ გარდაცვლილი ეთნოლოგების ნაწილი ჩამოვთვალეთ.. უფროსი თაობის ეთნოლოგთაგან დღესაც არაერთი წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას, რომელთაგან თინათინ ოჩიაურის, ჯულიეტა რუხაძის, ნელი ბრეგაძის, ნოდარ კახიძის, ვახტანგ შამილაძის, სოსო ჭანტურიშვილის, მარინა კანდელაკის და სხვათა დასახელებაც საკმარისია..

      პროექტის ავტორები იმასაც იმედოვნებენ, რომ ახალ საქართველოში ეთნოლოგიური კვლევა-ძიება უფრო გაფართოვდება, მას შემდგომი გასაქანი მიეცემა, მით უმეტეს, რომ მომავალში ეთნოლოგიური მეცნიერების კვლევის ახალი ასპექტები იჩენს თავს და იმის შესაძლებლობაც იქნება წინაპართა დატოვებული მდიდარი მემკვიდრეობა ახლებურად იქნეს გააზრებული.

იხილეთ წიგნი:

საქართველოს ეთოგრაფია/ეთნოლოგია

ტეგები: Georgia, Qwelly, history, ეთნოგრაფია, ისტორია, საქართველო

ნახვა: 2491

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters